გუნდი სასტუმროში შეიკრიბა.
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "უოტფორდს" უმასპინძლებს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი სასტუმროში 19-კაციანი განაცხადით შეიკრიბა.
რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმის გამო ნაკრების რიგების დატოვება მოუხდა, მაგრამ მხოლოდ სამი მათგანი ვერ ახერხებს ხვალინდელ თამაშში მონაწილეობის მიღებას. ლუკ შოუ, ნემანია მატიჩი, ენტონი მარსიალი, მარკუს რეშოფრდი და რომელუ ლუკაკუ გუნდთან ერთად იმყოფებიან.
ალექსის სანჩესი კლუბში დაბრუნდა და გამოჯანმრთელების პროცესს შეუდგა, თუმცა კამერებს იგი არ დაუფიქსირებიათ. ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანი კვლავ უქმობენ.
"იუნაიტედს" დაუბრუნდა ეშლი იანგიც, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო "ვულვზის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა.
გუნდთან ერთად იმყოფება ერიკ ბაიიც, რომელმაც კოტ-დ'იუვარის ამხანაგური მატჩი ეკვადორის წინააღმდეგ ვერ ჩაატარა. ცენტრალურმა მცველმა რუანდასთან დაპირისპირების დროს თავის ტრავმა მიიღო.
გუნდის სრული წინასწარი განაცხადი:მეკარეები: დე ხეა, რომერო, გრანტი
მცველები: დალო, იანგი, სმოლინგი, ჯონსი, როხო, შოუ
ნახევარმცველი: ერერა, პერეირა, მატიჩი, მაკტომინეი, პოგბა, მატა, ლინგარდი
თავდამსხმელი: რეშფორდი, მარსიალი, ლუკაკუ