ზინდეინ ზიდანი, საკუთარი შემადგენლობის ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელის პოლ პოგბას გადაბირებით გეგმავს. ბოლოდროინდელი საფეხბურთო პრესა აღნიშნულ, შესაძლო ტრანსფერზე სულ უფროდაუფრო აქტიურად და ხშირად წერს.
პრესის ფურცლების ცნობით, ფლორენტინო პერესმა, ფრანგ სპეციალისტს, თანამემამულის შესაძენად სატრანსფერო თანხაც გამოუყო, რომელიც არცთუ ისე დაბალ ციფრს წარმოადგენს.
The Sun - წერს, რომ "მადრიდული" გრანდი, "გლეიზერების" კლუბს, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ფეხბურთელის სანაცვლოდ, 145 მილიონ ევროს შესთავაზებს.
მიმდინარე სეზონში პოგბას პირად აქტივმა მკვეთრად და შესამჩნევად მოიმატა, ფრანგმა "წითლების" რიგებში, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.