თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2019, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2571,
კომენტარები: 3
უპირატესობა (ნაწილი III)
თავი V
უპირატესობა (ნაწილი III)
თვითკმაყოფილება

თვითკმაყოფილება - ეს არის ავადმყოფობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, ვინც წარმატების გემო იცის. მინდა, ვიფიქრო, რომ თვითკმაყოფილებისკენ გადახრისთვის თავის არიდება იყო ერთ-ერთი მახასიათებელი, რაც „იუნაიტედს“ განასახიერებდა. ყოველთვის როდი ვახერხებდი, მაგრამ თვითკმაყოფილებისგან თავის არიდებას მუდმივად ვესწრაფოდი. სოკოს ან მწერების რაზმის გავრცელებას ჰგავს: როგორც კი ნესტი იჭრება ფუნდამენტში ან მწერი აღწევს ხის სიღრმეში, დაზიანებას ვერ ამჩნევ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. მატჩების დროს არასოდეს მიფიქრია, რომ გამარჯვება ჯიბეში გვედო. შესაძლოა, ხალხი ჩემზე ფიქრობდეს, რომ „გამარჯვებული მწვრთნელი“ ვარ, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ სტატისტიკას. „იუნაიტედში“ 1500 მატჩი ჩავატარე, რომელთაგან 267 წავაგე, 338 ფრედ დავასრულე და 895 მოვიგე. მოკლედ, დაითვალეთ და მიხვდებით, რომ ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გამოვდიოდით, მოგების შანსი 60% იყო. 2008 წელს მოსკოვის სასტუმროში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთანავე ფეხბურთელები შევკრიბე და 2008/09 წლების სეზონის შესახებ ვესაუბრე, რა დროსაც ხაზი გავუსვი მომდევნო რთული სეზონებისთვის მომზადების მნიშვნელობას, რადგანაც გარანტირებული არაფერი გვექნებოდა.

უმაღლეს დონეზე ასპარეზობისას თვითკმაყოფილების შესახებ პირველი გაკვეთილი 1968 წელს „რეინჯერსში“ ჩემი პირველი სეზონისას მივიღე. „აბერდინთან“ უკანასკნელ მატჩამდე არ ვმარცხდებოდით. მაგრამ იმ დღეს 3-2 დავმარცხდით და ჩემპიონობაც დავთმეთ. მატჩის შემდეგ ათასობით გულშემატკივარი ამხედრდა, ჩალეწეს ფანჯრები, მოაწყვეს არეულობა. ნამდვილი ქაოსი შეიქნა. სტადიონიდან უსაფრთხოდ გასასვლელად პოლიციების თანხლება დაგვჭირდა. არადა, ჩემპიონატში გამარჯვებამდე სულ ცოტა გვაკლდა. უბრალოდ ჩვენი სამუშაო უნდა შეგვესრულებინა და ეს ვერ მოვახერხეთ.

თვითკმაყოფილებისა თუ ჭარბი თვითრწმენის კიდევ ერთი მაგალითი მახსენდება. 2012 წელს აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონატის ფინალს დავესწარი - ვიქტორია აზარენკომ თითქმის დაამარცხა სერენა უილიამსი. აზარენკო ბოლო სეტში 5-3 იგებდა და ტრიბუნაზე მყოფ თავისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხელს უქნევდა. იმ წუთიდანვე თავდაყირა წავიდა მისი საქმე. საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმი წააგო და ტიტულს უილიამსი დაეუფლა. მარცხის შემდეგ აზარენკოს სახეს რომ შევხედე, მასზე სრული სიცარიელე აღბეჭდილიყო. ეს ნათელია მაგალითია იმისა, რომ არ უნდა შეეხო თასს, სანამ მას არ მოიგებ.

იგივე მოხდა 2012 წელს, როცა აშშ-ს გუნდი რაიდერის თასზე მეიდენში ევროპელებს 10-6 უგებდა, დარჩენილი 12 ქულიდან კი 4-5 აღება კმაროდა ტიტულის მოსაგებად. დარწმუნებული ვარ, მცირედმა თვითკმაყოფილებაც იჩინა თავი - ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება. როცა ასე ხდება, ყველაფერი ფუჭდება და თითქმის ყოველთვის დაღუპვამდე მიჰყავხარ გზას. მედინში ადვილი შესამჩნევი იყო აშშ-ს გუნდის ორჭოფი, როცა ერთი ქულა წააგეს. მალე პანიკაში ჩავარდნენ და სიმღერა უკვე ნამღერი იყო. ფეხბურთელებს ავიწყდებათ, რა უნდა გააკეთონ, ვერ მშვიდდებიან და უჩვეულო შეცდომებს უშვებენ. საბოლოოდ კი ნებდებიან.

