"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. კლუბის ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელს ახალი გაუმჯობესებული, გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელსაც პოგბამ ხელი არ მოაწერა. იუწყება - Marca.
მიმდინარე კონტრაქტი, 26 წლის ფეხბურთელს, მის ამჟამინდელ კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს. თუმცა, "გლეიზერების" კლუბს, მასთან კიდევ უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, რაც მანიშნებელი იქნებოდა იმისა, რომ ის არ იყიდება.
გავრცელდა ინფორმაციებიც, რომ ფეხბურთლის აგენტმა მინო რაიოლამ, ინგლისური გრანდის მენეჯმენტს უკვე აცნობა პოგბას სურვილების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" დამრიგებლის ზინედინ ზიდანისა და პოლ პოგბას სურვილები ერთმანეთში იკვეთება. ზიდანი აქტიურად ინტერესდება, თანამემამულის გადაბირებით, ხოლო თავისმხრივ პოგბაც გამოხატავს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასპარეზობის სურვილს.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.