თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2013, 22:03
ავტორი: love united,
ნანახია: 2751,
კომენტარები: 24
”იუნაიტედის” შვილები
მოგეხსენებათ, მანჩესტერი დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდა ტალანტებს და უმეტეს შემთვევაში პატარა ბიჭები დიდ მწვრერვალებს იპყრობდნენ.სტატიაში წარმოდგენილია რამდენიმე ასეთი ”პატარა ბავშვი”, რომლებსაც დღეს ლეგენდებს ვუწოდებთ...
”იუნაიტედის” შვილები
”იუნაიტედის” ახალგაზრდული აკადემია უდავოდ დიდ ძალას მატებს კლუბს.არაა გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ნიჭიერი ბიჭების აღმოჩენაში ”მანკუნიანელები” მოწინავეები არიან ინგლისში.მარტო აღმოჩენა ხომ არაა-მთავარი განვითარება და შემდგომ კლუბისთვის გამოსადეგარი ფეხბურთელის დაყენებაა.ასეთი ბევრი ჰყავს მანჩესტერს- დანკან ედვარდსი, ჯორჯ ბესტი, ბობი ჩარლტონი, რაიან გიგზი, პოლ სკოულზი და ბევრი სხვა.

სწორედ პატარა მოთამაშეებმა, ბესტმა, ვაიოლეტმა, ბერნმა და სტაილზმა შექმნეს ლეგენდარული სერ მატ ბასბის ეპოქა.შემდეგ ასეთები უკვე გიგზი, სკოულზი და ნევილი გახდნენ.თამამად შეიძება ითქვას, რომ ”იუნაიტედი” ენდობა თავის ახალგაზრდებს.წიგნის ავტორებმა, რომელსაც ””იუნაიტედის” ბავშვები” ქვია, ტონი პარკმა და სტივ ხობინმა, რომლებიც ასევე იკვლევდნენ მანჩესტერის ახალგაზრდული აკადემიის სისტემას, აღმოაჩინეს, რომ 1937 წლის 23 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 მაისამდე არ ჩატარებულა არც ერთი მატჩი, რომელშიც მანჩესტერის შემადგენლობაში მისი ერთი აღრზდილი ფეხბურთელი მაინც არ ყოფილიყო!ეს მაჩვენებელი შეწყდა ”არსენალთან” მატჩში, სადაც ”იუნაიტედის” აღრზდილი ჯონ ოში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.კლუბმა მართლაც საოცარი შედეგი აჩვენა.ახლა კი წარმოგიდგენთ ”მანკუნიანელების” 10 საუკეთესო აღრზდილს.

დანკან ედვარდსი(1952-58; 177 მატჩი, 21 გოლი)


ფეხბურთის ყველა ასაკის გულშემატკივარი თანხმდება, რომ დანკანი მოედანზე ბრწყინავდა.სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე მიუნხენის ტრაგედიამ შეიწირა.პირველად მან შთაბეჭდილება ”იუნაიტედის” სკაუტზე, კეჯ ობრაიანზე მოახდინა 1948 წელს.მან მაშინვე მიაშურა სერ მატ ბასბისთან:”მე დღეს ვნახე 12 წლამდე სკოლის მოსწავლე.ის იმსახურებს ყურადღებას!”არსებობს ლეგენდა, რომ მატ ბასბი და ჯიმი მერფი თავად ესტუმრნენ მას სახლში და ოჯახს სთხოვეს კონტრაქტზე ხელის მოწერა.”მანჩესტერი მსოფლიო დონის კლუბია.მე მთელ ცხოვრებას მივცემდი, თქვენთან რომ მეთამაშა!”- განაცხადა ედვარდსმა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

”იუნაიტედის” შვილები


”იუნაიტედის” შვილები


”იუნაიტედის” შვილები


”იუნაიტედის” შვილები


”იუნაიტედის” შვილები


სერ მეტი იმდენად ენდობოდა მის ახალ ფეხბურთელს, რომ დანკანის დებიუტი მალევე შედგა-ის 16 წლის და 185 დღის იყო.მან მოახერხა ძირიტად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება და 177 მატჩის ჩატარება მოასწრო.ის გარდაიცვალა მიუნხენის საავადმყოფოში ტრაგედიის შემდეგ.მასთან ერთად მისი 7 თანაგუნდელი გარდაიცვალა.

