თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2019, 13:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1533,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "იუნაიტედის" ნაცვლად "ტოტენჰემი" უნდა ამერჩია"
ვან გაალის აზრით, "იუნაიტედი" არასწორი არჩევანი იყო.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალის განცხადებით, "ტოტენჰემის" ჩაბარება გაცილებით უფრო ჭკვიანური არჩევანი იქნებოდა, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის".

ჰოლანდიელმა პენსიაზე გასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ვან გაალის კარიერა "აიაქსში" დაიწყო 1972 წელს და საერთო ჯამში 47 წელი გაგრძელდა.

ვან გაალმა "ოლდ ტრაფორდზე" ორი წელი გაატარა. პირველ სეზონში პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვდა, მეორე სეზონში კი მეშვიდე ადგილზე გავიდა, თუმცა "ინგლისის თასის" მოგება მოახერხა.

"ტოტენჰემი" უკეთესი არჩევანი იქნებოდა, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" ძველი გუნდია და ვიცოდი, რომ მათი გადაწყობა დამჭირდებოდა."

"არასწორი არჩევანი გავაკეთე? ალბათ, მაგრამ უბრალოდ გულს გავყევი. ჰოლანდიის, გერმანიის, ესპანეთის და უკვე ინგლისის ნომერ პირველ გუნდებში ნამუშევარი მექნებოდა. ასე რომ "იუნაიტედი" ავირჩიე."

"შემადგენლობაში შვიდი ფეხბურთელი 30 წელს იყო გადაცელილი, ამაზე გასაუბრებაზე ყურადღება გავამახვილე. პირველ წელს, ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, მეორე წელს ინგლისის თასი მოვიგეთ."

მეორე სეზონის შემდეგ ხელმძღვანელობამ ვან გაალის გაშვება და ჟოზე მოურინიოს დანიშვნა გადაწყვიტა, რაზეც ლუიმ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო.

"წარმომედგინა, როგორ ირჩევდა ვუდვორდი მოურინიოს. ის უმაღლესი კლასის მწრთვნელია. ბევრი ტიტული აქვს მოგებული, გაცილებით მეტი ვიდრე - მე."

"ერთადერთი, რაც არ მომეწონა და მესიამოვნა იყო ის, რომ ვუდვორდი მოურინიოს დაუკავშირდა, ექვსი თვით ადრე იცოდა, რომ ჩამანაცვლებდა და მაინც ჩუმად იყო."

"მე კი ყოველ პარასკევს პრესკონფერენციაზე ჭორების შესახებ უნდა მესაუბრა. წარმოგიდგენიათ სადამდე დაეცა ჩემი, როგორც მწრთვნელის, ავტორიტეტი?"

"ამ პერიოდში, როდესაც ამხელა წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდი და მედია მუდმივად ჩემზე საუბრობდა, ძალიან ბევრს მივაღწიე და ინგლისის თასი მოვიგე, მეტიც, გეტყვით, რომ ეს ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს კარიერაში."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
27 მარტი 2019 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს დაბმული იყო აქამდე და აიშვა თუ რა ხდება ? :)
2
№2
ავტორი: Devil
27 მარტი 2019 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
რაღაც პონტში არასწორად მოექცნენ ჩემი აზრით, შანსი არ მიუღია მოუს კიდე რა არ აპატიეს -_-
0
№3
ავტორი: levionok
27 მარტი 2019 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს რა დაბოღმილია პიპეეეც ვან გააკ კარგად გვახსოვს შენი უნიათო ფეხბურთი ასე რომ მიაძრე და დატკბი ცხოვრებით
0
№4
ავტორი: gaga1987
27 მარტი 2019 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მაია ასათიანთან იყო თუ რამააყვირა :))))))))))))))))))
0
№5
ავტორი: f.c.mu
27 მარტი 2019 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ყველაზე ნაკლები დრო და შანსი მაინც მოეისს მისცეს
0
№6
ავტორი: ikeoni
27 მარტი 2019 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ert rameshi vetanxmebi Ro nomer pirveli gundi airchia inglishi
0
№7
ავტორი: LASHQARA
27 მარტი 2019 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
წასულიყავი მერე ტოტენჰემში, შენი დედაც მოვ*** ბოლო, ბოლო, გეგონება პრემიერლიგა მოიგო და კონტრაქტი არ გაუგრძელეს, რა რაზგონზეა ეს პიტალო. winked
0
№8
ავტორი: Shota Blues
31 მარტი 2019 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: Devil
რაღაც პონტში არასწორად მოექცნენ ჩემი აზრით, შანსი არ მიუღია მოუს კიდე რა არ აპატიეს -_-

მეც იგივე აზრზე ვარ, მართლა ცუდად მოქცნენ... არ ამართლებს? გაუშვი ისე როგორც წესი და რიგია, რა საჭიროა დამამცირებელი მოქცევა. ისეთს ნამდვილად არაფერს ამბობას ჩვენთვის ან თვითონ გუნდისთვის საწყენი რო იყოს, და ლანძღვა რაღა საჭიროა... ავად თუ კარგად მაინც მანჩესტერელია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top