თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2019, 11:38
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1288,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "ფეხბურთი, რომელსაც "იუნაიტედი" ამჟამად თამაშობს, ფერგიუსონის სტილი სულაც არ არის"
ვან გაალმა ყოფილ კლუბზე ისაუბრა.
ვან გაალი:
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ყოფილ კლუბზე ისაუბრა. 65 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ მოურინიოსა და სოლსკიაერის გუნდს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ნორვეგიელის გუნდი იმარჯვებს.

"ფეხბურთი, რომელსაც "იუნაიტედი" ამჟამად თამაშობს, ფერგიუსონის სტილი სულაც არ არის. ეს გახლავთ დაცვითი, კონტრშეტევებზე აგებული თამაში. თუ ეს მოგწონთ, თქვენი საქმეა. თუ ფიქრობთ, რომ ასეთი ფეხბურთი უფრო სანახაობრივია, ვიდრე ჩემი იყო, რა გაეწყობა.

ჩემ შემდეგ მოსულმა მწვრთნელმა შეცვალა სათამაშო სტილი, დააყენა ავტობუსი და კონტრშეტევებზე თამაშობდა. ახლა კი ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც ასევე აყენებს ავტობუსს და კონტრშეტევებზე თამაშობს. სოლსკიაერსა და მოურინიოს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ სოლსკიაერი მატჩებს იგებს"
- განაცხადა ვან გაალმა.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "ოლდ ტრაფორდს" 2014 წელს მიაშურა და "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესი შეცვალა. მაშინ ვან გაალმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, მაგრამ მხოლოდ 2 წელი გაწვრთნა "იუნაიტედი".

