თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2019, 17:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1783,
კომენტარები: 15
Marca: რაიოლა პოგბას ტრანსფერზე მუშაობს
ფრანგი ფეხბურთელის მომავალი გაურკვეველია.
Marca: რაიოლა პოგბას ტრანსფერზე მუშაობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას, სამუშაო ადგილის შეცვლა და ახალი გამოწვევების მიღება სურს.

პოგბას მადრიდული გრანდის მაისურის მორგება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სურს, იუწყება ისეთი ცნობილი გამოცემა როგორსაც Marca წარმოადგენს.

აღნიშნული წყაროს მტკიცებით, ტრანსფერზე მუშაობა ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამაც დაიწყო. პოლის აზრით, მადრიდის "რეალი" მისთვის ახალი გამოწვევა იქნება, რომლის ხელიდან გაშვებას აღარ დააყოვნებს. ცალსახაა ინგლისური გრანდის პოზიცია ფეხბურთელთან დაკავშირებით, მათ პოგბას გაშვება არ სურთ.

გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ პოგბას "რეალში" გადასვლა, ესპანური კლუბის ახლადდანიშნულმა სპეციალისტმა ზინედინ ზიდანმა გადააწყვეტინა.
ჭორები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 მარტი 2019 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სანამ მანჩესტერში დაბრუნდებოდა პოგბას თავისუფლად შეეძლო, რომ რალში გადასულიყო, მაგრამ არ გადავიდა ასე, რომ უაზრო ჭორებია ეს ყველაფერი და მეტი არაფერი.
0
№2
ავტორი: David_Beckham7
25 მარტი 2019 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ეგრეა ზუსტად. უყვარს ეს კლუბი და ოლეს ხელში არსად არ წავა ესე მგონია და თუ წავა მაინც ისეთი ფასი უნდა დავადოთ რო ამის ფასად 2 მაგარი ფეხბირთელის ყიდვა შევძლოთ
0
№3
ავტორი: onlyred
25 მარტი 2019 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
გავუშვათ?

ქ ტოპ კლასის ცენტრი, მცველი და შემტევი დავიმატოთ და ეგაა
0
№4
ავტორი: Svanchester
25 მარტი 2019 18:22
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მომავალ სეზონში აუცილებლად ვიბრძოლებთ დიდი მიზნებისთვის, რამდენად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ხელმძღვანელობის მხრიდან ამ დროს პოგბას გაშვება ყველა ვხვდებით, არამგონია ეს სადმე წვიდეს მინიმუმ 2 წელი მაინც. პოგბა ტოპ კლასია, ის კლასი რომელიც ჩვენ გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება. am
0
№5
ავტორი: dybbuk
25 მარტი 2019 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
არაა გამორიცხული ეგრეც მოხდეს და თუ მაინც გაყიდეს, მაშინ ყველაფერი უნდა ქნან რომ ვერატი მოიყვანონ, რამდენი ხანია ვოცნებობ პოგბა-ვერატის ტანდემის ხილვას მანიუში და თუ არ უწერია ახდენა ცალ-ცალკეც არ ვიტყოდი უარს :DD დაინიშნა ზიდანი და წამოვიდა ჭორებიც, იქ დეხეაო, პოგბაო, აზარიო , აქეთ მანეო, კანტეო, დელიხტიო და ვინ არ უნდათ მოკლედ. მანჩესტერმა უნდა იზრუნოს პირველ რიგში იმაზე რომ ამ გუნდიდან წასვლის სურვილი არცერთ ფეხბურთელს არ გაუჩნდეს და რაღაც ძაან მეეჭვება ვუდვორდმა დაალაგოს ეს ყველაფერი, ჯერ სანჩესი მოიშოროს და მერე თვითონაც უნდა მიყვეს უკან.
1
№6
ავტორი: JuanMata
25 მარტი 2019 19:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჟოზეს დროს არ წავიდა, ახლა ნაკლებად მჯერა, რომ წავიდეს, სულ მცირე შემდეგი სეზონი მაინც დარჩება, თუ საგრძნობი წინსვლა ექნება კლუბს და საჭირო ტრანსფერებს გააკეთებენ, ახალ 5 წლიან კონტრაქტსაც დადებს.

ისე ვუდვორდს უთხრას ვინმემ, რომ არაა აუცილებელი კონტრაქტის ამოწურვას ელოდო, შუა გზაშიც შეიძლება ახალი კონტრაქტის შეთავაზება, ასევე ტრანსფერებიც შეიძლება წინასწარ განხორციელდეს, და არა აგვისტოს დედლაინზე.
0
№7
ავტორი: shotkin
25 მარტი 2019 20:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ისე მანჩესტერში რო აკრძლაონ გარკვეული პრონციპების გამო ფეხბურთელების რეალში გაშვება არა?
0
№8
ავტორი: ikeoni
25 მარტი 2019 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
სისულელე wink
0
№9
ავტორი: Devil
25 მარტი 2019 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ხან იწერება ბედნიერიაო ხან წასვლა სურსო :D
0
№10
ავტორი: england123
25 მარტი 2019 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ციტატა: shotkin
ისე მანჩესტერში რო აკრძლაონ გარკვეული პრონციპების გამო ფეხბურთელების რეალში გაშვება არა?

ძალიან არ გიყვარს შენ რეალი) ალბათ ბარსელონას გულშემატკივარი ხარ გეტყობა

ციტატა: shotkin
ისე მანჩესტერში რო აკრძლაონ გარკვეული პრონციპების გამო ფეხბურთელების რეალში გაშვება არა?

ძალიან არ გიყვარს შენ რეალი) ალბათ ბარსელონას გულშემატკივარი ხარ გეტყობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top