თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2019, 13:53
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1678,
კომენტარები: 3
"ისინი დაგვიკავშირდნენ და ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვეს"
ოლე გუნარი საზაფხულო ტრანსფერებზე საუბრობს.
ჩვენი ლეგენდარული ფორვარდი "იუნაიტედის" მწრთვნელის პოზიციაზე ხუთშაბათს დილას დამტკიცდა. რადგანაც ოლეს კლუბთან გრძელვადიანი მომავალი აკავშირებს, ნორვეგიელი უკვე ზაფხულის ტრანსფერებზე ფიქრობს.

როგორც ყოველთვის, "წითლებს" სხვადასხვა პოზიციის ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ, მაგრამ ოლე სიმშვიდეს ინარჩუნებს. ბევრი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედის" შესაძლო დარჩენა ოთხეულს მიღმა სატრანსფერო პოლიტიკაზე იმოქმედებს, თუმცა ოლეს ეს საერთოდ არ ანაღვლებს.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ წავსულიყავით წინ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევთანხმდით, თუ რა თანხას გავიღებდით კონკრეტული ფეხბურთელისთვის. ჩვენ დავსხედით და ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო მარტივია და უკეთ დავგეგმავთ საზაფხულო ტრანსფერების პოლიტიკას."

"რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა მნიშვნელოვანია. შესაძლოა, რომ ეს გარკვეული ფეხბურთელებისთვის გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს მათი მომავლის "იუნაიტედთან" დაკავშირების მიმართებით. მაგრამ როცა "იუნაიტედში" გადმოდიხარ და ოთხ ან ხუთწლიან კონტრაქტს აწერ ხელს, უნდა იცოდე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად ითამაშებ."

"ახლა ძალიან კარგი შანსები გვაქვს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად, მაგრამ ამაზე დაზუსტებით 12 მაისამდე ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ ჯერ ჩვენი ფეხბურთელები გვყავს, რომლებთანაც ბევრი გვაქვს სამუშაო. კიდევ განვმეორდები, რომ მიყვარს ამ ბიჭებთან ყოფნა და მათთან ერთად წინსვლა. ყველა ხედავთ პროგრესს და მომავალში მეტს დაინახავთ."

"მეც ვიცი, რომ პრესა ძალიან ბევრი ფეხბურთელის სახელს უკავშირებს "იუნაიტედს". სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი ფეხბურთელის აგენტი უკავშირდება ჩვენს ადმინისტრაციას და ჩვენთან გადმოსვლის სურვილს გამოთქვამენ. მაგრამ ჯერ ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია და იმედია, ეს სეზონის დაწყებამდე მოხდება."

"ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთო. რადიკალურ ცვლილებებს ვერ გააკეთებ, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი სეზონის წინა პერიოდს, რადგან ყველა ფეხბურთელსა და ყველა მწრთვნელს თამაშის სხვადასხვა მიდგომა და ხერხები აქვთ. მაგრამ ჩვენ დიდებული კლუბი ვართ, დიდებული ტრადიციებით და ყველაფერს შევძლებთ."

"ვიცი, რომ წარმატებულები ვიქნებით, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით, ნელ-ნელა, აუჩქარებლად შევასრულოთ. აუცილებელია, რომ სწორი ფეხბურთელები სწორ ადგილზე დავაყენოთ, მაგრამ ამჟამინდელ მდგომარეობას მგონი არავინ უჩივის. გუნდი ძალიან კარგადაა მომართული."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
3 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
29 მარტი 2019 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"ვიცი, რომ წარმატებულები ვიქნებით, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით, ნელ-ნელა, აუჩქარებლად შევასრულოთ. აუცილებელია, რომ სწორი ფეხბურთელები სწორ ადგილზე დავაყენოთ, მაგრამ ამჟამინდელ მდგომარეობას მგონი არავინ უჩივის. გუნდი ძალიან კარგადაა მომართული."
მსგავსი მიდგომების გამო მევასება ეს კაცი. love am
0
№2
ავტორი: ikeoni
29 მარტი 2019 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ra sworad laparakobs Es kaci ❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 მარტი 2019 14:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლიგაზე გასვლის გარეშე გაჭირდება კარგი ტრანსფერების გაკეთება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top