თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2019, 14:35
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1616,
კომენტარები: 9
"თუ ამ გამოწვევებისთვის მზად არ ხარ, ნიშნავს, რომ არასწორი არჩევანი ხარ"
ოლე გუნარის პირველი ინტერვიუ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელის რანგში.
ოლე გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მწრთვნელად დაინიშნა. ნორვეგიელმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იხილეთ მისი პირველი ინტერვიუ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელის რანგში:

-ოლე, როგორი შეგრძნებაა ამ დიდებული კლუბის მუდმივ მწრთვნელად დანიშვნა?
-ჩემთვის ეს დიდი პატივია. ამაზე ბოლო რამდენიმე თვე სულ ვსაუბრობდი და ვახსენებდი, რომ ეს ყველა მწრთვნელისთვის და განსაკუთრებით იმ მწრთვნელებისთვის, რომლებსაც "იუნაიტედთან" რამე აკავშირებთ, საოცნებო სამსახურია. მომეცა შესაძლებლობა, რომ გაცილებით წინ წავიდეთ და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რაც ჩემს ხელთაა. ფანტასტიკური, საოცარი შეგრძნებაა.

-ჩვენი ბრწყინვალე გულშემატკივრები ძალიან გამხნევებენ და გვერდში გიდგანან... ეს როგორი შეგრძნებაა?
-ეს ყოველთვის ასე იყო, მათი მხარდაჭერა არასდროს მაკლდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვე უბრალოდ სიგიჟე იყო. ისინი უბრალოდ საოცრებებს აკეთებდნენ, ფეხბურთელებისთვის, სამწრთვნელო შტაბისთვის, ჩემთვის... ამ ყველაფერს ვხედავთ, ვგრძნობთ და ვაფასებთ და ვიმედოვნებთ, რომ მათ გაბედნიერებას შევძლებთ და გადავუხდით.

-გულშემატკივრების გარდა, თქვენ მთელი სამუშაო პერსონალი გვერდში გიდგათ. ეს როგორი შეგრძნებაა?
-რა თქმა უნდა, საოცარი. ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველა გვერდში მიდგას, მამხნევებს და ჩემი სჯერათ. ყველანაირად ვეცდები, რომ მათი რწმენა და იმედები არ გავაცრუო და სამაგიეროდ საოცარი შედეგები და თამაშები შევთავაზო. ეს მხოლოდ ხელმძღვანელობას არ ეხება, ეს აბსოლუტურად ყველას ეხება ვინც "იუნაიტედში" მუშაობს. სამი დიდებული თვე გავატარე აქ მათი წყალობით და იმედია, მათთვის მადლობის გადახდას შევძლებ.

-რადგანაც სამუშაო პერსონალზე ვსაუბრობთ, სამწრთვნელო შტაბსაც შევეხოთ. მაიკლი, კიერანი, მაიკი, ისინი რამდენად დაგეხმარნენ ოცნების ასრულებაში?
-რა თქმა უნდა, რაც დღეს კლუბში ხდება მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ეს გუნდური მუშაობის შედეგია. ეს ყველამ ერთად შევძელით, სამწრთვნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა. საოცარი კოლეგები მყავს და ყოველდღე მათთან ერთად მოსვლა და ვარჯიში უბრალოდ მიხარია.

-"იუნაიტედში" თქვენ ფეხბურთელის რანგში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეთ. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ იგივეს განხორციელებას მწრთვნელის რანგშიც?
-ეს არის სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთხოვნა. ეს კლუბი ყოველთვის გამარჯვებისთვის, წარმატებისთვის, ტიტულების მოპოვებისთვის იბრძვის. სწორედ ეს არის "მანჩესტერ იუნატედი". პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ ვიცოდი, რომ მარტივი არ იქნებოდა. ჩემი მიზანი ახლა "იუნაიტედისთვის" შიშის ფაქტორის დაბრუნებაა. ეს კლუბი ყოველწლიურად უფრო და უფრო საშიში და რთული უნდა გახდეს მეტოქისთვის.