"მე 2-წლიანი კონტრაქტი მსურდა, რადგან ჩემს ცოლს დავპირდი, რომ 65 წლის ასაკში კარიერას დავასრულებდი, მაგრამ გლეიზერებმა და ედ ვუდვორდმა 3-წლიანის გაფორმება დაიჟინეს. ამიტომაც ვარ გაბრაზებული მომხდარის გამო. ვუდვორდმა იცოდა, რომ "იუნაიტედი" ჩემი ბოლო კლუბი იქნებოდა" - დაასრულა ჰოლანდიელმა.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
27 მარტი 2019 11:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8549
ვან გაალის სტილი საერთოდ რა სახსენებელია, ქაოსი და გაირკვევლობა უფრო იყო ეგ, ვიდრე სტილი... პრემიერ ლიგაში ყველაზე ცუდი გუნდი იყო 2015-2016 წლების მანჩესტერი, პირველ სეზონს კიდე არაუშავდა მარა მეორეს... მაქსიმუმ სტოკზე და სანდერლენდზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. ლიგიდან ვოლფსბურგმა გამოგვაგდო, ფლეი-ოფშიც ვერ გავიდნენ, ეპლში საზიზღარი თამაში და მე-6 ადგილი. ცერც იმას იტყვი ხალხი არ ყავდაო, თვითონ გაყარა ნანი, რაფაელი, ჩიჩა, ვან პერსი... გეგონება უკეთესები ყავდა გუნდში. მოკლედ ჩემი აზრით, ვან გაალის მეორე სეზონი ყველაზე ცუდი იყო, ყველა მხრივ კლუბის ისტორიაში.
1
№2
ავტორი: REVIVO
27 მარტი 2019 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
Aseti chorikana da shuriani kacis mnaxveli aravar
0
№3
ავტორი: Lalana
27 მარტი 2019 12:22
  • სიახლეები: 67
  • კომენტარები: 1924
აუ ტიპი რა დაბოღმილია.ეს სანახაობას რას ეძახის?70% რომ ბურთს ფლობს?ეგაა სანახაობა?მახსოვს მატჩები სადაც კარშიც ვერ ვურტყამდით იმდენად ამაზრზენი იყო მისი მანჩესტერი.ან რომ იძახის ახლა ავტობუს აყენებენ და კონტრშეტევაზე თამაშობენო,ყველა ნორმაურ გუნდთან ესეც ასე თამაშობდა და რეებს მიედ-მოედება,წადი ცხვრები გამწყემსე,შენი მწვრთნელობა აღარ შეიძლება და მაგ მაურინიომ იყო ამის ბაიერნი ფინალში რომ მოინელა.შეიძლება ავტობუს ვთამაშობდით მაგრამ კარში მაინც ვურყამდით ამის მანჩესტერისგან განსხვავებით.
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
27 მარტი 2019 12:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2745
ერთადერთი რაც თქვა მართალი არის ის რომ კონტრზე ვთამაშობთ.აი დანარჩენი რაები იბოდიალა ჩვეულებრივი დაბოღმილი კაცის ნალაპარაკევია.კარგი ჰოლანდიას ათამაშა კაი ფეხბურთი,აიაქსი კარგი იყო ნუ ფენომენალური თაობით მარა აქ?
0
№5
ავტორი: shotkin
27 მარტი 2019 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3032
ბოღმა გაიჩითა :დდ სოლსკიარეს ტაქტიკაზე რო ავტობუსს იტყვი აი მანდ მთელ კარიერულ მირწევასდა ავტორიტეტს რო წყალში ყრის ტუ ხვდება მაგდენს, იმენა ფეხბურთის უცოდინარივით ალაპარაკებს ბოღმა ამ საწყალს და თავს იპაზორებს wink ვახ რა ძაან პატარა კაცი ყოფილა პიროვნულად ეს.
0
№6
ავტორი: PaLoMo
27 მარტი 2019 12:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2626
ლამაზად ნათამაშწბი კომტრშეტევა+მოგებული თამაში იდეალურია ჩემთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: ikeoni
27 მარტი 2019 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8437
Modi idi qvchortu raa:))))
0
№8
ავტორი: Malboro463
27 მარტი 2019 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5303
ჟოზეს პირველი სეზონი გაიხსენეთ და შეადარეთ ეხლნდელს.
ამ სეზონში ფეხბურთელებმა დაიკიდეს ჟოზე. გაშვება უნდოდათ არსებული კონფლიქტის გამო დ მაგიტო ვეღარ იგებდა თამაშებსაც. პოგბას #ლეზე ეკიდა ყველაფერი
ეხლა კი ყველაფერი სხვანაირადა ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან ოლესთვის და თამაშსაც ვიგებთ თორე ლუი მართალს ამბობს ტაქტიკურად არაფრით განსხვავდება. ჟოზეს ასეთუისე წარმათებული პირველი წელი ქონდა მერე გაფუჭდა ყველაფერი ვნახოთ ოლეს ხელში რა ქნება
ვან გალს კიდე სხვა ხედვა ქონდა მის ტაქტიკას მორგებული ფეხბურთელები ჭირდებოდა რომელიც ვერ უყიდეს ამათ კიდე მისი ტაქტიკა ვერ მოარგო. იანგებს გადაყვა
0
№9
ავტორი: The red devi11
27 მარტი 2019 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 365
ეს სტატია მგონია რომ გაზვიადებულია :D აბა ეს მართლა თქვა? :D ჯერ ერტი მოურინიოს სტილისგან განსხვავებით ბევრად მაღლა ადიან პრესინგზე ბევრად სწრაფად გარბიან შეტევაში და აზრიანად. და ვფიქრობ, რომ თუ დაცვაში ჩადგომა მოგვიწია რაღაც მატჩებში მხოლოდ იმიტომ რომ რესურსი არ არის უბრალოდ პესეჟეს ნაირ გუნდებს ვეთამაშოთ პოზიციური შეტევებით მუდმივად. მაგრამ დაცვაში მანდაც არ ვმჯარვართ. ქი მაგის დროც მოვა ოლეს მოლდეს თამაშები მინახავს და სულ სხვა სტილი აქვს აქტიური პრესინგი და სულ შეტევა. და ლუის შე ბებერო მელა ფერგის თამაშებს უყურებდი? რამდენი თამაში მინახავს რომ უბრალოდ ავტობუსი კი არა ტანკი ეყენა როცა მეტი გზა არ იყო. ასე რომ ყველასთან შეტევით ვერ ითამაშებ მუდმივად როდესაც რესურსიც არ გაქვს ვაფშე როგორ ადარებ ჩმოურინიოს ავტობუსს
0
№10
ავტორი: JuanMata
27 მარტი 2019 17:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვან გაალის ფეხბურთი ძაან საზიზღრობა იყო, ჩანაფიქრი შეიძლება კარგი ჰქონდა, მაგრამ შესრულება არ გამოუვიდა.

დანარჩენში ვეთანხმები, იგივე ფეხბურთს თამაშობს მანჩესტერი, ოღონდ განსხვავება მარტო გამარჯვებებში არაა, მაღალი დაცვით და აგრესიული პრესინგით ვთამაშობთ ახლა.

პოზიციურ შეტევებში ისევ ვჭედავთ, უბრალოდ ახლა წინა ხაზის აისწრაფეს უფრო კარგად ვიყენებთ.

მაგრამ მგონია, რომ ზაფხულის შემდეგ შეიცვლება სტილი და უფრო მეტად ბურთის ფლობაზე ორიენტირებული იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

17 აგვისტო 2020, 23:00
იუნაიტედი
სევილია
ევროპა ლიგა
სევილია17 აგვისტო

წინა მატჩები

10 აგვისტო 2020, 23:00
იუნაიტედი1
კოპენჰაგენი0
ევროპა ლიგა
5 აგვისტო 2020, 23:00
იუნაიტედი2
ლასკი1
ევროპა ლიგა
26 ივლისი 2020, 19:00
ლესტერი0
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
კოპენჰაგენი10 აგვისტო
ლასკი5 აგვისტო
ლესტერი26 ივლისი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top