თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2019, 11:16
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1773,
კომენტარები: 3
"ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვება საუკეთესო მოგონებაა"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,

სეზონის დასასრულს ვუახლოვდებით, ორ თვეზე ნაკლები დაგვრჩა. ყველა მოუთმენლად ველით პრემიერ ლიგის დაბრუნებას "ოლდ ტრაფორდზე". "უოტფორდისთვის" მზად ვართ.

ვარჯიშების მხრივ, ეს კვირა ძალიან პოზიტიური იყო ჩემთვის. ყველა შანსი გამოვიყენე და ყველაფერი გავაკეთე, რათა ინგლისის თასის მატჩში მიმეღო მონაწილეობა. კარგად ვგრძნობ თავს და ყველაფეს გავაკეთებ, რათა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

გასულ კვირას ბევრმა შემახსენეთ, რომ უკვე ოთხი წელი გავიდა იმ დიდებული გამარჯვებიდან "ენფილდზე", სადაც იმდენად იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ "ლივერპულის" კარი ორჯერ დამელაშქრა. ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო ჩემს კარიერაში.

ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა იმ დღეს... პასები, შეხებები, პირველი გოლი, შემდგომ უკვე მეორეც... იმ მომენტში ჩვენი გულშემატკივრები ზუსტად ჩვენ სიახლოვეს ისხდნენ, ასე რომ მათთან ერთად აღნიშვნის შანსი მოგვეცა. ზოგიერთი ადამიანი ფეხბურთელად გახდომას მხოლოდ იმიტომ გადაწყვეტს, რომ ასეთი მომენტებით იცხოვროს. ყველაზე ამაღელვებელი კი ყოველთვის იმის ხილვაა, თუ როგორ აბედნიერებ გულშემატკივრებს და რამხელა სიამოვნებას ანიჭებ მათ. სწორედ ეს მატებს ამ ყველაფერს აზრს. ეს უბრალოდ დაუვიწყარი დღე იყო.

რაც შეეხება სანაკრებო შესვენებებს, მინდა, რომ ესპანეთს მივულოცო ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებით დაწყება. მარტივი მატჩი ნამდვილად არ აღმოჩნდა და ზუსტად ისეთ სტილში ითამაშეს, რომელიც მე მიზიდავს და მომწონს.

ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ინგლისის მიერ აღებული სტარტი. მათ უამრავი გოლი გაიტანეს და თანაც რაღაც ძალიან კარგს ქმნიან. გარეთ საუთგეიტმა ჩვენ ბევრი კარგი რამ დაგვანახა მსოფლიო ჩემპიონატზე და აშკარაა, რომ ამ ახალგაზრდა თაობით ძალიან კარგი გუნდის შექმნას შეძლებს.

და ბოლოს, ლუი ვან გაალმა ახლახანს პენსიაზე გასვლის შესახებ განაცხადა. მინდა, რომ მას ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო და მადლობა გადავუხადო იმ დროისთვის, რაც ჩვენთან ერთად გაატარა (ეს "ენფილდზე" გამართულ მატჩსაც მოიცავს).

ის ბრწყინვალე მწრთვნელი იყო, ყურადღებიანი და პატიოსანი ადამიანი. შესაძლოა, გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანდა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მასთან. შესანიშნავი ადამიანია, მაღალი ღირებულებებით. მადლობა ლუი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.

გეხვევით,
ხუანი.


წყარო: ManUtd.com
მატას ბლოგი
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
26 მარტი 2019 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Ra magari adamiania Es kaci ❤️
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 23:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მატას ბლოგების კითხვა ერთი სიამოვნებაა
0
№3
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაცი პოზიტივი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top