თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2019, 14:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1392,
კომენტარები: 5
ფერგიუსონმა NHS-ის სავაადმყოფოს 405 ათასი ფუნტი გადაურიცხა
სერ ალექს ფერგიუსონის მადლობა სავაადმყოფოს, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა.
ფერგიუსონმა NHS-ის სავაადმყოფოს 405 ათასი ფუნტი გადაურიცხა
სერ ალექს ფერგიუსონმა NHS-ს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობის ნიშნად 405 ათასი ფუნტი სტერლინგი შესწირა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა მწრთვნელმა თავის ტვინის ოპერაცია სწორედ ამ სავაადმყოფოში ჩაიტარა 2018 წლის მაისში.

პარასკევ საღამოს, ფერგიუსონმა მანჩესტერის სასტუმროში საქველმოქმედო საღამო გამართა, რითაც თავის შემოწირულობას თანხა კიდევ დაუმატა.

ლეგენდარულმა მწრთვნელმა, რომელიც ახლა 77 წლისაა, სასტუმროს ფული მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ჩაურიცხა.

ფერგიუსონს თანხების მოძიებაში "ლივერპულის" მწრთვნელი იურგენ კლოპი და მსახიობი ჯეიმს ნესბიტი დაეხმარნენ.

წყაროს მიხედვით, სერ ალექსი მთელი ღამის განმავლობაში საოცარ ფორმაში იყო და სტუმრები მისი ისტორიებით ძალიან გაართო. საღამოს შედეგად ძალიან ბევრი ფული მოგროვდა, მაგრამ სერ ალექსის მოტივაცია მთელი თანხის NHS-ისთვის გადარიცხვა წარმოადგენდა.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა შოტლანდიური დუეტი The Proclaimers. მათ გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს და ამ გზით დამატებითი შემოსავალიც მიიღეს.

ფერგიუსონი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების შემდეგ ხშირად ჩნდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრიბუნებზე. გარდა ამისა, შოტლანდიელი ნორვეგიელ მწრთვნელთან მუდმივ კავშირშია და ოლე გუნარს ხშირად აძლევს რჩევებს მიმდინარე მატჩებთან დაკავშირებით.


წყარო: DailyMail
სხვა
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2019 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Yvelanairad magari pirovnebaa❤️
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
26 მარტი 2019 17:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ამას ქვია დაფასება ამაგის.დიდი პიროვნება უდიდესი უფრო სწორი იქნება თქვა ადამიანმა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 23:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლეგენდარული
0
№4
ავტორი: gaga1987
27 მარტი 2019 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Lrgenda

Legenda kacia
0
№5
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დიდხანს სიცოცხლე ბაბუს <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top