მილიონჯერ მაინც მინახავს ასეთი რამ. ყველაფერი ორჭოფობით იწყება, რაც შემდეგ არეულობას იწვევს. შემდეგ ჩნდება პანიკა, სანამ გააცნობიერებ, რომ გუნდი დანებდა და მარცხი გარდაუვალია. გარდა ამისა, მოწინააღმდეგის ქმედებაც იცვლება: იმატებს მათი თავდაჯერებულობა და კონცენტრაციის დონე, ყურადღების მიღმა ტოვებენ თითოეულ გონების გამფანტველ ფაქტორებს. სისხლის სუნს გრძნობენ და სანამ გააცნობიერებ, რა მოხდა, თვითკმაყოფილება მორიგ სავალალო გამარჯვებას ზეიმობს.

„იუნაიტედშიც“ შევუპყრივართ თვითკმაყოფილებას და არის რამდენიმე მატჩი, რომელთა გახსენებისაც მრცხვენია. 1998 წლის ნოემბერში „ბლექბერნს“ ვეთამაშებოდით და გვეჩვენებოდა, რომ უპრობლემოდ ვიგებდით მორიგ მატჩს 3-0 ანგარიშით. კიდევ უფრო მეტად გვქონდა ამის ფიქრის საფუძველი, რადგან ისინი კაცნაკლული თამაშობდნენ. შემდეგ კი „ბლექბერნმა“ მატჩის ბოლო 25 წუთში ორი გოლი გაგვიტანა და დავიბენით. აბსოლუტური ქაოსი. კარის ხაზიდან გამოგვქონდა ბურთი, მოედანზე ვიგერიებდით და ჩემთვის ვფიქრობდი: „თუ წავაგებთ, ყველას დავხოცავ“. იმჯერად რთული გამარჯვება მოვიპოვეთ, გაგვიჩნდა თვითკმაყოფილების გრძნობა, რაც ალბათ, გააღრმავა ჩემ მიერ განხორციელებულმა რამდენიმე ცვლილებამ, რამაც თითქმის უსიამოვნო დამცირებამდე მიგვიყვანა.

ეჭვგარეშეა, ჩვენი თვითკმაყოფილების ყველაზე საშინელი გამოვლინება - 2012 წელს „ოლდ ტრაფორდზე“ „ევერტონთან“ მატჩია. აპრილი, პრემიერ ლიგაში 34 მატჩი ჩავატარეთ, პირველ ადგილზე ვიმყოფებოდით და „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით ვუსწრებდით. ღმერთმა იცის, რა მოხდა იმ მატჩში. ალბათ, ყველამ იფიქრა, რომ უმარტივესი საქმე, შაბლონური მოგება ელოდათ. შესაძლოა, უკვე გადავწყვიტეთ, რომ სადაცაა კიდევ ერთ ტიტულს შევმატებდით ჩვენს კოლექციას, მითუმეტეს, რომ სეზონის საუკეთესო მატჩს ვატარებდით. მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 4-2 ვიგებდით; ერთი-ორმა ფეხბურთელმა დაცვაში დაბრუნება დაიზარა და თავისი მოვალეობების შესრულებაზე ხელი აიღო.

ხშირად ვფიქრობ იმ შეხვედრაზე და ახლაც კი ვერ გამიგია, რა მოხდა. მატჩის დაწყებიდან 33 წუთში 1-0 ვაგებდით. შესვენებამდე გავათანაბრეთ და მომდევნო სამი გოლი დაუჯერებელ სტილში გავიტანეთ. „ევერტონი“ ნაკუწებად ვაქციეთ და 4-2 დავწინაურდით. ირონია ის არის, ბოლო მოგვიღო დარონ გიბსონმა, ძლიერმა ნახევარმცველმა, რომელიც ესე-ესაა გავყიდეთ „ევერტონში“. გუნდის წევრებს სულ იმას ვეუბნებოდი, რომ გიბსონისთვის მოედნის ცენტრში ბურთის მიღების საშუალება არ მიეცათ. მაგრამ რატომღაც ეს ვერ შეძლეს და საბოლოოდ დარონ გიბსონი აღლუმს უძღვებოდა. მატჩის 85-ე წუთზე „ევერტონმა“ გაათანაბრა - 4-4. ერთი კვირის შემდეგ კი „მანჩესტერ სიტის“ ვეთამაშეთ „ეტიჰადზე“ და 1-0 დავმარცხდით - შედეგი, რომლის მიზეზიც შემადგენლობის შერჩევისას ჩემი რამდენიმე შეცდომა და რობერტო მანჩინის მიერ დაცვის გაძლიერება გახდა. საბოლოოდ „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონატი მოიგო.

უპირატესობა (ნაწილი III)


2013 წლის მარტში, ჩემი სამწვრთნელო კარიერის უკანასკნელ წელს „ოლდ ტრაფორდზე“ „ჩელსის“ 2-0 ვამარცხებდით ინგლისის თასის ეგიდით და მიგვაჩნდა, რომ მორიგი გამარჯვების გზას ვადექით. „ჩელსიმ“ რამდენიმე ცვლილება განახორციელა, რამაც სასწორის თეფში მათ მხარეს გადახარა და ანგარიში გაათანაბრეს. შეხვედრის მიწურულს კოლოსალური ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით და ძლივს მივაღწიეთ ფრეს. გადათამაშება „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარდა და წავაგეთ; ჩვენი თვითკმაყოფილების ხარჯზე მშვიდი მოგება წაგებად გარდაისახა.

ვცდილობდი, თვითკმაყოფილების ნასახიც კი არ გამომევლინა. ეს ან პანტომიმა იყო ან თვალთმაქვობა - ასე ვიქცევი იმის დევნისას, რაც სხვებსაც სურთ. არ უნდა აღიქვა მოვლენა, როგორც გარდაუვალობა. „იუნაიტედი“ ცხრილის სათავეში რომ ყოფილიყო და წინ ხუთი ტური დაგვრჩენოდა, არასდროს ვიტყოდი: „მოიპოვეთ სამი ქულა და ვეღარავინ დაგვეწევა“. მე ვამბობდი: „ჩვენი საქმე შევასრულოთ და ამ მატჩსაც გავუმკლავდეთ“. გამარჯვებას ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვებ.

თვითკმაყოფილების უკანასკნელი მაგალითი, რაც მახსენდება, 2006/07 წლების სეზონის ბოლო საშინაო მატჩია, რომელიც „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ ჩავატარეთ. ტიტული ერთი კვირით ადრე მოვიგეთ, მაგრამ გუნდი მაინც შევაფუცხუნე: ყველას წინაშე ვართ ვალდებული, ეს თამაში მოვიგოთ. „ვესტ ჰემს“ კი გამარჯვება სჭირდებოდა, რათა პრემიერ ლიგიდან არ გავარდნილიყო. რონალდუ, გიგზი და სქოულზი სათადარიგოთა სკამზე დავტოვე, რადგან მომდევნო კვირაში ინგლისის თასის ფინალი გვქონდა სათამაშო, მაგრამ შესვენების წინ „ვესტ ჰემი“ კარლოს ტევესმა დააწინაურა. მეორე ტაიმში ჩემი საუკეთესო ფეხბურთელები გამოვიყვანე მოედანზე, მაგრამ მაინც წავაგეთ. „იუნაიტედის“ იმ დღევანდელმა თვითკმაყოფილებამ მწყობრიდან გამომიყვანა. ფეხბურთელებს დავავალე, სრული თავდადებით ეთამაშათ. საშინელებაა სეზონის ასე დასრულება, საზიზღრობაა ჩვენი გულშემატკივრებისთვის იმის ჩვენება, რისთვისაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ასპარეზობს და ამის გამო პირში ცუდი გემო დამრჩა. ფეხბურთელები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ უმნიშვნელო მატჩი იყო, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობდი.

