ლინდელოფი ნაკრებიდან ცოლის მშობიარობის გამო დაბრუნდა. წყვილმა სოციალურ ქსელში ბავშვთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნეს, მაგრამ ლინდელოფმა სანაკრებო შესვენებების გამოტოვების გამო მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.
შვედეთის ნაკრების უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ მისთვის ამ ქმედებების შესახებ ინფორმაცია ცნობილია და ისინი პოლიციასაც დაუკავშირდნენ შესაბამისი ზომების მისაღებად. "ვიცით, რომ ფეხბურთელებმა სიძულვილისა და მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. ჩვენ უკვე დავეკონტაქტეთ პოლიციას. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ვიქტორმა უარი განაცხადა ნაკრებში თამაშზე."
"რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ შეტყობინებას გამოვიკვლევთ და შესაბამის ზომებს მივიღებთ. ჩვენ უკვე არაერთი შეტყობინება გადმოგვიგზავნეს და შევამოწმებთ გაეგზავნათ თუ არა ფეხბურთელებსაც."
"ჩვენ გეგმა გვაქვს და ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ასე რომ არ იღელვოთ. სანაკრებო შესვენებების შემდეგ ფეხბურთელებსაც აუცილებლად გავესაუბრებით," - დაასრულა შვედეთის ნაკრების უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა.