ბოლოდროინდელი სპორტული პრესა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ირგვლივ, სულ უფრო ხშირად და აქტიურად ტრიალებს.
ამას ზედ დაერთო ის განცხადება, სადაც ფრანგმა საკუთარი სიმპატიების შესახებ ისაუბრა "რეალ მადრიდის" მიმართ.
ESPN - ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას შესახებ გაკეთებულ ნებისმიერი სახის წინადადებას დაბლოკავს, გუნდი ზაფხულში ფეხბურთელის გაშვებაზე არ ფიქრობს.
"წითლების" ამჟამინდელი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდში დარჩენის შემთხვევაში, სწორედ ფრანგი ფეხბურთელის ირგვლივ გეგმავს იმ გუნდის შენებას, რომელიც სამომავლოდ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.