-წინ ბევრი გამოწვევა გელით, მაგრამ რამდენად აღელვებული ხართ ამ ყველაფრის დაპირისპირებით? რამდენად ნერვიულობთ ამ გამოწვევებზე?
-მე ხელმძღვანელობას ამ სამსახურზე არ დავეთანხმებოდი, ამ გამოწვევებს მოუთმენლად რომ არ ველოდე. მე ჩემი კლუბისა და ფეხბურთელების პოტენციალის მჯეროდა და მწამდა, სწორედ ამიტომ მივიღე ეს შემოთავაზება. არ მივიღებდი, რომ არ მჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. უბრალოდ მინდა, რომ ეს სამსახური შესაბამისად შევასრულო, ყველაფერში სამართლიანი ვიყო, სწორედ ეს ვუთხარი ჩემს თავს რამდენიმე თვის წინ, როცა ხელმძღვანელობისგან ზარი მივიღე და ახლა იმედია განვითარებას შევძლებთ.

-ახლა უკვე მუდმივი მწრთვნელი ხართ და შეგიძლიათ, რომ წინასასეზონო პერიოდი თავად დაგეგმოთ. დაკავებული გრაფიკი, ტრანსფერები, ჭორები... ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ ზაფხულში ხდება ხოლმე. ამაზე რას იტყვით? რამდენად აღელვებული ხართ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
-ძალიან, რა თქმა უნდა. ყველა დღე გამოწვევაა, ყველა დღე გამოცდაა. ჯერ "უოტფორდს" უნდა დავუპირისპირდეთ, შემდეგ "ვულვზს". ეს ორი ყველაზე კარგი გუნდია ექვსეულს მიღმა. მოკლე პერსპექტივაში სწორედ ეს არის ჩემი პრიორიტეტი. შემდგომ კიდევ არის თამაშები, საზაფხულო ტრანსფერები, გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა, ფეხბურთელებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიიღონ შემდეგი სეზონი. ამაზე ცოტას თუ ბევრს ვფიქრობდი, ეს იყო ჩემი იდეა, მაგრამ ახლა რეალურად მიწევს ამ გადაწყვეტილებების მიღება. ასე რომ ვნახოთ.

-წინ ძალიან დატვირთული ზაფხული გელით...
-დიახ, ვიცი და ამისთვის მზად ვარ და ამას ველოდები. თუ ამისთვის მზად არ ხარ, თუ ეს არ გინდა, თუ ამ კლუბში მუშაობის ყველა ასპექტი არ გიყვარს, მაშინ არასწორ ადგილას ხარ. მოუთმენლად ველი აბსოლუტურად ყველა გამოწვევას. როგორც უკვე გითხარით, ამისთვის ასე თუ ისე ვემზადებოდი, მაგრამ მხოლოდ იდეის დონეზე. იმ დღიდან, როგორც კი ტრავმა მივიღე, ვიყავი იმდენად სულელი, რომ ამ სამსახურზე ვოცნებობდი. გულის სიღრმეში სულ წარმომედგინა, მაგრამ მაინც სულელად ვთვლიდი თავს, რადგან ამ პოზიციაზე ვოცნებობდი.

-და რას იტყვით თქვენი ოჯახის შესახებ? ამაყობენ თქვენით? რამდენად მარტივი იქნება მათთვის აქ გადმოსვლა?
-ბოლო რამდენიმე წელია ნორვეგიაში ვცხოვრობთ და, რა თქმა უნდა, აქ გადმობარგება მათთვის მარტივი არ იქნება, მაგრამ ისინიც მოუთმენლად ელიან ამ ყველაფერს. ჩვენ თავდაპირველად შევთანხმდით, რომ ექვსი თვე ცალ-ცალკე ვიცხოვრებდით, ისინი ნორვეგიაში და მე მანჩესტერში. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენ სახლის აშენება ჯერ კიდევ 2007 წელს დავიწყეთ და, საბოლოოდ, 2019 წელს იმედია გადავალთ (იცინის).

-რას იტყვით პრესის შესახებ? მზად ხართ მათ გასამკლავებლად?
-ჰო, ეს რთული იქნება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. შენ გაკრიტიკებენ, გაქებენ თანაც ყოველდღიურად, ყოველკვირეულად... ყოველი წამი გამოცდაა, ყოველი წამი გამოწვევაა. ეს არ არის ადგილი, სადაც მშვიდად დაჯდები და დაისვენებ, მუდმივად ტონუსში უნდა იყო და ენერგია დახარჯო, რათა კლუბი განავითარო და მე ამისთვის მზად ვარ.

