თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2019, 13:26
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1702,
კომენტარები: 6
რუნი: "ტაქტიკური თვალსაზრისით, ვან გაალი საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია"
ლეგენდარულმა ინგლისელმა ვან გაალზე ისაუბრა.
რუნი:
უეინ რუნიმ talkSPORT-თან ინტერვიუში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელებზე ისაუბრა. კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ლუი ვან გაალი ტაქტიკური თვალსაზრისით საუკეთესო სპეციალისტად დაასახელა, ვისთანც ოდესმე უმუშავია.

"ვფიქრობ, დევიდ მოიესის დანიშვნა ცოტა მოულონდელი იყო, თუმცა მისი 10-წლიანი კარიერა "ევერტონში" დიდებული იყო.

ტაქტიკური თვალსაზრისით ვან გაალი საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია. ვგულისხმობ, დაცვითი მოქმედებებისას ფუნქციის მინიჭებას. მასთან მუშაობისას, ყველამ იცოდა თავისი მოვალეობა. უბრალოდ შეტევაში ვერ ვახერხებდით ისე თამაშს, როგორც დაცვაში. რამდენიმე ტიტული მოიგო, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ წარიმართა, როგორც ვიმედოვნებდით"
- განაცხადა ლეგენდარულმა ინგლისელმა.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "ოლდ ტრაფორდს" 2014 წელს მიაშურა და "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესი შეცვალა. მაშინ ვან გაალმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, მაგრამ მხოლოდ 2 წელი გაწვრთნა "იუნაიტედი".

თავის პირველ სეზონში ვან გაალმა "იუნაიტედი" მეოთხე ადგილზე გაიყვანა პრემიერ ლიგაში, რაც წინა სეზონის შედეგის გაუმჯობესება იყო, მომდევნო წელს კი მან ინგლისის თასი მოიგო, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
23 მარტი 2019 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არის სიმართლის მარცვალი რუნის სიტყვებში... love am
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 მარტი 2019 14:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მე კიდე მგონია რო ვან გაალის მანჩესტერი ისტორიაში ყველაზე ცუდი გუნდი იყო, საზიზღარი.
0
№3
ავტორი: ikeoni
23 მარტი 2019 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Gasagebia magram roca fergistan gaqvs natamashebi 10 weli da martla amdeni tituli vangaalze laparaki Ravi...gasagebia magis taqtikac da yvekaferi magram DZaan cudi iyo chventan
1
№4
ავტორი: Malboro463
23 მარტი 2019 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მოესი ყველაზე უნიჭო იყოფრეგის მერე

ვინც დაინიშნა
1
№5
ავტორი: JuanMata
23 მარტი 2019 23:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვან გაალმა სასტავი ვერ შეკრიბა ნორმალური, თორემ გამონათებები ჰქონდა გუნდს, ძლიერ გუნდებთან ვთამაშობდით კარგად.
1
№6
ავტორი: Dato kutaisi
24 მარტი 2019 16:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ასე კიდეც რომ ფიქრობდე მაინც არ უნდა თქვა,სულ რომ სულელურად არ გამოჩნდე ამის გამო მაინც.
Ikeoni -ს ვეთანხმები ფერგის მერე სხვა ტრენერზე ლაპარაკი ყველაზე მცირე უტაქტობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top