თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2019, 14:09
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1368,
კომენტარები: 3
გუნდის სიახლეები "უოტფორდთან" მატჩის წინ
ვინ იქნება მზად "უოტფორდისთვის"?
გუნდის სიახლეები
შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგა ბრუნდება. სანაკრებო შესვენების გამოტოვება ბევრ მანჩესტერელს მოუწია მიღებული ტრავმისა თუ პირადი მიზეზების გამო.

მარკუს რეშფორდი, ლუკ შოუ, ნემანია მატიჩი და ენტონი მარსიალი იმ ფეხბურთელთა სიაში არიან, რომლებმაც ნაკრების დახმარება ვერ შეძლეს ტრავმების გამო და მანჩესტერში დაბრუნება მოუწიათ. რაც შეეხება რომელუ ლუკაკუს, ბელგიელი ნაკრებთან ერთად გაემგზავრა, თუმცა ვერცერთი მატჩის ჩატარება ვერ შეძლო.

ლუკაკუსთან ერთად ნაკრებში ვერ ითამაშა ვერც ჯესი ლინგარდმა. ვიქტორ ლინდელოფმა კი პირადი მიზეზების გამო შვედეთში გამგზავრება ვერ მოახერხა.

ჯერ კიდევ გაუკრვეველია ზემოთჩამოთვლილთაგან რომელი ფეხბურთელი შეძლებს დაბრუნებას, თუმცა ალექსის სანჩესის შესახებ ინფორმაცია ზუსტია და ჩილელი თამაშის ჩატარებას ნამდვილად ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ მან "საუთჰემპტონთან" გამართულ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება ანტონიო ვალენსიას, ეკვადორელი უკვე მზადაა, რადგან ნაკრებში მთლიანი მატჩი ჩაატარა. "იუნაიტედს" უბრუნდება ეშლი იანგიც. შეგახსენებთ, რომ ინგლისელს დისკვალიფიკაციის გამო "ვულვზის" წინააღმდეგ არ უთამაშია.

ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელების გარდა, საეჭვოა ერიკ ბაიის თამაშიც. შეგახსენებთ, რომ მცველმა კოტ-დ'იუვარის მეგობრული მატჩი ეკვადორის წინააღმდეგ ვერ ჩაატარა. ცენტრალურმა მცველმა რუანდასთან დაპირისპირების დროს თავის ტრავმა მიიღო.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2019 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
DZaan bevri tamvirebuli gvyavs Ra:(((
0
№2
ავტორი: shotkin
29 მარტი 2019 15:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოკლედ ეს ბაილი იმენა შარია რა და ლინდელოფის გარდა არავიზე გათვლა არ რირს სმოლინგი სკამიდან კაია ბაილის ვერ ენდობა კაცი და მინიმუმ 1 ცენტრალური მცველი მოვა ამ ზაფხულს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვალენსიასთან რაღაც სერიოზული ხდება როგორც ჩანს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top