თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2019, 14:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1606,
კომენტარები: 3
ერერას შეძენის მსურველთა რიცხვმა მოიმატა
ანდერ ერერამ კიდევ რამდენიმე გრანდის ინტერესი გამოიწვია.
ერერას შეძენის მსურველთა რიცხვმა მოიმატა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და ანდერ ერერა ახალი კონტრაქტის შეთანხმების აუცილებლობას კიდევ უფრო გააცნობიერებნ, თუკი ორივე მხარეს სურს "ოლდ ტრაფორდზე" სამომავლო პარტნიორობის გაგრძელება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბასკი ფეხბურთელის შეძენით "პარი სენ-ჟერმენის" გარდა უკვე "არსენალი", "იუვენტუსი", "ინტერი" და "ბარსელონაც" არიან დაინტერესებულნი, რომელთაგან თითოეულს აქვს 29 წლის ერერას უფასოდ გადაბირების შანსი.

თუ ახალი კონტრაქტის პირობები დროულად არ შეთანხმდება, 30 ივნისს ერერა თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ანდერს კლუბში დარჩენა სურს, რომ "ინაიტედი" არ აპირებს მისი ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელთან თანამშრომლობის გაგრძელება კლუბის სურვილიცაა.

კომპრომისი ჯერ არ არის ნაპოვნი და თუმცა, შეთანხმების მიღწევის სურვილი ორივე მხარეს აქვს, შესანიშნავად ხვდებიან, რომ დრო იწურება და ერერა მალე იძულებული იქნება, სხვა კლუბის მოძებნა დაიწყოს - მითუმეტეს, რომ ევროპის დიდი კლუბები არიან სადარაჯოზე.

მოლაპარაკებები გრძელდება ხუან მატასთანაც. 30 წლის ფეხბურთელი ასევე გახდება თავისუფალი აგენტი ივნისში, თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვალა.

2014 წელს ბილბაოს "ატლეტიკიდან" 29 მლნ. ფუნტად შეძენილი ერერა "იუნაიტედში" 200 მატჩის ჩატარებას უკავშირდება. 2017 წელს ბასკი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მიმდინარე შემადგენლობაში კი მას წამყვანი როლი უკავია სოლსკიაერის გუნდის გამოცოცხლებაში.

წყარო: espn
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2019 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Darwmunebuli var 100% darcheba ❤️
0
№2
ავტორი: onlyred
29 მარტი 2019 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მაქსიმუმ 1 ან 2 თამაში თუ ჩაუგდია ხოლმე სეზონში
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 14:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ შეიძლება ერერას გაშვება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top