თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2019, 12:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1414,
კომენტარები: 3
ინგლისში, საუკეთესო ლეგიონერი მეკარე დასახელდა
ყოფილი "წითელი ეშმაკი", მოწოდების სიმაღლეზეა.
ინგლისში, საუკეთესო ლეგიონერი მეკარე დასახელდა
BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომელსაც პრემიერ ლიგის ისტორიაში, საუკეთესო ლეგიონერი ფეხბურთელები, სხვადასხვა პოზიციაზე უნდა დაესახელებინა.

საუკეთესო ლეგიონერ შემტევად, ახლო წარსულში ცნობილი, "არსენალის" შესანიშნავი ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი ერთპიროვნულად დასახელდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა: კრიშტიანუ რონალდუმ და ერიკ კანტონამ გადაინაწილეს.

რაც შეეხება ცენტრალური მცველის პოზიციას, აქ ფანატებმა "მანჩესტერ სიტის" ბელგიელი უკანახაზელი ვინსენტ კომპანი დაასახელეს, კომპანის შემდე ასევე ყოფილი "წითელი ეშმაკები" ნემანია ვიდიჩი და იაპ სტამი დასახელდნენ.

საუკეთესო მეკარის წოდება კი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ერთ ერთ გამორჩეულ და საუკეთესო მეკარეს პიტერ შმეიხელს ხვდა წილად, რომელმაც გულშემატკივრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და აღნიშნულ ნომინაციაში უპირობო წარმატებას მიაღწია.

პეტერ ჩეხი და "მანკუნიანელების" ამჟამინდელი კიპერი დავიდ დე ხეა, მეორე მესამე პოზიციას დაჯერდნენ.


წყარო: sports
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2019 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ulaparakod ❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 23:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კონპანი რა ლოგიკით ჯობდა ვიდიჩს?! :(
0
№3
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მართლაც რომ საუკეთესო იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top