თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2019, 18:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1647,
კომენტარები: 4
სიახლეები ლუკაკუს ტრავმის შესახებ
"იუნაიტედის" ტრავმირებულთა სია.
სიახლეები ლუკაკუს ტრავმის შესახებ
რომელუ ლუკაკუმ, შესაძლოა, "უოტფორდსა" და "ვულვზთან" გამართული მატჩები გამოტოვოს. შეგახსენებთ, რომ ბელგიელს ტრავმა აწუხებს და ის სრულად ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა.

ლუკაკუმ ინგლისის თასის მეოთედფინალიც გამოტოვა. როგორც "MEN" იუწყება ბელგიელს გარკვეული დრო სჭირდება გამოსაჯანმრთელებლად. ლუკაკუს ზუსტი დაბრუნების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა "ვულვზის" შემდეგ "იუნაიტედს" რვა დღე აქვს "ბარსელონას" გასამასპინძლებლად და შესაბამისად, შესაძლოა, რომ ის ესპანელებისთვის მზად იყოს.

"იუნაიტედის" ფორვარდმა ტერფის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიიღო პსჟ-ს წინააღმდეგ. ტრავმა უფრო გართულდა "არსენალთან" გამართულ მატჩში. ლონდონელებთან დაპირისპირების შემდეგ ლუკაკუს მატჩი არ ჩაუტარებია და სანაკრებო შესვენებაც გამოტოვა.

ლუკაკუს ტრავმა "იუნაიტედისთვის" დიდი დანაკლისია. ლუკაკუსთან ერთად ტრავმირებულია ჯესი ლინგარდი, ენტონი მარსიალი, ანდერ ერერა და ხუან მატაც. "იუნაიტედს" შეტევაში დააკლდება ალექსის სანჩესიც. შესაბამისად, ოლე გუნარს შეტევაში პრობლემები აქვს.

როგორც "MEN" იუწყება, ლინგარდის გამოძახება ნაკრებში დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. გარეთ საუთგეიტი ინგლისელს "ვულვზთან" მატჩამდე და მატჩის შემდეგ ესაუბრა და სწორედ ამის საფუძველზე მიიღო მისი დატოვების გადაწყვეტილება.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
27 მარტი 2019 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან ცუდია.არადა ფორმაში იყო.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
27 მარტი 2019 18:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფორმაში შევლენ თუარა ეგრევე ტრავმას იღებენ, მერე სანამ კიდე ათამაშდებიან დრო ჭირდებათ...
0
№3
ავტორი: ikeoni
27 მარტი 2019 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Erti Suli maqvs oles preskoferencia rodis Iqneba da ras ityvis bichebis tramvebze:((
0
№4
ავტორი: shotkin
27 მარტი 2019 23:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
1 თვე გავიდა ლამის რა ვერ მოირჩინეს ეს ტრანვები ან ეს ტერფის ტრანვა რანაირადაა 1 თთვიანი სამკურნალო ბუბლიკ? ტერფია თუ ბრლოს ტერფი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top