თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2019, 19:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1495,
კომენტარები: 5
ერერა დუმილს არღვევს
ესპანელი პრესაში გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს.
ერერა დუმილს არღვევს
ბოლო დროს ძალიან ბევრი იწერებ ანდერ ერერას პსჟ-სთან დაკავშირებულ მომავალზე. ესპანელმა დუმილი დაარღვია და შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ნახევარმცველის კონტრაქტი რამდენიმე კვირაში იწურება. თუ ესპანელი და "იუნაიტედი" ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, ერერას "ოლდ ტრაფორდის" დატოვება თავისუფალი აგენტის რანგში შეეძლება.

"როდესაც მიმდინარე კონტრაქტი სამ თვეში გეწურება სავსებით ლოგიკურია, რომ პრესა შენი შემდეგი კლუბების შესაძლო ვარიანტებს ეძებს. თავიდანვე ვიცოდი, რომ მსგავსი რამეები დაიწერებოდა. ეს სავსებით ნორმარულია, მე მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვარ ფოკუსირებული. კიდევ თვენახევარი დარჩა სეზონის დასრულებამდე და ვნახოთ რა მოხდება."

"ყველაფერი დანარჩენი ჩემს აგენტზეა დამოკიდებული. შესაძლოა, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივოთ, ან თუნდაც სხვა კლუბში გადავიდე. ვნახოთ, ბევრს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით."

ნახევარმცველი "იუნაიტედმა" 2014 წელს შეიძინა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს ხომ არ ფიქრობდა, რომ საკუთარი თავი უკვე ამოწურა, რაზეც მათ შემდეგი პასუხი მიიღეს:

"არ მინდა იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდება ოთხ თვეში, ასე რომ არ ვიცი დამთავრდა თუ არა ჩემი ერა პრემიერ ლიგაში. ძალიან სმიასმოვნებს ინგლისის ყველაზე დიდ კლუბში თამაში. გულშემატკივრებს ვუყვარვარ, ფენომენალურად მექცევიან და მეც ყოველთვის ვცდილობ მათ მოსმენას და მათთვის სიამოვნების მინიჭებას. თუმცა არ ვიცი რა მოხდება მომავალში, ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული."

"ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობ არის ის, რომ შემდეგ კვირაში "უოტფორდი" დავამარცხოთ. თუ ამას იმსახურებ და თუ პატიოსანი და კარგად მომუშავე ადამიანი ხარ, მაშინ ყველაფერს შეძლებ. დაველოდოთ."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
25 მარტი 2019 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Guli kaci
0
№2
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2019 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არსად არ წავა დარწმუნებული ვარ love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 00:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა გაუხანგრძლივონ, ერერა თუ არ იმსახურებს აბა ვინ უნდა იმსახურებდეს?!
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
26 მარტი 2019 08:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მთავარია იანგს და ველანსიას არ ამოეწუროს კონტრაქტი თორე ერერას ნაირები რაში გვჭირდება.ოხ ამ ვუდვორდთან ჩამკეტა ლიფტში 15 წუთი და მერე 15 წუთით მოურინიოსთან.აუ რას მოვიოხებდი გულს და მოვიფხანდი ხელებს.ამათი ****ბების გამოა ჯერ კიდევ რო დაუბალანსებელი სასტავი გვყავს
1
№5
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამას მალევე გაუხანგძლივებენ კონტრაქტს ამის გაშვება გამორიცხული თემაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top