თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2019, 11:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1506,
კომენტარები: 3
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ გამოვასწორებთ"
ოლე გუნარი ფეხბურთელების, ტრავმირებულებისა და მომავალი მატჩების შესახებ.
ოლე გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნატედის" გამარჯვებით კმაყოფილი გახლდათ, თუმცა ნორვეგიელის განცხადებით, "წითლებს" სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ.

სისტემის ცვლილებამ ყველაფერი სხვაგვარად წარმართა.

"პრემიერ ლიგაში მატჩის ჩატარება ყოველთვის რთულია. დღეს კარგად გამოჩნდა, რომ სანაკრებო შესვენებიდან ახალი დაბრუნებულები ვართ, კარგად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან და 100 პროცენტით არ არიან მზად მატჩისთვის, მაგრამ მთავარია, რომ მაინც გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი და ეს მნიშვნელოვანია. ძალიან ცუდად დავიწყეთ, პირველ 15-20 წუთში "უოტფორდი" იმსახურებდა, რომ თამაში წაეყვანა. თითქოს ველოდით როდის გაგვიტანდნენ."

"ჩვენ მოვახერხეთ და სისტემა ცოტათი შევცვალეთ. ხუან მატამ ყველაფერი იდეალურად გააკეთა. მომენტები შევქმენით, დიდებული ბურთი გავიტანეთ და კიდევ მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ეს ყველაფერი პირველი ტაიმის ბოლო ოც წუთში მოხდა. მეორე ნახევარი ისევ იმედგამაცრუებელი იყო."

ფეხბურთელები შთამბეჭდავები იყვნენ.

"ბრწყინვალენი ვიყავით. ფეხბურთელებმა ყველაფერი იდეალურად, ჯადოსნურად გააკეთეს. პარასკევის ვარჯიშები ჩემი მოსვლის შემდეგ საუკეთესო იყო, შეიძლება მეტისმეტად კარგიც კი. თავდადება, ჟინი, ხარისხი, მიზანდასახულობა... ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. შემდგომ აქ მოვედით და რაღაც გვაკლდა, თითქოს რაღაცებში დარწმუნებული არ ვიყავით, მაგრამ 15-20 წუთის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, კარგად გავიაზრეთ ჩვენი პოტენციალი და ვნახეთ თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი, ამაზე ვიმუშავებთ."

დაცვის ხაზი შესანიშნავი იყო.

"შოუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარე იყო ჩვენთვის. რეშფორდი და ენტონი ძალიან კარგად თამაშობდნენ, მაგრამ აუცილებალდ უნდა აღვნიშნო ფილ ჯონსი და განსაკუთრებით კრის სმოლინგი, რომლებმაც ძალიან კარგად დაიცვეს კარები. მათ გარეშე, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა შედეგს მივიღებდით. ბრწყილვალენი იყვნენ."

მარკუსის ნათელი მომავალი.

"ის თავდაჯერებულია. ძალიან ბევრი ივარჯიშა და უფრო და უფრო მეტს ვარჯიშობს, რათა ყველაფერი კარგად გამოუვიდეს. ის მხოლოდ დარტყმაზე არ ვარჯიშობს, ყველაფერში საკმაოზე მეტ ენერგიას დებს და თუ ასე გააგრძელებს მისგან ძალიან კარგი ფორვარდი დადგება. ბევრ გოლებს გაიტანს, მომენტების დასრულებასაც ისწავლის, ამაზე არ იღელვოთ, მას დიდი მომავალი აქვს."

ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინეს.

"რა თქმა უნდა, ეს ასეა. ახალი ენერგია ახალგაზრდა ბიჭებისგან. ისინი ჩვენი აკადემიის ფეხბურთელები არიან და ეს ენერგია გვჭირდება. ჯესიმ და ანდრეასმა დამატებითი ძალა შეგვძინეს, მათმა შემოსვლამ ბევრი რამ შეცვალა."

მარსიალის ტრავმის შესახებ.

"არ ვიცი როგორ იქნება სამშაბათისთვის, მაგრამ შევამოწმებთ და დაველოდებით. ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე წინ და წინასწარ ვერაფერს გეტყვით. მთავარია, რომ სამშაბათისთვის მზად იყოს, დაველოდოთ."

"უოტფორდი" კარგი გუნდია.

"ისინი ინგლისის თასის ნახევარფინალში არიან და ძალიან კარგადაც თამაშობენ, განსაკუთრებით მათი კონტრშეტევები მხიბლავს. ბურთის ფლობა 50-50-ზე იყონ და შესაძლოა, რომ ჩვენზე უკეთესი შანსები ჰქონდათ, შეიძლება ჩვენზე მეტჯერაც დაარტყეს კარში. "ვულვზთან" ერთად ეს გუნდი ექვსეულს მიღმა ყველაზე კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, გვსურდა, რომ დომინანტები ჩვენ ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ შევძელით. სანაკრებო შესვენებიდან კარგი სტარტი ვერ ავიღეთ და დასახული მიზანი, სამწუხაროდ, ვერ შევასრულეთ."

"ოლდ ტრაფორდის" გულშემატკივრობა.

"გულშემატკივრები დაუჯერებლები არიან ჩემი კლუბში გამოჩენის დღიდან. 1996 წლიდან მე საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობ. დღევანდელი დღე მათ უფრო და უფრო განსაკუთრებული გახადეს. მე ზოგადად არაფერ შუაში ვარ, მარტო არაფერს ვაკეთებ, მაგრამ ეს შეგრძნება მაინც ფანტასტიკური გახლდათ."

ბრძოლა ოთხეულისთვის.

"ძალიან რთულია. ოთხი ძალიან კარგი გუნდი ორი ადგილისთვის იბრძვის. ახლა ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ და ეს ყველაფერი ფანტასტიკურ შანსებს გვაძლევს."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
3 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
1 აპრილი 2019 11:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი ჩელსიმ როგორ მოიგო ის თამაში თუ მესმოდეს რა, ნუ ჩელსი ისეთ ფორმაშია ბოლო რამდენიმე კვირის თამაშებიდან გამომდინარე რო მარტო ფურცელზე არის კონკურენტი ზნელად დამაჯერებს ვინმე რო ესეთი ჩელსი მოგებებს გადააბავს, იმედია დღეს არსენალი ვერ მოიგებს და მშვენიერი შანსები გველის წინ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2019 13:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდი ხარისხის თამაში იყო ყველა ვხვდებით, თუმცა რიგი მიზეზების გამო გასაგებია ასეთი მატჩი. მთავარია დარჩენილ ტურებში აქსიმალური ქულები აიღონ და ოთხეულში შევიდნენ.
0
№3
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2019 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
Aucileblad gamoswordeba xarisxic darwmunebuli var
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top