თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2019, 16:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1373,
კომენტარები: 4
სოლსკიაერი "ოლდ ტრაფორდზე" ფეხბურთელის რანგში ბრუნდება
საიუბილეო მატჩისთვის ფორვარდების ვინაობაც გაირკვა.
სოლსკიაერი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდების შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია. სოლსკიაერი, შერინგემი, იორკი და კოული 1999 წლის თანაგუნდელებს შეუერთდებიან და "მანჩესტერ იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად "ბაიერნს" უმასპინძლებენ. შეგახსენებთ, რომ მატჩი საქველმოქმედო მიზნით იმართება.

რაც შეეხებათ მცველებსა და ნახევარმცველებს, მათი ვინაობა ადრევე იყო ცნობილი. კარებს ისევ ლეგენდარული შმეიხელი დაიცავს. დაცვაში სტემს, ირვინსა და ნევილებს იხილავთ, ხოლო "92 წლის კლასიდან" ნახევარდაცვაში ნიკი ბატი, დევიდ ბექჰემი და პოლ სქოულზი გამოჩნდებიან.

ამათ გარდა გუნდში რეიმონდ ვან დერი, რონი ჯონსენი, ჰენინგ ბერგი, ვეს ბრაუნი, დევიდ მეი, ბლომქვისტი და გრინინგი იქნებიან.

სოლსკიაერი მოხარულია, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" ფეხბურთელის რანგში დაბრუნების უფლება ეძლევა:

"ძალაინ მიხარია, რომ ამ განსაკუთრებული შეკრების ნაწილი ვხდები. შემდეგი კვირები ბევრს ვივარჯიშებ, რათა დავრწმუნდე, რომ ბოსი ახლა მაინც ამირჩევს მე სასტარტო თერთმეტეულისთვის! (იცინის)"

"უფრო სერიოზულად რომ ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ, რომ საოცარი საღამო გველის წინ და მიხარია, რომ ჩემი ძველი თანაგუნდელების ნახვა შემეძლება, თან ამით ჩვენს ფონდს თანხების მოზიდვაში დავეხმარებით."

რაც შეეხება შერინგემს, რომელმაც ასევე გოლი გაიტანა "ბაიერნთან" გატანილ მატჩში 1999 წელს, ამაღლებულ განწყობაზეა და მოუთმენლად ელის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას:

"ძალიან გამიხარდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ვბრუნდები. მომწონს ეს გადაწყვეტილება და მიხარია, რომ მატჩი ჩატარდება. ამ გზით მანჩესტერში მცხოვრებ ბავშვებს დავეხმარებით, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი თანხები შემოვა და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობას მეც ვიღებ."

გულშემატკივრები ასევე მოუთმენლად ელიან სერ ალექსის დაბრუნებას "ოლდ ტრაფორდზე". "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ლეგენდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ამჯერად ბავშვებისთვის თანხის მოსაკრებად იბრძოლებენ.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
29 მარტი 2019 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"ძალაინ მიხარია, რომ ამ განსაკუთრებული შეკრების ნაწილი ვხდები. შემდეგი კვირები ბევრს ვივარჯიშებ, რათა დავრწმუნდე, რომ ბოსი ახლა მაინც ამირჩევს მე სასტარტო თერთმეტეულისთვის! (იცინის)" მაგარი ძმააა wink love am
1
№2
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2019 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
რა განწყობის და იუმორის ადამიანია wink love
0
№3
ავტორი: stepno
30 მარტი 2019 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა მაგარი კაციაა :დდდდდდ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 14:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უჰ რა თამაში იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top