თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2019, 14:16
ავტორი: Svani,
ნანახია: 1384,
კომენტარები: 14
ოლეს "კრისტალ პალასის" ვინგერი სურს
ზაჰას, ყოფილ კლუბში დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.
ოლეს
"კრისტალ პალასის" კოტ'დივუარელი ვინგერი ვილფრიდ ზაჰა, შესაძლოა ყოფილ კლუბს დაუბრუნდეს. მის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავს. ინფორმაციას Manchestereveningnews - ავრცელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტრანსფერის ინიციატორი, "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელი მენეჯერი ოლე გუნარ სოლსკიაერია, რომელიც ფეხბურთელთან ერთად აქამდე "კარდიფში" მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ვილფრიდ ზაჰა იყო, სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელი შენაძენი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 2013 წელს. ფეხბურთელი ლეგენდარულმა სპეციალისტმა "კრისტალ პალასის" აკადემიიდან "წითლების" აკადემიაში გადაიყვანა.

მიმდინარე სეზონში, ზაჰამ ინგლისის ჩემპიონატში 27 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო საკუთარ აქტივს 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შემატა.
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
31 მარტი 2019 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7720
ხო არაა ცუდი იგროკი შეიძლება ამის დაბრუნება.. ვანგაალს გოგოს უ****ვდაო თუ რატო არ ათამაშებდაა??:))))
0
№2
ავტორი: shotkin
31 მარტი 2019 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2639
ცუდი არიქნება უფრო თუ განვითარდა ძაან კაი ფეხბურთელი იქნება
0
№3
ავტორი: Malboro463
31 მარტი 2019 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4935
და კარგი რატო იქნება
სისწრაფის მეტი რა აქვს?
საქმის ბოლომდე მიყვანა არ იცის კარგავს ბურთს დარტყმა ამას არ უვარგა და კლასი საერთოდ არ აქვს 26 წლისა
5 წელია პალასშია წესიერი რომ ყოფილიყო ვინ დატოვებდა
0
№4
ავტორი: sandroo
31 მარტი 2019 18:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 255
ციტატა: ikeoni
ხო არაა ცუდი იგროკი შეიძლება ამის დაბრუნება.. ვანგაალს გოგოს უ****ვდაო თუ რატო არ ათამაშებდაა??:))))

ვანგაალის არა, მოიესის am
0
№5
ავტორი: onlyred
31 მარტი 2019 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 109
ვიღაცამ 2-3 დღის წინ დაწერა ბოლოს ზაჰას ვიყიდითო და ასე მალე მორჩა?
0
№6
ავტორი: The red devi11
31 მარტი 2019 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
Cudi ar iqneba aseti fexburtelebic sachiroa gundshi zamenidan rom shedzleben ragacis sheqmnas
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
31 მარტი 2019 23:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7795
ნამდვილად არაა ცუდი ვარიანტი, ვნახოთ.
0
№8
ავტორი: PaLoMo
1 აპრილი 2019 00:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2353
მახსოვს ვიღაც წერდა აქ,როცა ზაჰა გაყიდეს მაშინ:არგაყიდოთ თორე მერე დიდ თანხაში მოკვიწევს უკან დაბრუნებაო...ცუდი იგროკი არაა,მაგრამ ეს მარცხნივ თამაშობს მანდ არ გვწირდება აარავინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Malboro463
1 აპრილი 2019 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4935
ციტატა: PaLoMo
ცუდი იგროკი არაა,მაგრამ ეს მარჯვნივ თამაშობს მანდ არ გვწირდება აარავინ

მარჯვნივ გვჭირდება ლინგარდის მეტი არავინ ყავთ.
მარა ზაჰა ნამდვილად არ მიმაჩნია საჭირო კაცად
0
№10
ავტორი: shotkin
1 აპრილი 2019 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2639
ციტატა: Malboro463
და კარგი რატო იქნება
სისწრაფის მეტი რა აქვს?
საქმის ბოლომდე მიყვანა არ იცის კარგავს ბურთს დარტყმა ამას არ უვარგა და კლასი საერთოდ არ აქვს 26 წლისა
5 წელია პალასშია წესიერი რომ ყოფილიყო ვინ დატოვებდა

იმენა გააპარტახე ტიპი ისეთები დაწერე :დ არადა ვაფშე არაა ეგეთი ცუდი როგორც აღწერ, რეალურად სისწრაფის გარდა ბევრი სხვა პლისუ აქვს, ძლიერეი ბიჭია ფიზიკურად და ორთაბრზოლებში ძაან კლასნია+ჟილკიანია და ყველა ბურთზე იბრძვის ,კლასი კრისტალ პალასზე დიდი გუნდში რო ითამაშოს მაგდენი ნამდვილად აქვს და ეკუთვნის ,დრიბლინგიც აქვს და 1-2 კაცის ადვილად მოტყუებაც შეუძლია და ხშირადაც აკეთებს მაგას თუ უყურებ და აკვირდები კარგად, მოკლედ სწორი მწვრთნელის ხელში ძაან დაიხვეწება იმიტორო უდიდესი პოტენციალი აქვს კვლავ და რაც გავყიდეთ მაგის მერე ზრდა არ შეუწყდეტია და ვითარდება და ჩვენ კკლუბში დონეს კიდე ბევრად მარლა აწევს, უბრალოდ რასაც ვაკვირდები ამას სულ მარხნივ ათამაშებენ და მანდ რეშფორდი და მარსიალი გვყავს, თუ მარჯვნივაც ესე ითამაშებს მივესალმები ამის ტრანსფერს იმიტორო ცდად ღირს კაი ბიჭია და 100% ით მოინდომებს რო წარმატებული იყოს და რესურსები ნაღად აქვს მე პირადად დუგლას კოშტას ტრანსფერს ეს დააბრუნონ მირჩევნია, უფრო ჟილკით ითამაშებს და გულით თან ზველი მანჩესტერელია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 აგვისტო 2019, 18:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
31 აგვისტო 2019, 15:30
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
14 სექტემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლესტერი
პრემიერ ლიგა
კრისტალ პალასი24 აგვისტო
საუთჰემპტონი31 აგვისტო
ლესტერი14 სექტემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

19 აგვისტო 2019, 23:00
ვულვზი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
11 აგვისტო 2019, 19:30
იუნაიტედი4
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
3 აგვისტო 2019, 20:30
იუნაიტედი2
მილანი2
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
ვულვზი19 აგვისტო
ჩელსი11 აგვისტო
მილანი3 აგვისტო

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top