სერ ბობი ჩარლტონი(1953-73; 758 მატჩი, 249 გოლი)


ბობი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ”ბასბის ჩვილებისგან”.მან კონტრაქტს ხელი 15 წლისამ მოაწერა.ჩარლტონმა დიდი გზა გაიარა რეზერვებიდან ძირითად გუნდამდე.დებიუტი ”ჩარლტონთან” მატჩში შედგა 1956 წელს.იმ პერიოდში ის იბრძოდა დანკან ედვარდსთან ერთად.ისინი შრუსბერნში მსახურობდნენ.ეს ადგილი სწორედ ბასბიმ ურჩია, რადგან დასვენების დღეებში თამაშობდნენ ”იუნაიტედის” რიგებში.მატი თავიდანვე ხედავდა ბობის დიდ მომავალს და ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში აყენებდა.მალევე ჩარლტონი გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა.ის გადაურჩა მიუნხენის ტრაგედიას და მოიგო კლუბთან ერთად ყველა მნიშნველოვანი ტურნირი.

”იუნაიტედის” შვილები


”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები


ჯორჯ ბესტი(1961-74;474 მატჩი, 181 გოლი)


მომავალი ლეგენდა აღმოჩენილ იქნა ”იუნაიტედის” სკაუტის, ბობ ბიშოპოს მიერ, რომელმსაც ბასბის ტელეგრამა გაუგზავნა:”მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის ვუნდერკინდი მოვძებნე.”მალე გახდა ცნობილი, რომ ეს სიტყვები გამართლდა.თავდაპირველად ახალგაზრდა ჯორჯმა ”ოლდ ტრაფორდზე” მხოლოდ 2 დღის გატარება შეძლო და ისევ ბელფასტში დაბრუნდა.ორიოდ კვირაში ბასბიმ ჩააკითხა ბესტს და უკან დააბრუნდა იმ პირობით, რომ სახლში ხშირად გამოუშვებდა.წარმოუდგენლად სწრაფი, მოხერხებული, ტექნიკური, ორივე ფეხით კარგად მოთამაშე ბესტს მომაკვდინებელი დარტყმა ჰქონდა.ის საუკეთესო იყო ინგლისში იმ დროისთვის.მან მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონთა თასი გუნდთან ერთად.

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები


დენის ვაიოლეტი(1949-62;294 თამაში,178)


დაუჯერებლად სწრაფი ფორვარდი ”ოლდ ტრაფორდზე” 1949 წელს მოვიდა 16 წლის ასაკში.4 წლის შემდეგ ის უკვე იყო გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა.მან დიდი როლი ითამაშა 1957 და 58 წლების წარმატებებში.პირველ თამაშში ევროპის ჩემპიონატში დენისმა პოკერი შეასრულა, ”იუნაიტედმა” კი ”მეინ როუდზე” 10-0 ომარჯვა.1962 წელს ვაიოლეტი ”სტოკ სიტიში” გადაბარგდა.

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები


ნობი სტაილზი(1957-71;311 მატჩი, 17 გოლი)


ამ ფეხბურთელს არავის და არაფრის არ ეშინოდა.მას არამხოლოდ ”იუნაიტედის” მთავარი ფეხბურთელი იყო, არამედ სწორედ მისი წყალობით მოახერხა იგნლისმა დიდი წარმატებების მიღწევა.ნობი ბავშვობაში ”იუნაიტედს” გულშემატკივრობდა და სწორედ ამ კლუბთან მოაწერა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი.ის ერთ-ერთი პირველი ჩამშელელი ნახევარმცველი იყო, რის შემდეგაც წამოვიდა ტენდენცია ამ პოზიციის გამაგრებისა.

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები


ნორმან უაიტსაიდი(1978-89;278 მატჩი,68 გოლი)


სკაუტმა ბობ ბიშოპმა, რომელმაც ერთ დროს ჯორჯ ბესტი ბელფასტში აღმოაჩინა, იგივე ადგილზე ახალ ”აღმოჩენას” გადააწყდა.”იუნაიტედმა” შეძლო ფეხბურთელის შეძენა-”იფსვიჩს” და ”ლივერპულს” ”ააცალა”.ნორმანი იმყოფებოდა ამერიკაში თავის კლასთან ერთად, როდესაც შეიტყო ეს სასიხარულო ამბავი.მან პირველი მატჩი წითლების შემადგენლობაში 17 წლისამ ჩაატარა და ედვარდსის მსგავსად ისიც არასრულწოვანი იყო, როდესაც მისი დებიუტი შედგა.მისთვის გამორჩეული შეხვედრა 1985 წელს ”ევერტონის” წინააღმდეგ იყო, სადაც მან ერთადერთი გოლი გაიტანა.

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები


ბრაიან კიდი(1964-74;203 მატჩი,52 გოლი)


ამ მომენტში ის ”სიტის” მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თანაშემწეა.ამის მიუხედავად არ უნდა დავივიწყოთ მისი დიდი ძალისხმევა, რომელიც ”იუნაიტედს” გამოადგა.კონტრაქტს ხელი 1964 მოაწერა და უკვე ოთხი წლის შემდეგ ევროპის თასის ფინალში გოლი გაიტანა ”ბენფიკას” კარში.ის ასევე მუშაობდა მანჩესტერის სამწვრთნელო შტაბში და დიდი გავლენა მოახდინა ფერგიუსონზე, რომელიც მალე კლუბის წარმატებების საწინადარი გახდება.

