მარკუსი "ბარსელონას" შეთავაზებებს არ განიხილავს.
მარკუს რეშფორდი მზად არის, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს, რისი სურვილიც ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ გაუჩინა.
ახლა ჯერი "იუნაიტედის" ხელმძღვანელობაზეა, ვინაიდან ინგლისელი ფორვარდი კლუბში დაბრუნებისა და რამდენიმე ეტაპიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთავაზებას ელოდება.
რეშფორდი, რომლის მოქმედი კონტრაქტიც 2020 წლამდეა გათვლილი, წინა მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს დროს თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა და "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლის ვარიანტსაც კი განიხილავდა.
მაგრამ 21 წლის ფორვარდმა ნორვეგიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თავისი შესაძლებლობები ხელახლა აღმოაჩინა და სურს, კლუბს ტიტულების მოგებაში დაეხმაროს.
სოლსკიაერი შეტევაში რომელუ ლუკაკუსა და რეშფორდის ტანდემს ამუშავებს, რაც დივიდენდებს უკვე იძლევა, ვინაიდან მარკუსმა მიმდინარე სეზონში უკვე 12 გოლი მოაგროვა.
აკადემიის კურსდამთავრებულმა რეშფორდმა 2015 წელს დებიუტიდან დღემდე ჩატარებულ 161 მატჩში 44 გოლი გაიტანა.
მის მიმდინარე კონტრაქტს კი, რომელიც უკანასკნელ 12 თვეს მომდევნო ზაფხულიდან აითვლის, გააჩნია პუნქტი, რომლის საშუალებითაც შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა, მაგრამ "იუნაიტედს" ეს ვადა არ აკმაყოფილებს.
წყარო:
skysports