თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2019, 22:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2016,
კომენტარები: 4
"იუნაიტედს" რვა ფეხბურთელი უბრუნდება
ლაზარეთში ფეხბურთელების რაოდენობა იკლებს.
პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრძოლას წამაქეზებელი ფაქტორები დაემატა, ვინაიდან მიმდინარე კვირაში კლუბს რვა ტრავმირებული ფეხბურთელი უბრუნდება.

დროებითი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი საგონებელში ჩავარდა საერთაშორისო მატჩების დროს, რამაც გამოიწვია მარკუს რეშფორდის, ლუკ შოუს, ნემანია მატიჩის, რომელუ ლუკაკუსა და ენტონი მარსიალის ტრავმები.

თითოეული მათგანი იძულებული იყო, ნაკრების რიგები დაეტოვებინა და კლუბში დაბრუნებოდა, რათა ფორმის აღდგენასა და ტრავმის მოშუშებაზე ეზრუნა, რომ შაბათს "უოტფორდთან" თამაში მოეხერხებინა, მაგრამ შესაძლოა, რომელუ ლუკაკუს უფრო მეტი დრო დასჭირდეს ტერფის ტრავმის განსაკურნად.

ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანი ასევე ახერხებენ ტრავმის მოშუშებას, მაგრამ ალექსის სანჩესს კიდევ სამი კვირა დასჭირდება, სანამ მოედანზე გასვლას შეძლებს.

ვალენსია, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს "იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, "ნიუკასლთან" 2 იანვარს ჩატარებული მატჩის შემდეგ არ გამოსულა მოედანზე საკლუბო დონეზე.

თუმცა ეკვადორის ნაკრებში პარასკევს ჩაატარა მატჩში და აშშ-სთან 2-0 დამარცხდა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2019 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
DZaan magari siaxle
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 23:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია კარგი, ამ ბოლო დროს ძაან გაივსო ისედაც ლაზარეთი.
0
№3
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლუკაკუ უნდა დაბრუნდეს მალე თორე არ მოხდება კაი ამბავი
2
№4
ავტორი: giorgiginturi
27 მარტი 2019 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ვალენსია, როხო, დარმიანი, ჯონსი, სანჩესი. უეჭველი გასაყრელი ხალხია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top