თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2019, 19:38
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1556,
კომენტარები: 4
შერინგემი: "ოლეს შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია"
შერინგემის განცხადებით, ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
შერინგემი:
ტედი შერინგემი დარწმუნებით აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მისი განცხადებით, ხელმძღვანელობა ოლე გუნარის დატოვებას აპირებს.

სოლსკიაერი კვლავაც ყველას ფავორიტად რჩება მიუხედავად ზედიზედ ორი წაგებული მატჩისა "არსენალისა" და "ვულვზის" წინააღმდეგ.

ნორვეგიელმა ყველა გაოგნებული დატოვა "ტოტენჰემის", "არსენალის", "ჩელსისა" და პსჟ-ს დამარცხებით, თუმცა ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ ჩქარობს ახალი მუდმივი მწრთვნელის დასახელებას.

"ყური მოვკარი, რომ მათ ოლეს შენარჩუნება უკვე გადაწყვიტეს. მართალია, ბოლო ორი მატჩი ცოტათი იმედგამაცრუებელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ამოსასუნთქად სჭირდებოდათ."

"ვფიქრობ, რომ მისმა დანიშვნამ უამრავი ადამიანი გააოცა. თუმცა ის მოვიდა და ყველა ის ტრადიცია გააცოცხლა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ეს კლუბი ნერგავდა. ფეხბურთელები უკვე გრძნობენ და იციან, თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით თამაში, რამხელა პრივილეგიაა ეს, რამხელა პატივია ამ მაისურის ტარება."

"ჩვენ ამ ყველაფერს მთელი სხეულით განვიცდიდით, ბოლო დროს ფეხბურთელებმა ეს შეგრძნებები დაკარგეს, თუმცა ოლეს მოსვლის შემდეგ ყველაფერი დაბრუნდა. ეს ისევ იქცა მათი ცხოვრების მთავარ ნაწილად, მთავარ იდეად. ყველას აქვს დაუცხრომელი სურვილი გამარჯვებისა და გულშემატკივრების გაბედნიერების. ისინი ამ მაისურს უკვე დიდი მოწიწებითა და სიამაყით ატარებენ."


წყარო:M.E.N.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
25 მარტი 2019 20:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
love
0
№2
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2019 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
იმედია მალე გამოაცხადებენ love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 00:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
80%-ით უკვე გადაწყვეტილი იქნება.
0
№4
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდა მაგას რათ უნდა ზედმეტი ბჭობაა. უნდა დატოვონ თან დიდი ხნით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top