-ამაყობთ საკუთარი თავით? თქვენ ხომ საბოლოოდ მიაღწიეთ დიდი ხნის ოცნებას და ახლა ის პოზიცია გიჭირავთ, რომელზეც მთელი საფეხბურთო სამყარო ოცნებობს.
-დიახ, რა თქმა უნდა, ახლა როცა ძველი სტატუსი აღარ მაქვს და მუდმივ მწრთვნელად ვიქეცი სრულიად სხვა შეგრძნება მეუფლება. მე ბოლო წუთებამდე ვისიამოვნებ ამ ყველაფრით. ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
28 მარტი 2019 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჯიგარი კაცი. დიდ წარმატებებს გისურვებ ოლე და ჩვენი იმედევის გამართლებას.
0
№2
ავტორი: stepno
28 მარტი 2019 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წარმატებებიი love

წარმატებებიი love
0
№3
ავტორი: levionok
28 მარტი 2019 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
სხვა გაგრძელება არც სეიძლებოდა ამას ჰქონოდა
0
№4
ავტორი: Lalana
28 მარტი 2019 15:21
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძალიან გამახარა ამ სიახლემ.ზუსტად ის ადამიანია ვინც მანჩესტერს სჭირდება.ეს ის კაცია რომელსაც შეუძლია ფეხბურთელებში ჩანერგოს ამ გუნდის სიყვარული,რომელმაც იცის ამ გუნდის ღირსება,წარსული და ფილოსფიაც,ამ ყველაფრიდან გამომდინარე ახლად მოსულ ფეხბურთელებშიც ჩანერგავს ამ გუნდუსადმი სიყვარულს.ასევე მწამს იმის რომ თანდათან ტაქტიკურადაც უფრო განვითარდება,პრაქტიკაც მისცემს იმის საშუალებას რომ უკეთესი მენეჯერი გახდეს.მე მომწონს მისი მანჩესტერი,როდესაც საჭიროა პრაგმატულიც არის,როდესაც საჭიროა შეტევებზეც აკეთებს აქცენტს და ზოგადად კარგად უდგება იმ საქმეს რასაც აკეთებს.ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სპორტულ დირექტორსაც მოიყვანენ და ზაფხულში კარგი ციებ-ცხელებაც გველის,მაქამდე კი აუცილებელია ოთხეულში შესვლა და თუ მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ ეტაპზეც გასვლა.წარმატებები ოლეს,იმედი მაქვს მანჩესტერში როგორც ფეხბურთელმა,ისევე მწვრთნელის რანგში დატოვებს დიდ სახელს.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2019 15:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წარმატებები ოლეს, რაც მთავარია იმედი ვიქონიოთ რო წინა 3 მწვრთნელის ბედს არ გაიზიარებს.
0
№6
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2019 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ფერგის წასვლის მერე ❤️
0
№7
ავტორი: PaLoMo
28 მარტი 2019 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სწორედ ეს ქირდება მანჩესტერ იუნაიტედს კლუბის სიყვარული და პატივისცემა უნდა იცოდე სად ზარ და რას აკეთებ ოლეს ეს ყველაფერი აქვს და ფეხბურთელებსაც ნელ-ნელა უნერგავს ამათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Dato kutaisi
28 მარტი 2019 20:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აუ როგორ მინდა ადამიანურად რომ წარმატებული იყოს ვერ ავხსნი.იმდენად დადებითი პერსონაა რო მანჩესტერის წარმატება მეორე პლანზე დგას მინდა ამან თავისი სიტყვა თქვას.აწი მემგონი ცოტა დროა მტკიცე ხასიათიც გამოავლინოს და ყველა დასვას თავის ადგილას რომ ვერავინ უპოდლოს მომავალში და გუნდიც გაწმინდოს.
წარმატებები ოლეს მთელი სულით და გულით
0
№9
ავტორი: Koka86
29 მარტი 2019 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
გაიხარე ავტორ სიახლისთვის! გილოცავ სულშერ ! ყველას გილოცავთ, რადგან დარწმუნებული ვარ ეს კაცი ფერგის გზას დაადგება!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top