თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2019, 15:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1375,
კომენტარები: 2
ლინდელოფი: "მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა"
ვიქტორ ლინდელოფს ოლე გუნარის დარჩენა სურს.
ლინდელოფი:
ვიქტორ ლინდელოფს ოლე გუნარის დარჩენა სურს. ნორვეგიელის მოსვლის შემდეგ შვედმა 19 მატჩიდან 16 მატჩი ჩაატარა და ძირითადში ადგილი კრის სმოლინგთან ერთად დაიმკვიდრა.

სოლსკიაერი პრემიერ ლიგის 13 მატჩიდან მხოლოდ ერთ თამაშში დამარცხდა და ამჟამად "ტოტენჰემისგან" მხოლოდ სამი ქულა აშორებს.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შესაძლოა, "იუნაიტედმა" სოლსკიაერი მწრთვნელის მუდმივ პოზიციაზე ამ კვირაში დანიშნოს. როგორც უკვე აღინიშნა, ლინდელოფს მისი დარჩენა სურს:

"სოლსკიაერის დარჩენა ძალიან გამიხარდება. მე არაფეს ვწყვეტ და ეს ჩემს უფლებებს აღემატება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ მისი მოსვლის შემდეგ. მან ბევრი რამ შეცვალა და გუნდი პოზიტიურად მომართა. ოლეს შესახებ ცუდს ვერაფერს ვიტყვი."

"ის კლუბის ლეგენდაა და ყველაფერი იცის "იუნაიტედის" შესახებ. იცის, თუ რას ნიშნავს აქ ფეხბურთელის რანგში თამაში, ასე რომ, როცა გესაუბრება, ყოველთვის დიდი გულისყურით უსმენ. მან ზუსტად იცის, რაზეც საუბრობს, რადგან თავად გამოუვლია ყველაფერი. ეს ძალიან კარგი რამაა და მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
27 მარტი 2019 18:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დიდი ალბათობით დატოვებენ ოლსე, თუმცა ოთხეულში შესვლა-არშესვლასაც დიდი როლი ექნება.
0
№2
ავტორი: ikeoni
27 მარტი 2019 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad gvinda yvelas ❤️
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top