თვითკმაყოფილება ყველაზე ხშირად იჩენს თავს ორგანიზაციებში, სადაც უამრავ გამარჯვებას აღწევენ. ჩნდება უფრო მეტი შემოსავალი, თავს უფლებას აძლევ, გასტროლებზე დაიხარჯო, ხალხი კი ძვირადღირებულ ფრენებს ირჩევს და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ჯავშნის. შემდეგ სამუშაო მაგიდასა თუ კარადაში ჩნდება პრიზი, რომელიც გახსენებს გამარჯვებებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს. ზოგიერთ ორგანიზაციას, და „იუნაიტედი მათ შორის უდავოდ ერთ-ერთია, მუზეუმიც კი აქვს, სადაც შრომის ძველი შედეგები - ჩვენს შემთხვევაში თასები - საჩვენებლად არის წარმოდგენილი. წლებთან ერთად „იუნაიტედში“ ცხოვრების პირობები გაცილებით უფრო სასიამოვნო გახდა. გუნდისთვის თვითმფრინავების დაქირავება დავიწყეთ, ჩვენი ავტობუსების კომფორტი კი უსასრულოდ გაიზარდა და ძალიან გაგვიადვილდა მთელი ამ ფუფუნების აუცილებლობად აღქმა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიცნონ. რომელიმე ტურნირის მოგებიდან რამდენიმე დღეში მთელ პერსონალს ვკრებდი კარინგტონის ბაზაზე და სანამ სამუშაოს შევუდგებოდით, ტრიუმფს ერთი ჭიქა შამპანურით აღვნიშნავდით. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენი ზეიმის საიდუმლო სიმწვავისა და ღრმა სურვილის შენარჩუნება იყო, რაც წარმატების მიღწევაში გვეხმარებოდა. უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენი გამარჯვებები არ გამოიყურებოდა სამომავლო ტრიუმფის ავტომატურ გარანტიასავით და ზეიმი არ დათესავდა თვითკმაყოფილების მარცვლებს.

ადამიანები, რომლებიც ყველას იღებდნენ შეუძლებლის მისაღწევად, იმსახურებენ აღიარებასა და შექებას. თუმცა, არასდროს ვყოფილვარ ზეიმის მოყვარული. როცა „იუნაიტედში“ ვიყავი, მრავალრიცხოვან ღონისძიებებში მონაწილეობის მიუხედავად ყველაფერს კლუბის კომერციული სამსახური უწევდა ორგანიზებას. როცა ჩემი ერთ-ერთი ფეხბუთელი ოქროს ბურთს იგებდა ან წლის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით, აუცილებლად ვესწრებოდი ბანკეტებს. მაგრამ ვერ ვითვალთმაქცებ, თითქოს ღრეობა, ამ ღონისძიების განუყოფელი ნაწილი მსიამოვნებდა.

უპირატესობა (ნაწილი III)


მომწონდა გოლების აღნიშვნა, განსაკუთრებით კი ისეთების, როგორიც უეინ რუნის მიერ 2011 წელს „მანჩესტერ სიტის“ კარში გატანილი მაკრატელაა. მატჩის საფინალო სასტვენი კი ყოველთვის შვების მომგვრელი გახლდათ. საფინალო სასტვენი - უდიდესი მომენტია. ეს არის კონკრეტიკა, განსაზღვრავს მომენტს, როცა, როგორც იქნა, რაღაცას მიაღთწიე. ზეიმის განწყობა მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში მიჩნდებოდა. სულერთია, ეს ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა თუ ჩემპიონატი. გამარჯვებების შემდეგი ზეიმი გათავისუფლებს. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა უნდა ჩამოარიგოს ინტერვიუ, სასტუმროში დაბრუნდეს, ძალები მოიკრიბოს და საზეიმო ღონისძიებას დაესწროს. როცა დღე დასასრულს უახლოვდებოდა, ღამის პირველ საათზე, საშინალდ მინდოდა საწოლში აღმოჩენა. როგორც წესი, საწოლში ცოტა დროს ვატარებდი და კმაყოფილების გრძნობაც მეუფლებოდა, მაგრამ როგორც კი ვიღვიძებდი, მაშინვე ქრებოდა.

