თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2019, 08:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1776,
კომენტარები: 8
"აღარ ვაპირებდი, რომ მისთვის ჩვენი წამების უფლება მიმეცა"
სერ ალექსის რჩევები "ბარსელონასთან" მატჩის წინ.
ოლე გუნარ სოლსკიაერმა ლიონელ მესის შესაჩერებლად სერიოზული გეგმა უნდა მოიფიქროს. შეგახსენებთ, რომ შემდეგ თვეში "ოლდ ტრაფორდი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

"ბარსას" ფორვარდი ისევ და ისევ საოცარ ფორმაშია. არგენტინელმა ბოლო ექვს მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. მათ შორის მის ანგარიშზე ორი ჰეთ-ტრიკია. სოლსკიაერმა შესაძლოა, მისი ძველი მწრთვნელის გამოცდილება გამოიყენოს და სწორედ ამ გზით ეცადოს მესის შეჩერებას.

ფერგიუსონის შეგირდებს "ბარსელონასთან" დაპირისპირება 2009 და 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოუწიათ. შეგახსენებთ, რომ "წითლები" ორივე მატჩში დამარცხდნენ. სერ ალექს ფერგიუსონმა ამის შემდეგ მესის შეჩერების გეგმის დაწერა დაიწყო.

"ბარსელონას" ამ ნაწილში დასამარცხებლად ძალიან კარგი ცენტრალური მცველები გჭირდებათ, რომლებიც მყარად იდგებიან თავის პოზიციაზე,"-აცხადებს სერ ალექსი თავის ავტობიოგრაფიაში.

"რიო და ვიდიჩი იმ ასაკში იყვნენ, როცა ისინი საკუთარ სივრცეს იცავდნენ. ამაში ცუდი არაფერია, ყველაფერი სწორია, მაგრამ როდესაც "ბარსელონასთან" თამაშობ ეს საკმარისი არ არის, საერთოდ არ არის."

"გჭირდება მცველები, რომლებიც მხოლოდ მესიზე მოახდენენ კონცენტრაციას და საერთოდ არ იღელვებენ იმაზე, თუ რა ხდება მათ უკან. დავუშვათ, ის მაინც გაცდება, მაგრამ არაუშავს. მეტი სივრცე იქნება მისთვის ჩაკეტილი და ჩვენს კარში დარტყმის შესაძლებლობა მცირდება."

"ამ ყველაფრის შემდეგ მე საკუთარ თავს ვუთხარი: როდესაც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ დავუპირისპირდებით, სმოლინგსა და ჯონსს, ან სმოლინგსა და ევანსს პირდაპირ მესის მივამაგრებ. არ ვაპირებდი, რომ ლიონელისთვის ისევ მიმეცა ჩვენი წამების უფლება."

თუმცა ფერგიუსონს ამის შანსი აღარ მისცემია, რადგან მან "ოლდ ტრაფორდი" 2013 წელს დატოვა. შესაძლოა, მისი რჩევები ოლე გუნარმა გამოიყენოს.


წყარო: M.E.N.
სხვა
8 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
26 მარტი 2019 10:02
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ჰერერა თუ ჯანზე იყო მაგას აქვს უნარი ლიდერების გათიშვისა.ისეთი ელასტიური და მოძრავი მცველი მგონია რომ არ გვყავს ვინც ლეოს ცობრუტს აიტანდა და თავს გაართმევდა
1
№2
ავტორი: Dato kutaisi
26 მარტი 2019 13:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: kobinio
ჰერერა თუ ჯანზე იყო მაგას აქვს უნარი ლიდერების გათიშვისა.ისეთი ელასტიური და მოძრავი მცველი მგონია რომ არ გვყავს ვინც ლეოს ცობრუტს აიტანდა და თავს გაართმევდა

ერერა როცა კაცს მიამაგრებ მაგარი საკაიფოდ ართმევს თავს.მაგრამ პრობლემა მარტო მესი რო არაა ეგეც ფაქტია.მესი თავად არ შეუტევს მაგრამ ერთ პასსს გაუშვებს ჩაკიდებულს მოჭრის დაცვას და მეყოლე ვარდივით.ურთულესი მატჩები გველის
0
№3
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2019 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Unda gavacherot sxva gza araa:)))
0
№4
ავტორი: sandroo
26 მარტი 2019 14:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kobinio
ჰერერა თუ ჯანზე იყო მაგას აქვს უნარი ლიდერების გათიშვისა.ისეთი ელასტიური და მოძრავი მცველი მგონია რომ არ გვყავს ვინც ლეოს ცობრუტს აიტანდა და თავს გაართმევდა

ერერა როცა კაცს მიამაგრებ მაგარი საკაიფოდ ართმევს თავს.მაგრამ პრობლემა მარტო მესი რო არაა ეგეც ფაქტია.მესი თავად არ შეუტევს მაგრამ ერთ პასსს გაუშვებს ჩაკიდებულს მოჭრის დაცვას და მეყოლე ვარდივით.ურთულესი მატჩები გველის

მემგონია მესის თუ გავაჩერებთ მერე სუარესის გაჩერება არიქნება ძაან რთული. პოგბამ უნდა ივაჯკაცოს ცენტრში სერიოზულად
0
№5
ავტორი: SHOTAMESSI10
26 მარტი 2019 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
მესის გაჩერება შეიძლებელია
0
№6
ავტორი: David_Beckham7
26 მარტი 2019 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ჩემი აზრით სწორი მოდგომაა მინიმუმ 1 ფეხბურთელი მესის არ უნდა შორდებოდეს. რატომღაც მგონია ბაის თუ ათამაშებს უფრო სწრაფი და ელასტიურია ვიდრე სმოლინგი და უკეთესად აიყვანდა მესის
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 23:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ალბათ ერერა ყველაზე კარგი ვარიანტია
0
№8
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემი აზრით სწორედაც რომ მარტო მესია პრობლემაა ეს ბარსელონა არაა ეს არის მესელონაა და დიდი იმედებით ვარ მესელონასთან. ერერამ და პოგბამ უნდა ივაჟკაცონ და ცენტრი უნდა მოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top