თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2019, 14:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1537,
კომენტარები: 4
ვან დეიკი სოლსკიაერის სახლს დატოვებს
ოლე გუნარი თავის სახლს უბრუნდება.
ვან დეიკი სოლსკიაერის სახლს დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნამ "ლივერპულის" მცველს, ვირჯილ ვან დეიკს ახალი სახლის მოძებნა აიძულა.

3-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სოლსკიაერმა სურვილი გამოთქვა, რომ 12 წლის წინ ჩეშირში შეძენილ სახლში დაბრუნდეს თავის ოჯახთან ერთად.

მედიის ცნობით, აქამდე ნორვეგიელის სახლი ჰოლანდიელ მცველ ვირჯი ვან დეიკს ჰქონდა ნაქირავები.

"ბოლო რვა წელი ნორვეგიაში ცხოვრებით ნამდვილად ვისიამოვნეთ. ეს მათთვის ცვლილება იქნება, მაგრამ მოუთმენლად ელიან.

"იუნაიტედში" მოსვლისას შეთანხმებულ ექვსთვიან ვადაში არ იყო იმის საჭიროება, რომ საცხოვრებელი გამოეცვალათ. მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ახლა ერთად ვიცხოვრებთ.

სახლის აშენება 2007 წელს დავიწყეთ და როგორც იქნა, 2019 წელს მასში ცხოვრებას მოვახერხებთ - ეს ხანგრძლივი დაგეგმარების შედეგია",
- განაცხადა ნოვერგიელმა.

სოლსკიაერმა "მიოლდეში" მუშაობის დაწყებისას თავისი უძრავი ქონება, რომელშიც ხუთი საძინებელი ოთახია, გასაყიდად გაიტანა, მაგრამ მყიდველის პოვნა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, სახლის დაქირავების სურვილი გამოთქვა ვან დეიკმა, რის გამოც სოლსკიაერს აქამდე სასტუმრო "ლოურიში" უხდებოდა ცხოვრება.

სწორედ ამავე სასტუმროში ჩერდებოდა ჟოზე მოურინიო, რომელმაც ორწელიწადნახევარი გაატარა მანჩესტერში.

წყარო: independent
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2019 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Naxui qeni exla mandedan:)))
0
№2
ავტორი: lasha001
29 მარტი 2019 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
ole ra mastia livepoolis fexvurtels miaqirava saxli
0
№3
ავტორი: gaga1987
29 მარტი 2019 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
wink გაა ჯმევ ინა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 14:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სადღა იშოვის ვან დეიკი ბინას ახლა :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top