თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2019, 19:46
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1579,
კომენტარები: 7
"დაუმიზნეთ მთვარეს"
ფილ ნევილი ოლე გუნარის დანიშვნას გამოეხმაურა.
ფილ ნევილს სჯერა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი სერ ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედის" დიდებულებას დააბრუნებს და კიდევ ერთ თავს დაწერს კლუბის ისტორიაში.

ნევილმა და სოლსკიაერმა საერთო ჯამში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარეს ერთად. ფილი ოლეს მოსვლის დღიდანვე გაოცებული იყო და შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებითაც ბედნიერია.

"მას ყველაფერი აქვს, რაც კარგ მწრთვნელს სჭირდება. საოცარი პიროვნებაა საოცარი ხასიათით. როდესაც სადმე მივემგზავრებოდით, ის კომპიუტერში ყოველთვის ფეხბურთს თამაშობდა და მწრთვნელის როლს ირგებდა. ამაზე ყველა ვსაუბრობდით და ვხუმრობდით კიდეც."

"ჩვენ ხშირად გვიწევდა ერთად ჯდომა. მას ძალიან კარგად ესმოდა ფეხბურთი, საკმარისზე კარგადაც კი. თამაშში შესვლისთანავე სისწრაფეს კრეფდა და ტემპს ეწეოდა. ამას იმიტომ ახერხებდა, რომ ფეხბურთის მხრივ შინაგან ინტელექტს ფლობდა. დიახ, მას ბავშვის სახე აქვს და დიახ, ის ფანტასტიკური პიროვნებაა, მაგრამ ამ ყველაფრის უკან თან დიდი სირთულეები იმალება."

"მე უბრალოდ შეყვარებული ვარ იმ ყველაფერზე, რაც აქამდე ოლემ გააკეთა და რაც გუნდს მოუტანა. მსიამოვნებს, როცა ისეთ "მანჩესტერ იუნაიტედს" ვუყურებ, ისეთ კლუბს, რომელიც ამ ყველაფრისგან სიამოვნებას იღებს, მაქსიმალურს იღებს გამარჯვებისა და გულშემატკივრის გახარებისთვის და დნმ-ში ჩვენი სისხლი აქვს, ის სისხლი, რომლითაც წლების განმავლობაში ისტორია იწერებოდა. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო მის პრესკონფერენციებზე, ეს უბრალოდ საოცარია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს შთააგონებს და გულშემატკივრებსაც მოტივაციას სძენს, მოტივაციას, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ დღევანდელ ცხოვრებაში."

"სერ ალექსი ხშირად გვეუბნებოდა: "დაუმიზნეთ მთვარეს". "დაუმიზნეთ მთვარეს" და სწორედ ეს არის ის, რასაც ოლე აკეთებს და, რაც ოლემ დაუბრუნა ჩვენს კლუბს."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
28 მარტი 2019 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
მთვარის რა გითხრა ფილ მაგრამ კარს თუ უკეთ დაუმიზნებენ ლუკაკუ და რეში ბევრად უკეთესი შედეგები გვექნება:))
1
№2
ავტორი: რეალისტი
28 მარტი 2019 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: dybbuk
მთვარის რა გითხრა ფილ მაგრამ კარს თუ უკეთ დაუმიზნებენ ლუკაკუ და რეში ბევრად უკეთესი შედეგები გვექნება:))

:დდდდდ ჩაგეთვალა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "დამარცხება აუცილებლად უნდა გამოსცადო, რათა მან წარმატებისკენ გზა დაგანახოს". - უეინ რუნი.
№3
ავტორი: Dato kutaisi
28 მარტი 2019 20:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: dybbuk
მთვარის რა გითხრა ფილ მაგრამ კარს თუ უკეთ დაუმიზნებენ ლუკაკუ და რეში ბევრად უკეთესი შედეგები გვექნება:))

:)))) ჩაგეთვალაა
0
№4
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2019 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: dybbuk
მთვარის რა გითხრა ფილ მაგრამ კარს თუ უკეთ დაუმიზნებენ ლუკაკუ და რეში ბევრად უკეთესი შედეგები გვექნება:))

შენ გაიხარე wink wink
0
№5
ავტორი: Mike
28 მარტი 2019 21:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ციტატა: dybbuk
მთვარის რა გითხრა ფილ მაგრამ კარს თუ უკეთ დაუმიზნებენ ლუკაკუ და რეში ბევრად უკეთესი შედეგები გვექნება:))

biggrin2 აჰაჰაჰაააჰაჰაჰააჰააჰ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
29 მარტი 2019 00:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არიქა ახმაურდა საფეხბურთო სამყარო :)) მთავარია ნაკლები ზეწოლა, ნაკლები ქება-დიდება და არასადუძვლიანი კრიტიკა ექნება ოლეს, ასე უფრო გაუადვილდება საქმე.
0
№7
ავტორი: Koka86
29 მარტი 2019 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
მართლაც რომ დნმ- ში აქვს მანჩესტერის სისხლი !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top