თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2019, 16:43
ავტორი: Mელა,
ნანახია: 1778,
კომენტარები: 10
AS: პოგბას “რეალში” სურს
პოგბამ "რეალში" გადაბარგება მოითხოვა.
AS: პოგბას “რეალში” სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მადრიდის "რეალში" გადაბარგება მოითხოვა, ინფორმაციას ესპანური AS-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 26 წლის მოთამაშემ, ინგლისურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უკვე განაცხადა და სამომავლო კლუბებზეც დაიწყო ფიქრი. "ლოს ბლანკოსთან" ერთად, პოგბას სავარაუდო სამყოფელი შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსი" აღმოჩნდეს, რომელმაც ბოლო დროს, მისი დაბრუნების სურვილი გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში, ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, სამეფო გუნდში ტრანსფერს, ნებისმიერისთვის საოცნებო რამ უწოდა.

"როგორც ყოველთვის ვამბობდი ხოლმე, "რეალ მადრიდში" თამაში ყველას ოცნებაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია მსოფლიოში. მათ ზინედინ ზიდანი წრთვნის და ეს ყველა იმ ფეხბურთელის ოცნებაა, ვისაც ეს სპორტი მართლა უყვარს. ახლა მე "იუნაიტედში" ვარ. წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რას მიმზადებს მომავალი, მაგრამ "იუნაიტედში" ვარ და აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს" - განაცხადა 25 წლის ნახევარმცველმა.
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
30 მარტი 2019 16:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ტვინი მოი*****ება ეხალ მთელიზ აფხული ამაზე, სამომავლოდ არ ვიცი მარა წელს რო არსად წავა დარწმუნებული ვარ
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 16:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეიძლება ოდესღაც გადავიდეს მართლა რეალში, თუმცა ამ ეტაპზე ჭორებია და მეტი არაფერი
1
№3
ავტორი: ikeoni
30 მარტი 2019 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ეგ ესპანური გამოცემა აბა რას დაწერდა wink
1
№4
ავტორი: Mელა
30 მარტი 2019 18:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 5
გუნდის ლიდერად და წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა პოლი, და ნაკლებად სავარაუდოა მისი წასვლა, ყოველშემთხვევაში წელს. და საერთოდ ამ ესპანური პრესის არ მჯერა, ყოველთვის ჭორებით გამოირჩეოდნენ.
0
№5
ავტორი: stepno
30 მარტი 2019 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გაატარეთ ესეთი სიახლეები ნერვებს რატო იშლით :)
1
№6
ავტორი: giorga17
30 მარტი 2019 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ტყუილია
1
№7
ავტორი: LASHQARA
30 მარტი 2019 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
lol lol
0
№8
ავტორი: levionok
30 მარტი 2019 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ინგლისელებმა ვერ გაიგეს და ესპანურმა ასავალ დასავალმა გაიგო?:)))) წავა როდისღაც მაგრამ დღეს არა
0
№9
ავტორი: giorgi_mg
30 მარტი 2019 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მარტო ეს გამოცემა არ წერს, უკვე რამოდენიმემ დაწერა, ერთადერთი რატომაც ოლეზე შეიძლება უარი მეთქვა ამის წასვლა იყო და წავ სავარაუდოდ, ამიტომ უნდა მოეყვანათ ზიდანი და ორ კურდღელს დაიჭერდნენ, პლიუს დიდ ტრანსფერებსაც გაჩარხავდა.
0
№10
ავტორი: tuko
31 მარტი 2019 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Xan 26 wlisaa xan 25 ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top