თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2019, 17:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1681,
კომენტარები: 9
მექსიკელი "ნისლიან ალბიონს" უახლოვდება
"იუნაიტედი" ლოსანოს ტრანსფერისთვის ემზადება.
მექსიკელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა, ჰოლანდიურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, სატრანსფერო წინადადებით აუცილებლად მიმართავს.

"წითლების" სამიზნე, პსვ-ს მექსიკელი შემტევი ირვინგ ლოსანოა. ინფორმაციის წყარო Gazzetta dello Sport - ია.

ედ ვუდვორდმა, ფეხბურთელის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხაც გამოყო. როგორც ჩანს, ინგლისური გრანდი 23 წლის ფხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს. პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ რომლის თანახმადაც, ლოსანო "ოლდ ტრაფორდელების" ბანაკში, ალექსის სანჩესის შემცვლელად მოიაზრება.

მექსიკელს მის ამჟამინდელ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ნიჭიერმა ვინგერმა, ჰოლანდიური კლუბის მაისურით, ქვეყნის ჩემპიონატში 24 შეხვედრიდან თავის გამოჩენა 15 გოლით და 9 საგოლე გადაცემით მოახერხა.
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: krekera
29 მარტი 2019 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
კაი ბოვშვიაა
0
№2
ავტორი: JuanMata
29 მარტი 2019 18:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ბიჭი ძალიან მაგარია, აქამდე რომ არ იყიდეს ძალიან მიკვირს, მითუმეტეს 18 წლიდან აკვირდებიან მანჩესტერის სკაუტები. ძალიან კარგად ითამაშა მსოფლიოზე, პსვ-ში მშვენივრად გამოიყურება.
ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში (კარგად თამაში), ოლეს სტილის იდეალურად უნდა მოერგოს, ძალიან კარგად მიაქვს ბურთი წინ და არც ზედმეტად ღეჭავს და არც ზედმეტს დარბის.

ნაკლებად გაპიარებულია, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება იგივე სანჩოს და ფელიქსს.

ლოზანო, ნევეში, ვან ბისაკა - საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, ძვირი არ ჯდება და ზუსტად იმ პოზიციის ხალხია, რაც ძალიან გვჭირდება. ამას შეიძლება დაემატოს ფერნანდეში, ან ვინმე სხვა ცენტრის ფეხბურთელი.
0
№3
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2019 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ალბათ უკვე მოვიდა ის დრო რო დატოვოს ჰოლანდია და უფრო ძლიერ ლიგაში და გუნდში გადავიდეს როგორიც მაგალითად მანიუა wink
0
№4
ავტორი: zuranistelroy
29 მარტი 2019 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
მშვენიერი არჩევანია ნეტა მოიყვანონ
0
№5
ავტორი: PaLoMo
29 მარტი 2019 21:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
თუ სანჩო იყიდეს ალაბათ ეგ ორი გაამაგრებენ მარჯვენა ფლანგს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Malboro463
29 მარტი 2019 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სანჩო,ფელიქსი,ფერნანდეში,ბეილი,ლოსანო,რაბიო
ეს მცირე ჩამონათვალია ვისითაც ინტერესდებიან მარა ყიდვით ბოლოს ზაჰას ან შოუკროს მოიყვანენ :/
0
№7
ავტორი: bziki
29 მარტი 2019 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აი ეს ნაღდათ პესვეს დონეა,ამას პესვეს მეორე შემტევი ჯობია ბერგჯვინი თუ რაღაც.
ლოსანოს არც სისწრაფე აქ არც პრესინგზეა მაგარი ჰოლანდიის დონეა ან პრიმერას საშვალო გუნდის
0
№8
ავტორი: onlyred
30 მარტი 2019 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მოძრავი და მუშა ფეხბურთელია.
მაგრამ ჰაი კლასის რა გითხრათ.
რამე მაგარი კომბინაცია არ მომყვა ვნახე ბევრი ჩანაწერი. ძირითადად ერთი სტილია, ცოტა ვალეს წააგავს ერთფეროვანია.
მაგრამ სტაბილურია და სანჩოს და ამას თუ იყიდიან კარგია
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 14:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ან ეს ან სანჩო ან ფელიქსი რომელიმე უნდა მოვიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top