თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2019, 11:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1781,
კომენტარები: 8
Marca: პოგბამ ახალი კონტრაქტი იუარა
დღითიდღე ფრანგი ფეხბურთელის სურვილები ნათელი ხდება.
Marca: პოგბამ ახალი კონტრაქტი იუარა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. კლუბის ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელს ახალი გაუმჯობესებული, გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელსაც პოგბამ ხელი არ მოაწერა. იუწყება - Marca.

მიმდინარე კონტრაქტი, 26 წლის ფეხბურთელს, მის ამჟამინდელ კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს. თუმცა, "გლეიზერების" კლუბს, მასთან კიდევ უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, რაც მანიშნებელი იქნებოდა იმისა, რომ ის არ იყიდება.

გავრცელდა ინფორმაციებიც, რომ ფეხბურთლის აგენტმა მინო რაიოლამ, ინგლისური გრანდის მენეჯმენტს უკვე აცნობა პოგბას სურვილების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" დამრიგებლის ზინედინ ზიდანისა და პოლ პოგბას სურვილები ერთმანეთში იკვეთება. ზიდანი აქტიურად ინტერესდება, თანამემამულის გადაბირებით, ხოლო თავისმხრივ პოგბაც გამოხატავს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასპარეზობის სურვილს.
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
1 აპრილი 2019 11:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჯერ მარკას რა ვუთხარი და მერე კიდე ამ ბოგბას აგენტს, სისულელე მგონია და კიდევ ერთხელ ვიტყვი რო წელს შანსი არაა ეს რო გაუშვან, გუნდი ახალ გზას დაადგა და ამ დროს ლიდერების გაშვება ძაან გულუბრყვილო საქციელია რასაც მარალი დონის გნდები არ უშვებენ
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
1 აპრილი 2019 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
არსად არ იწერება ამის გაშვება მადრიდის რეალში და საიდან მოაქვენ ესეთი ჭორები კაცი ვერ გაიგებს ამას ... პოგბაზე შენდება გუნდი და როსა საძირკველს ყრიან იმას არავინ იშორებს თავიდან არაფერიც არ გამოვა ამიტო ეს კაცი არის ის ვისზეც სოლშერი აშენებს გუნდს
1
№3
ავტორი: David_Beckham7
1 აპრილი 2019 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
და თუ მაინც წასვლა უნდა მიუხედვაად იმოსა რომ ძაან მომწონს არ ჩირდება ოლეს მწნჩესტერს ისეთი ფეხბურთელი ვინც სხვა გუნდზე ოცნებობს. აქ მოტივირებული და გულით მწნჩესტერელი ფეხბირთელები გვჭირდება. მაგრამ ერთს დავამატებ. ჩვენ რო პოგბა ვიყიდეთ 120 მილიონი, იმ დროისთვის სარეკორდო თანხა გადავიხადეთ. პსჟ ს სატრანსფერო პოლიტიკამ რადიკალირად შეცვალა და 1-2 ად გაზარდა ფეხბურთელების ფასი. ამიტომ ერთხელ ხომ შეიძლება ჭკუა ვიხმაროთ და 250 მილიონო დარონ უნდათ წაიყვანონ არ უნდათ და სულ არ გაყიდონ კონტრაკტის ამოწურვამდე. რეალი მცვ3ლ3ბს ადებს 500 მილიონებს გამოსასყიდ თქნხას და როდემდე უნდა გვაგოიმონ ჩვენ
1
№4
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2019 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მარკა wink wink
0
№5
ავტორი: Malboro463
1 აპრილი 2019 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
რეალს რაც აწყობს იმას წერს მარკა
0
№6
ავტორი: Lalana
1 აპრილი 2019 13:22
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ყველაზე სასაცილო ის არის რომ ამ ყველაფერზე მხოლოდ ასი და მარკა წეერს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2019 13:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სერიოზული არაფერი
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
2 აპრილი 2019 15:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ეს დედანატირები თუ არაფერი არ ხდება რატო არაფერს ამბობს თავად პოგბა.რეშმა ხო დააფიქსირა თავისი პოზიცია და დამთავრდა ყველაფერი.მაგრამ პოგბა რაც ყავს აგენტი ისეთივეა თვითონაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top