თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2019, 11:45
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1832,
კომენტარები: 9
"იუნაიტედი" სატრანსფერო პოლიტიკას ცვლის
"წითელი ეშმაკები" სატრანსფერო სამიზნეებს ასაკის მიხედვით შეარჩევენ.
ინგლისური გიგანტის სატრანსფერო ხედვები, 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან, სულ სხვაგვარი იქნება.

"იუნაიტედი" აღარ აპირებს იმ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებას, რომლებიც 26 წელზე ზევით იმყოფებიან. კლუბმა შემადგენლობის მკვეთრად გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

"წითელი ეშმაკები" სამომავლოდ, ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე ფოკუსირდებიან. მათი მიზანი, კარიერის პიკში მყოფი ფეხბურთელების შეძენა არ იქნება.

ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების ყიდვა, როგორებიც მაგალითად ალექსის სანჩესი და ნემანია მატიჩი არიან, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში.

მოგეხსენებათ, აღნიშნული ფეხბურთელები "მანკუნიანელების" რიგებში ასპარეზობენ, მათი ასაკი კი 30 წელს უტოლდება.


ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
28 მარტი 2019 12:06
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
სანჩო wink
1
№2
ავტორი: shotkin
28 მარტი 2019 13:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ოლეს დანიშვნა გააოფიციალურა ოფიციალურმა საიტმა <3 <3
0
№3
ავტორი: ikeoni
28 მარტი 2019 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: Svani
სანჩო wink

მაგრად გვინდა ეგ კაცი:)))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 მარტი 2019 16:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეც უნდა იყოს უმეტეს შემთხვევაში
0
№5
ავტორი: dybbuk
28 მარტი 2019 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
აუცილებლობის შემთხვევაში რა იგულისხმება ნეტა?! კარგია ეს ახალგაზრდებზე აქცენტი მაგრამ გამოცდილი კადრიც რომ საჭიროა გუნდში მაგას ლაპარაკი რად უნდა
0
№6
ავტორი: Old Red Devil
28 მარტი 2019 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
სწორი იდგომაა და ვიტყვი რატომაც.სპორტსმენი ახალგაზრდა ასაკში რომელსაც უკვე ეტყობა რომ ტალანტი აქვს,უნდა განვითარდეს გუნდთან ერთად.რონალდოსნაირი ეფექტი ეს ერთეული შემთხვევაა.ანუ როცა უკვე ჩამოყალიბებული ხარ და გკიდია სად გადახვალ შენსას იტყვი რა.ყველა ამბობს უფ კულიბალიო,კროოსი დაგვხატავს,მბაპე,ვერატი,ნეიმარი.ყველა ეს ფეხბურთელი საბოლოო სახით ჩამოყალიბდა იქ სადაც არიან,მანამდე შესაძლოა რაღაც ჭ გუნდში აიდგეს ფეხი,დააინტერესეს ტალანტით და ამ ტალანტის გამო ითრია პსჟმ,რეალმა,ჩელსიმ.ფაქტია ისიც რომ არათუ ჩვენთან არამედ სხვა ბობოლა
გუნდებში ვერ ამართლებენ ეს უკვე ჩამოყალიბებული იგროკები.სანჩესი,მხითარიანი,დიეგო კოშტა,კურტუა,მორატა,პოგბა.ყველა ეს ფეხბურთელი კარგი იყო იქ სადაც შედგმენ როგორც სპორტსმენი.და რა გუნდები იყო ეს?ბარსა,დორტმუნდი,ატლეტიკო და ა.შ....მე იმას ვამბობ რო 100მლნს გადახდა კულიბალში,კროოსში არ გვიშველის.ნიჭიერი იგროკებია საჭირო და რაც ყველაზე მთავარია შეთამაშება.
0
№7
ავტორი: PaLoMo
28 მარტი 2019 19:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
სანჩო და რომელიმე ახალგაზრდა მცველს დაიტრევენ შესაძლოა შკრინიარი,მაგრამ მე დელიხტი მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: M.Rashford
28 მარტი 2019 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
წელს იმდენი ნიჭიერი გამოჩნდა კარგი გუნდის აწყობა შეიძლება
0
№9
ავტორი: LASHQARA
29 მარტი 2019 04:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დე ლიხტი, შკრინიარი, სანჩო, ჟოაო ფელიქსი, როგორც მივხვდი ასეთი ფეხბურთელების შეძენას აპირებენ, მაგრამ მაინც გამოცდილებიც გვინდა 1-2 ფეხბურთელი. love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top