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები


დევიდ ბექჰემი(1991-03;294 მატჩი, 85 გოლი)


პატარა დევიდი საკმაოდ დიდ პროგრესს განიცდიდა.მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხვედრილი თავისი ოცნების კლუბის რიგებში.იგი ”იუნაიტედის” ახალგაზრდული გუნდის წევრი 1991 წელს გახდა და ერთ წელში მათთან ერთად პირველი ტიტულიც მოიგო.იმ მომენტში ალექს ფერგიუსონი უკვე მზად იყო, რომ ბექჰემი ძირითად გუნდში გადმოეყვანა.სიტყვა სიტყვაა და 1995 წელს დევიდი ”იუნაიტედის” ძირითად გუნდში მოხვდა.ამის შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად იცის...

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები


რაიან გიგზი(1987-დღევანდელ დღემდე;927 მატჩი, 166 გოლი)


ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის ისტორიაში.ის საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ითამაშო ერთ დონეზე მთელი კარიერის განვმალობაში.ახალგაზრდა გიგზი ”სიტიში” თამაშობდა, მაგრამ ყოველთვის ”იუნაიტედს” ქომაგობდა.არსებობს ლეგენდა, რომ რაიანი ვარჯიშებზე ”წითელი ეშმაკების” ფორმით დადიოდა.ამ ამბავის გაგების შემდეგ ”იუნაიტედმა” გადაიყვანა თავის შემადგენლობაში ვუნდერკინდი და პირველივე თამაშში ჰეთ-რიკი გაიტანა.თავის მეთოთხმეტე დაბადების დღეზე მან ხელი მოაწერა კონტრაქტს მანჩესტერთან.

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები


პოლ სკოულზი(1991-დღევანდელ დღემდე;713 მატჩი, 155 გოლი)


ის კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც გუნდს 14 წლის ასაკში შეურთდა.ის არ იყო გუნდის შემადგენლობაში, რომელმცა მოიგო ახალგაზრდული ტურნირი 1992 წელს.მაგარამ ის გახდა მთავარი შემოქმედი შემდეგ წელს იგივე ტურნირში გამარჯვების მოპოვებაში.ის ერთ-ერთი პირველი იყო ”ფერგის ჩვილებისგან”.მოედნის ხედვა და ბურთის კარგად კონტროლი მისი კოზირი იყო.ამიტომაც ის ფერგის რჩეული მალევე გახდა.

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები

”იუნაიტედის” შვილები
სტატიები
24 კომენტარი
№1
ავტორი: love united
20 თებერვალი 2013 22:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავიცი,იმედია მოგეწონებათ...თუ შეცდომები მაქვს მომიტევეთ,ძალიან დავიღალე...მადლობა სურათების მოწოდებისთვის რამდენიმე ადამიანს... wink
0
№2
ავტორი: ლადო
20 თებერვალი 2013 22:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ გიო))) სწორედ ამის დადებას ვაპირებდი 150-ე სიახლედ მაგრამ დრო აღარ დამრჩაა

0
№3
ავტორი: buka oboladze
20 თებერვალი 2013 22:14
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
love united,
საღოლ აი რისთვის ემზადებოდი თურმე wink
0
№4
ავტორი: love united
20 თებერვალი 2013 22:15
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Lado Ghonghadze
გაიხარე...
buka oboladze
გაიხარე...ხო.. wink ტრიუმფალურად დავბრუნდი...იმედია მოეწონებათ...
0
№5
ავტორი: RVP (20)
20 თებერვალი 2013 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
love united,

საღოლ ძალიან მაგარი გამოგივიდა good2
0
№6
ავტორი: love united
20 თებერვალი 2013 22:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
RVP (20)
hi2
0
№7
ავტორი: Esi
20 თებერვალი 2013 22:37
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ გიო საღოლ!
0
№8
ავტორი: ViDa
20 თებერვალი 2013 22:47
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ავტოორ რა ჯიგარი ხარ love არაჩვეულებრივი სტატიაა, წავიდა ფავორიტებში...რაც შეეხება სტატიას, იმედი მაქვს რო გუნდი თავის ამგვარ ტრადიციას მომავალშიც არ მოიშლის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№9
ავტორი: love united
20 თებერვალი 2013 22:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გაიხარეთ ბიჭებო... love
0
№10
ავტორი: Beckham 7
20 თებერვალი 2013 23:17
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
love united,
არაფერს :D

საღოლ გიო მართლა მაგარია და დიდი შრომა უნდა საღოლ.

სწორედ ამიტომ არის მანჩესტერ იუნაიტედი განუმეორებელი :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top