ვაცნობიერებდი, რომ გამარჯვებას ან მნიშვნელოვან მოვლენას სხვა დანიშნულება აქვს, თუკი ფეხბურთელი, გულშემატკივარი ან დირექტორი ხარ - იმდენჯერ შეიძლება აღნიშნო, რამდენიც მოგესურვება. ბედნიერება, რომელსაც ჩუქნის გუნდი, განსაკუთრებით იმ საზოგადოებას, რომელიც ყურადღების ცენტრში არ იმყოფებოდა ან არ უმართლებდა - არის ჯილდო. 1983 წელს თასების მფლობელთა თასზე გამარჯვება შესანიშნავი სტიმული იყო აბერდინისთვის, ქალაქისთვის, რომელიც ბიზნესის მიუხედავად, ჩრდილოეთის ქვეყნებში ნავთობის გაყიდვასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მალე დაივიწყეს. აბერდინის ოსლოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ლონდონთან და ზამთარში იქ მხოლოდ 5-6 საათი გამოანათებს დღის შუქი. მაისშიც კი, როცა საჩემპიონო აღლუმს ვმართავდით, ჩრდილოეთის ზღვიდან ცივი ქალი უბერავდა. ქალაქის საბჭომ იმ დღეს ოფიციალური ზეიმი გამოაცხადა და ყველა სკოლა დაიკეტა გარდა ერთისა - ალბინის სკოლისა, სადაც მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ. მაგრამ როცა ავტობუსმა სკოლას ჩაუარა, ყველა მათგანი გარეთ გამოვიდა ან ფანჯარაში იცქირებოდა და ხელს გვიქნევდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერი უფრო დიდი და სახელოვანი ქალაქია, „იუნაიტედის“ გამარჯვებებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მთელი რეგიონი მწუხარებას განიცდიდა - და მე არ ვსაუბრობ „ლივერპულის“ გამარჯვებებზე 1970-დან 1980-ან წლებში. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ეკომონიკა: თითქმის ყველა საწარმოს დახურვა და ამის ხარჯზე უამრავი ოჯახის გაღატაკება. „იუნაიტედის“ გამარჯვებები მოსახლეობის უმრავლესობისთვის საუკეთესო რამ არის, რაც მათ ცხოვრებაში მომხდარა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობას ღია ავტობუსით ჩვენი მგზავრობა შობას ერჩივნა.

1999 წელს ტრებლის მოგების შემდეგ საოცრება მოხდა. დინსგეითზე, მანჩესტერის ცენტრის მთავარი ქუჩაზე იდგა გასარემონტებელი შენობა, რომელზეც იყო წარწერა „არ შეხვიდეთ“. მაგრამ ამას არავინ შეუშინებია. ხალხი ბეტონის იატაკსა და მეტალის კონკსტურქციაზე განლაგდა. თითოეული მათგანი „იუნაიტედზე“ დაწერილ სიმღერებს მღეროდა, ავტობუსში კი შარგებსა და ქუდებს ისროდნენ. იგივე მოხდა 2013 წელს, როცა მეოცე ჩემპიონობა მოვიპოვეთ და გუნდის წევრები ქალაქის მთავარი დარბაზის აივანზე ავიდნენ. ჩემპიონატს როცა ვიგებდით, გარკვეული მიზეზების გამო, სამწვრთნელო შტაბს სახლში ვეპატიჟებოდი და რამდენიმე ჭიქას ვსვამდით.

დიდი სიხარული მომანიჭა იმის ხილვამაც, თუ რა გავაკეთეთ სხვებისთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისეთივე ბედნიერი ვიყავი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ხვალინდელი დღის ალიონზე უნდა ვმდგარიყავი. შეუჩერებლად უნდა მეფიქრა იმაზე, თუ როგორც გავმხდაყიავით უკეთესები. ნებისმიერი ზეიმისას მიჩნებოდა შეკითხვა: „როგორ გავაუმჯობესოთ ეს მიღწევა? როგორ მივაღწიოთ ახალ წარმატებას?“ არ მინდოდა, რომ თვითკმაყოფილებას ჩვენი პარალიზება გამოეწვია.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
3 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2019 02:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კაროჩე ეს პოგბა მგონი მართლა მზეა რა რანაირ განცხადბეებს აკეთებს , მომავალ წელსო ნებისმიერი საღად მოაზროვნე მანიუს ფანისთვის პრემიერლიგის მოგებაზე ცნებაც კი აარეალურიაო, ტიპი იმენა პიტალოა?
1
№2
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2019 10:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: cotne10
ციტატა: shotkin
კაროჩე ეს პოგბა მგონი მართლა მზეა რა რანაირ განცხადბეებს აკეთებს , მომავალ წელსო ნებისმიერი საღად მოაზროვნე მანიუს ფანისთვის პრემიერლიგის მოგებაზე ცნებაც კი აარეალურიაო, ტიპი იმენა პიტალოა?

ეგ უკვე ცალი ფეხით რეალშია...

ზღაპარია მაგის გაშვება წელს ვერავინ დამაჯერებს )))
1
№3
ავტორი: williamvhale
16 იანვარი 2020 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Appears you are doing everything in an orderly manner. It is actually quite acceptable really. Really explains everything in detail, the article is amazingly intriguing and powerful. It is in purpose of certainty an extraordinary and accommodating bit of data. I'm fulfilled that you basically imparted this valuable information to us. If you don't mind stay up with the latest like this. Much obliged to you and favorable circumstances for the best in class article. Write my essay
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top