"ჰამბურგის" თავდასხმელის სონ ხემ მინას აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტით "იუნაიტედი" და "ჩელსი" ინტერესდებიან, რომლებმაც გერმანულ კლუბს წინადადებით მიმართეს.
20 წლის თავდასხმელი ამ სეზონში "ჰამბურგის" ნამდვილი ლიდერია. ამ მომენტისთვის კორეელმა უკვე 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელით უკვე დაინტერესდნენ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".
"ინტერის სკაუტებს წესით უნდა ენახათ მისი თამაში, მაგრამ მათთან კონტაქტი საერთოდ არ მქონია".
"ტრანსფერი ამ ზაფხულს. მან უკვე მოაწერა ჰამბურგთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი, თუმცა არის შემოთავაზებები ისეთი კლუბებიდან როგორებიც"ჩელსი" და "იუნაიტედი" არიან".-განაცხადა მინას აგენტმა Interlive-თან ინტერვიუში.