თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2019, 14:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1351,
კომენტარები: 3
"მიოლდემ" მცირე ანაზღაურება მიიღო
სოლსკიაერის ყოფილმა კლუბმა "იუნაიტედისგან" ფინანსური სამადლობელი თანხა მიიღო.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მიოლდეს" დაახლოებით 500 ათასი ფუნტი გადაურიცხა მადლობის ნიშნად მას შემდეგ, რაც ოლე გუნარ სოლსკიაერი მთავარ მწვრთნელად გამოაცხადა.

"იუნაიტედმა" გუშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ნორვეგიელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით და მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა წლიური შვიდი მილიონი ფუნტის ანაზღაურებით.

ამავე ვადის გათვალისწინებით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი სოლსკიაერმა სამ დეკემბერს "მიოდესთან", მაგრამ ორი კვირის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" დროებით მწვრთნელად გადაბარგდა, რათა გაძევებული ჟოზე მოურინიოს ადგილი დაეკავებინა.

სწორედ მაშინ გადაუხადა "მიოლდეს" "იუნაიტედმა" 500 ათასი ფუნტი სოლსკიაერის იჯარის წესით აყვანის გამო, ახლა კი, როცა ნორვეგიელ სპეციალისტთან გრძელვადიან კონტრაქტი გააფორმა, იგივე თანხას იხდის ოლე გუნარის ყოფილ კლუბს.

წყარო: espn.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
29 მარტი 2019 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კაცი აღმოჩენა, მწვრთნელის რანგში, ნორვეგიელები ნამდვილად იამაყებენ მისი მიღწევებით და არა მარტო... love am
0
№2
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2019 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Rogor tqva mioldes direqtorma chventan dabrundeba kontraqti akavshirebso:))))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 14:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი ჟესტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top