მარკუს რეშფორდმა კიდევ ერთი ესპანური კლუბის სამიზნეთა სია შეავსო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნეთა სიაში მოხვდა.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფორვარდი "იუნაიტედის" ძირითად ცენტრალურ თავდამსხმელად იქცა და საგრძნობ პროგრესს მიაღწია. თანაც, მისი გარდასახვა მთავარი მწვრთნელის შეცვლით სულაც არ ყოფილა გამოწვეული - ინგლისელი ჟოზე მოურინიოს გუნდშიც ახერხებდა თავის გამოჩენას.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo კი მარკუსს თავისი გაზეთის პირველ გვერდს უთმობს და იტყობინება, რომ "ბარსელონა" მარკუსში ლუის სუარესის შემცვლელს ხედავს.
32 წლის ურუგვაელი ვეღარ აკმაყოფილებს კატალონიელთა მოთხოვნილებებს, ვინაიდან ისინი ეძებენ ფორვარდს, რომელიც ერთნაირი წარმატებით იმოქმედებს როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრალურ პოზიციაზე.
თუმცა, რეშფორდის გარდა ლა ლიგის ჩემპიონები ლუკა იოვიჩისა და ანტუან გრიზმანის კანდიდატურასაც განიხილავენ, მაგრამ მხოლოდ ინგლისელის ალტერნატივის სახით.
"ნოუ კამპზე" მიაჩნიათ, რომ თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე რეშფორდი იდეალურად ერგება ერნესტო ვალვერდეს გუნდს. გარდა ამისა, მარკუსმა ჯერ კიდევ ვერ გააფორმა ახალი კონტრაქტი "იუნაიტედთან", მოქმედი კი მომდევნო წელს იწურება.
"ბარსელონაში" აცნობიერებენ, რამდენად რთული იქნება ინგლისელის გადაბირება, მაგრამ ამის გამო დანებებას არ აპირებენ.
ვალვერდეს რეშფორდის საქმეში ხილვის საშუალება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ექნება, სადაც მისი კლუბი "იუნაიტედს" დაუპირისპირდება.