თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2019, 23:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1755,
კომენტარები: 6
ოლე: "ფულს ჭკვიანურად დავხარჯავ"
ნორვეგიელი თანხების უმიზნოდ ხარჯვას არ აპირებს.
ოლე:
ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ მომდევნო ზაფხულს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას გუნდის გაძლიერების პროცესში ფულს ჭკვიანურად დახარჯავს.

46 წლის სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად სამწლიანი ვადით დაინიშნა და ახალ რანგში გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის კლუბს რამდენიმე აგენტი უკვე უკავშირდება ტრანსფერთან დაკავშირებით.

"იუნაიტედი" არის კლუბი, რომელსაც აქვს ფული და ეს ფული უნდა დაიხარჯოს მიზნობრივად. ვინც მიცნობს, იცის, რომ კარგად დავხარჯავ.

კლუბთან ერთად უკვე გვაქვს მიზანი დასახული, ფეხბურთელებს ჩემს მოსვლამდეც აკვირდებოდნენ და ჩვენს განკარგულებაში უკვე არიან მოთამაშეები, რომელთა შენარჩუნებაც საჭიროა. ფულს მხოლოდ იმისთვის არ დავხარჯავთ, რომ უნდა დაიხარჯოს",
- განაცხადა სოლსკიაერმა.

სოლსკიაერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ წინასასეზონო ტურნეს დაწყებამდე უკვე მოახერხებს ისეთი ფეხბურთელების შეძენას, რომლებიც სურს.

ვინც არ უნდა მოვიდეს კლუბში, წამსვლელებზეც მოახდენს გავლენას და ასეთ კანდიდატებად ანტონიო ვალენსია, ხუან მატა და ანდერ ერერა გვესახებიან, რომელთაც ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდებათ.

"ამ კლუბში საუკეთესო ფეხბურთელები გვჭირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ კლუბი და ფეხბურთელები შეთანხმებას მიაღწევენ. მომდევნო სეზონში ძლიერი გუნდი გვეყოლება. ჩემი მოსვლის შემდეგ ანდერი ძალიან კარგი იყო".

წყარო: skysports
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2019 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi ole sheni imedi gvaq❤️
0
№2
ავტორი: fergi taim
29 მარტი 2019 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
წარმატებები ოლე მჯერა რომ მწვერვალებს დაიპყრობ.
0
№3
ავტორი: onlyred
30 მარტი 2019 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ერერას გაშვება ძალიან ცუდი იქნება ახლა.
29 წლის ბიჭი რომელიც ყველაზე მეტს შრომობს გუნდში და საჭირო მომენტში ნებისმიერი მოწინააღმდეგის დაღეჭვა შეუძლია როგორ უნდა გაუშვა
1
№4
ავტორი: temo-scholes
30 მარტი 2019 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ანდერს და ხუანს უეჭველი დაიტოვებს
0
№5
ავტორი: shotkin
30 მარტი 2019 11:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ერერას ალბათ არ გაუსვებენ და აი მატასი რა გითხრათ, არ გამიკვირდება რომ მატამ დაგვტოვოს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია საჭირო და სწორი ტრანსფერები გაკეთდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top