ოლე გუნარ სოლსკიაერის მოლოდინით, "მანჩესტერ იუნაიტედში" ზაფხულში აქტიურ სატრანსფერო საქმიანობას ეწევა და უკვე აქვს თავისი მოლოდინი მომდევნო სეზონისთვის.
ჩვენი ლეგენდარული თავდამსხმელი ხუთშაბათს ახალ მთავარ მწვრთნელად გამოაცხადეს, რის შემდეგაც მან მედიას მიმართა და რამდენიმე შეკითხვას უპასუხა სავარაუდო შენაძენებთან დაკავშირებით.
როგორც ყოველთვის, "წითლებს" ყოველდღე უკავშირებენ ახალ სახელებს, მაგრამ ოლე ამასთან დაკავშირებით სიმშვიდეს ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სპეკულატორს მიაჩნია, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლო ვერ მოხვედრა გავლენას იქონიებს კარგი ფეხბურთელების შეძენაზე, ოლე ამ აზრს არ ეთანხმება.
პოლ პოგბა სწორედ მაშინ მოვიდა გუნდში, როცა "იუნაიტედი" მომდევნო სეზონს ევროპა ლიგაზე ატარებდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ "იუნაიტედს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე დაკარგული აქვს. პირიქით, გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
"რა თქმა უნდა, განვიხილეთ, როგორ წავწიოთ კლუბი წინ. ეს არ ნიშნავს, რომ X რაოდენობის ფულის დავარჯვას ან X რაოდენობის ფეხბურთელების შეძენას ვაპირებთ. უბრალოდ დავსხედით და დავილაპარაკეთ, მაგრამ ახლა გაცილებით ადვილია სიცხადის შეტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, რადგან ზაფხულში საქმეს მივხედავთ.
რა თქმა უნდა, შესაძენად, თუ აპირებ, ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ "იუნაიტედში" როცა თამაშობ და ხუთ ან ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებ, იცი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად მოგიწევს თამაში.
ახლა შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის საკითხი 12 მაისამდე არ გადაწყდება. ასე რომ, მანამდე ფეხბურთელების შესახებ ჭორების მოსმენა მოგვიწევს, მათ შესახებ, ვინც აქ დარჩენას აპირებს, მაგრამ მე იგივეს ვიმეორებ. მიყვარს ამ ბიჭებთან მუშაობა და გაუმჯობესებაც იგრძნობა, ამიტომ ეს მოკლევადიანი პრიორიტეტია ამ ეტაპზე.
არსებობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა შესახებაც იწერება, რომ ჩვენ დაგვაინტერესეს და არსებობს რამდენიმე ფეხბურთელი ან ფეხბურთელის აგენტი, ვინც ჩვენს ადმინისტრაციას დაუკავშირდა, რათა ეთქვა, რომ ჩვენთან მოსვლა სურს. დარწმუნებული ვარ, როცა გადავწყვეტთ, რის გაკეთებას ვაპირებთ, წინასასეზონო ტურნემდე შევიძენთ მათ.
მაგრამ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. რადიკალურ ცვლილებებს ვერ შეიტანს და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდები წინასასეზონო ტურნეზე ამ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობას, თუმცა, ცხადია, ყოველ მწვრთნელსა და მენეჯერს თავისი ცალკეული განსხვავებული სათამაშო სტილი, სავარჯიშო სისტემა და მეთოდები აქვს. მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიციების მქონე კლუბი.
ვიცი, რომ წარმატებული ვიქნებით, მაგრამ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია შესაბამისი ხალხის შესაბამის ადგილზე გამწესებით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საწუწუნო არაფერი გვაქვს, არა? შესანიშნავად მართვადი კლუბია".