თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2019, 18:16
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1258,
კომენტარები: 8
მატა ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს
ესპანელის "მანჩესტერული" კარიერა დასასრულს უახლოვდება.
მატა ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს
"წითელი ეშმაკების" ერთ-ერთმა ფავორიტმა ფეხბურთელმა ხუან მატამ, შესაძლოა, სულ მალე "მანჩესტერული" კარიერა საკუთარი ნებით დაასრულოს. ფეხბურთელი, ხელმძღვანელობის მხრიდან შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებას ხელს არ აწერს.

30 წლის ესპანელს, "მანკუნიანელებთან" ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც მას თავისუფალი აგენტის სტატუსით, ნებისმიერი კლუბის მაისურის მორგება შეეძლება.

მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა შეთავაზებულ ხელშეკრულებამ გაანაპირობა, მატას კლუბის მენეჯმენტმა მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ფეხბურთელის სურვილები კი შემდეგნაირია: ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი, გაუმჯობესებული სახელფასო განაკვეთით.

მიმდინარე სეზონში, მატამ ინგლისის პრემიერ ლიგის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარი აქტივი კი 2 გოლით და 3 საგოლე გადაცემით შეავსო.

წყარო: sports
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 მარტი 2019 18:40
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მატას მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მისთვის ახალი გრძელვადიანი და თანაც გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზება, ცოტა შეუსაბამოდ მიმაჩნია სიტუაციასთან. კლასი, რომ აქვს ამ კაცს ეგ ცხადია, ძალიან დიდი პოპულარობით, რომ სარგებლობს გულშემატკივრებში ესეც ცხადაი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ასაკი კარს მოადგა, დათანხმდეს ერთწლიან კონტრაქტს და დაამტკიცოს, რომ შეუძლია მინიმუმ რამოდენიმე წელი კიდე მაღალ დონეზე თამაში. მეორე მხარეცაა, არმგონია, რომ მატამ გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში სკამზე ჯდომა იუაროს, სკამისთვის კი იდეალური ვარიანტია.
0
№2
ავტორი: dybbuk
25 მარტი 2019 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მატას ისედაც საკაიფო ხელფასი აქვს და მემგონი არ უნდა ქონდეს იმის პრეტენზია რომ მოუმატონ იქიდან გამომდინარე რასაც თამაშობს. ამ შემთხვევაში მართლები არიან რომ არ თანხმდებიან ესპანელის მოთხოვნებს, უბრალოდ მეორე მომენტია რომ ასე უფასოდ ფეხბურთელებს არ უნდა ვკარგავდეთ, ვინც არ უნდა იყოს და მითუმეტეს მატას კალიბრის მოთამაშე. ესეც კიდევ ერთი დიდი მინუსი ვუდვორდს და მემგონი ყველაზე მაგარი ტრანსფერი მაგ პიტალოს მოშორებაა, ტიპმა რა დონეზე არია სანჩესის ხელფასით გუნდში სიტუაცია, ძაან დიდი პრობლემები გააჩინა ერთმა უაზრო ტრანსფერმა და როგორმე სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი და რაც შეიძლება მალე, სანამ მთელი გუნდი აჯანყებულა ხელფასის მომატების მოთხოვნით, პირველი ნაბიჯი კი ალექსის გაშვებაა და დალშე უნდა მიხედონ ამ თემას ნელ-ნელა, ასე არ შეიძლება.
0
№3
ავტორი: JuanMata
25 მარტი 2019 19:04
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არამგონია მატასთვის კონტრაქტის გაგრძელება ღირდეს, ცუდია რომ უფასოდ წავა, მაგრამ დიდად ოლეს სათამაშო სტილში ვერ ჯდება და თან ასაკშიცაა უკვე, იტალიის ან ესპანეთის ჩემპიონატი იდეალური იქნებოდა მატასთვის.
0
№4
ავტორი: shotkin
25 მარტი 2019 20:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კაი კაცია მარა ნამდვილად არ არის ერთ ერტი მთავარი ფიგურა გუნდში, ამის სისუსტე იყო და არის ფიზიკურობა ძაან სუსტია სულ ძირს გდია
0
№5
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2019 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ამას ვერ დავიჯერებ wink
0
№6
ავტორი: Malboro463
25 მარტი 2019 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
უნდა წავიდეს ესპანეთში თუ დაბრუნდება ითამაშებს მაღალ დონეზე
მარა ასეთი ფეხბურთელები გაუშვა და იანგი,მაკტომინისნაირები დაიტოვე მაგიც არა სწორი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
26 მარტი 2019 01:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მენანება მატა :)
0
№8
ავტორი: stepno
27 მარტი 2019 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან დიდ პატის ვცემ მატას მაგრამ ჩემი აზრით ამოწურა საკუთარი თავი ჯობია წავიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top