თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2019, 08:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1697,
კომენტარები: 9
სიახლეები სანჩოს ტრანსფერის შესახებ
"დორტმუნდის" სპორტული დირექტორი სანჩოს ტრანსფერზე საუბრობს.
სიახლეები სანჩოს ტრანსფერის შესახებ
"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მაიკლ ზორკმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და სანჩოსთან დაკავშირებული ჭორები სრულიად არარელევანტურია.

ბოლო დროს ბევრი იწერებოდა "იუნაიტედისა" და სანჩოს შესახებ. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც 19 წელი სამშაბათს შეუსრულდა, 100 მილიონ ფუნტად ფასდებოდა. სანჩოს შეძენის ინტერესი "წითელმა ეშმაკებმა" და პსჟ-მ გამოიჩინეს. შესაბამისად, ზორკს პოტენციური ტრანსფერის შესახებ კითხვები დაუსვეს, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:

"წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის ეს შემოთავაზება ამ მომენტისთვის სრულიად ირელევანტურია."

სანჩო "დორტმუნდში" "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა 2017 წლის ზაფხულში. ლონდონელ ვარსკვლავს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მართალია სანჩო ერთ დღეს კლუბს დატოვებს, მაგრამ მომავალ სეზონში ისევ "ბორუსიას" მაისურით ითამაშებს.

"სანჩოს ფასზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ მისი შეძენა მსოფლიოს უდიდეს კლუბებსაც კი გაუჭირდებათ."

"ჯეიდონი შემდეგ სეზონში "დორტმუნდში" ითამაშებს და ჩვენ ეს უკვე დაგეგმილი გვაქვს. ისიც კარგად ვიცით, რომ კარიერის ბოლომდე აქ არ დარჩება, მაგრამ მომავალ სეზონში ჩვენთან იქნება."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
26 მარტი 2019 09:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ვაი შე ყ**ო
ეს ვაჭრუკანაც რომ თავს გამოიდებს!
ჩემპიონი გუნდი ჯერ არ დაუშლია ვითომ ამ ქლესას. ვაცკეს კითხე აბა უკვე შეთანხმებული ხო არაა ?! ****
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
26 მარტი 2019 13:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
ციტატა: kobinio
ვაი შე ყ**ო
ეს ვაჭრუკანაც რომ თავს გამოიდებს!
ჩემპიონი გუნდი ჯერ არ დაუშლია ვითომ ამ ქლესას. ვაცკეს კითხე აბა უკვე შეთანხმებული ხო არაა ?! ****

აუ არ თქვა ისე ლაპარაკობს ვითომ ნიახურივით მე ვყიდიდი ფეხბურთელებს.ამათ რომ რამეზე პრეტენზია ქონოდათ ჩემპიონ გუნდს არ დაანგრევდნენ თან არაერთხელ
0
№3
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2019 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Bevrs uchikchikia Ese :)))
0
№4
ავტორი: Lalana
26 მარტი 2019 14:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ნუ ამის საუბარი უბრალოდ იმის დასტურია რომ ამაშიც არანაკლებს ააახევენ გუნდს როგორც ეს დემბელეს შემთხვევაში მოხდა.კარგი ბიჭია სანჩო,ძალიან მომწონს,მაგრამ დიდი ხანია უკვე დორტმუნდის ფეხბურთელების დიდად აღარ მწამს.
0
№5
ავტორი: sandroo
26 მარტი 2019 14:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: Lalana
ნუ ამის საუბარი უბრალოდ იმის დასტურია რომ ამაშიც არანაკლებს ააახევენ გუნდს როგორც ეს დემბელეს შემთხვევაში მოხდა.კარგი ბიჭია სანჩო,ძალიან მომწონს,მაგრამ დიდი ხანია უკვე დორტმუნდის ფეხბურთელების დიდად აღარ მწამს.

ისე დორტმუნდს რამდენი ტალანტი ყავდა ამ ბოლო წლებში, სანჩო, დემბელე, ლევანა,, ჰუმელსსი, ვიში კლასი სუყველა, გიოტცეებზე და ეგეთებზე აღარც ვსაუბრობ
0
№6
ავტორი: Lalana
26 მარტი 2019 15:22
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: sandroo
ციტატა: Lalana
ნუ ამის საუბარი უბრალოდ იმის დასტურია რომ ამაშიც არანაკლებს ააახევენ გუნდს როგორც ეს დემბელეს შემთხვევაში მოხდა.კარგი ბიჭია სანჩო,ძალიან მომწონს,მაგრამ დიდი ხანია უკვე დორტმუნდის ფეხბურთელების დიდად აღარ მწამს.

ისე დორტმუნდს რამდენი ტალანტი ყავდა ამ ბოლო წლებში, სანჩო, დემბელე, ლევანა,, ჰუმელსსი, ვიში კლასი სუყველა, გიოტცეებზე და ეგეთებზე აღარც ვსაუბრობ

კი,ძალიან მაგარ აღმოჩნებს აკეთებენ,მაგრამ ერთი ის არის რომ იშვიათია დორტმუნდის გარეთ ვინმემ ისეთ შედეგს მიაღწიოს როგორსაც დორტმუნდში აღწევდა.მაგალითად თავის დროზე კაგავაც ძალიან კარგად გამოიყუბოდა,ჩვენთან გამდოვიდა და ვერ გაამართლა,შემდეგ გიუდოგანი იყო,რომლიც სიტიში გადავიდა და იმას რასაც დორტმუნდში თამაშობდა ისეთ თამაშს ვერ აჩვენებს,მერე გიოთსეც იყო და ვნახეთ რა დაემართა,ძაან მაგარი ტალანტი იყო და ისიც ჩაფლავდა,თუ არეგნტინასთან იმ გოლს არ ჩავთვლით,შემდეგ მხითარიანი იყო,რომელსაც უმაგრესი სტატისტიკა ჰქონდა,მაგრამ დიდად ავანსები ვერც მაგან გაამართლა.ერთადერთი ლევანდოვსკიმ დადო საკმაოდ მაგარი შედეგი დორტმუნდის გარეთ,ასე თუ ისე ჰუმლსმაც,მაგრამ ვფიქრობ ჰუმელსი უფრო კარგი დორტმუნდში იყო ვიდრე ბაიერნშია,ამიტომაც ვშიშობ მიაღწევს თუ არა სანჩო იმას რასაც მისგან ველით,ჯერ არც გადმოულა მაგრამ მაინც.ამ ყველაფრიდან გამომდინარე ცოტათი ეჭვები მიჩნდება,მაგრამ დოტმუნდში ნამდვილად კარგად გამოიყურება.
0
№7
ავტორი: kobinio
26 მარტი 2019 20:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kobinio
ვაი შე ყ**ო
ეს ვაჭრუკანაც რომ თავს გამოიდებს!
ჩემპიონი გუნდი ჯერ არ დაუშლია ვითომ ამ ქლესას. ვაცკეს კითხე აბა უკვე შეთანხმებული ხო არაა ?! ****

აუ არ თქვა ისე ლაპარაკობს ვითომ ნიახურივით მე ვყიდიდი ფეხბურთელებს.ამათ რომ რამეზე პრეტენზია ქონოდათ ჩემპიონ გუნდს არ დაანგრევდნენ თან არაერთხელ

მიხენის სელექციონრები და ვაჭრუკანები
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 23:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიანიშნა რო დაბალ ფასში არ გაყიდიან თორე სანჩომ რო მოინდომოს წასვლა ვინ დააკავებს
0
№9
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბევრი მაყუთი უნდაათ ბევრიი და თვალს არ დაახამხამებენ ისე გამოუშვებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top