თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2019, 18:51
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1658,
კომენტარები: 6
10 მილიონი ფუნტი ჩემპიონშიპის ფეხბურთელისთვის
ზანფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" სამიზნე "ნორვიჩის" ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნება.
10 მილიონი ფუნტი ჩემპიონშიპის ფეხბურთელისთვის
The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნორვიჩის" ახალგაზრდა მცველის, ბენ გოდფრის გადაბირებას გეგმავს. "წითელი ეშმაკები" ინგლისელის სანაცვლოდ 10 მილიონ ფუნტიანი წინადადების შეთავაზებას აპირებენ.

ოლე გუნარ სოლსკიაერს დაცვის ცენტრის გაძლიერება ახალგაზრდა ფეხბურთელებით სურს, ერთ-ერთი კანდიდატი კი სწორედ გოდფრი გახლავთ.

მანჩესტერელთა სკაუტები მიმდინარე სეზონში 21 წლის მცველის თამაშებს აკვირდებიან. გამონაკლისი არც გასული ტურის შეხვედრა გამოდგა, სადაც მან "როტერჰემს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გოდფრი ამპლუით ცენტრალური მცველია, თუმცა მას ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა 27 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
24 მარტი 2019 19:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
არვიცი როგორ თამაშობს,მაგრამ დაცვა გასაძლიერებელია და ჯობს კულიბალიზე გადაერთნ თანხას + როხო ან ჯონსი მივცეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
24 მარტი 2019 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
უკეთეს მოვიყვანთ ეს ვინ ჩემი ფეხებია wink
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
24 მარტი 2019 21:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მცველი რო საყიდელია ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, მთავარია სწორი ტრანსფერი გაკეთდეს, კულიბალი კარგია მარა ემსგავსება ალდერვეირელდის ამბავს.
0
№4
ავტორი: nika1983
24 მარტი 2019 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
კარგი მცველია , ცჰემპიონშიპში საუკეტესოა , თ ან დზალაინ ახალგაზრდაა და დიდი შა ნსია , ძალაინ მაგარი გ ახდეს 1-2 სეზონსი , იყოს რას გიშლის , თა ნაც კაპიკებს იხდიან , მერე სანანებელი არ გა ხდეს , როგორც ს ანჩო წავიდა სიტიდან დორტმუდში 13 მილონ ევროდ
0
№5
ავტორი: stepno
25 მარტი 2019 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემპიონშიფის ფეხბურთელებით გავძლიერდეთ ხო შემდეგ სეზონში ლიგაა ხო უნდა მოვიგოთ
0
№6
ავტორი: mishiko1
25 მარტი 2019 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
არამგონია სიმართლე იყოს, რა ჩემპიონშიპი ესენი ხო არ უბერავენ ვინმე ნორმალური იყიდონ, ასე აპირებენ გაძლიერებას მაგნაირები და ბევრად უკეთესები ისედაც გვყავს მაგრამ მანიუს დონეს ვერ აკმაყოფილებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top