თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2019, 21:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1689,
კომენტარები: 8
ერერას "იუნაიტედში" დარჩენა სურს
ბასკი არსად წასვლას არ აპირებს.
ერერას
ანდერ ერერა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ მისდამი ინტერესს "პარი სენ-ჟერმენი" იჩენს.

29 წლის ესპანელს მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ახლის თაობაზე "იუნაიტედთან" მოლაპარაკებებს ზაფხულიდან აწარმოებს, მაგრამ ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ერერა თავისი მომავალთან დაკავშირებით ჯერ გარკვეული არ არის და ამით სარგებლობა სურს პსჟ-ს, რომელიც ასეთ გამოცდილ ფეხბურთელს უფასოდ გადაბირებას უპირებს და მისი საშუალებით ადრიენ რაბიოს სავარაუდო წასვლით გაჩენილ დანაკლისს აინაზღაურებს.

პსჟ მომდევნო სეზონისთვის კიდევ უფრო მეტად ემზადება, რათა ამჯერად მაინც აირიდოს თავიდან ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვენა და ამ მიზნით სხვადასხვა პოზიციების გაძლიერებას ეცდება, თუმცა ამის გაკეთებას ფეხბურთელების გაყიდვებით მიღებული დივიდენდების ხარჯზე აპირებს.

გამომდინარე კონტრაქტის ვადის ივნისში ამოწურვიდან, ერერას იანვრის შემდეგ უფლება აქვს, არაინგლისურ გუნდებთან მოლაპარაკებები აწარმოოს სამომავლო ტრანსფერის თაობაზე, რაც პსჟ-ს ყოველგვარი ფინანსური ხარჯების გარეშე შესძენს ბასკს და მას ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებს "პარკ დე პრინსზე".

თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ფრანგული გრანდი საწადელს ვერ მიაღწევს, ვინაიდან ერერა და "იუნაიტედი" მალე შეთანხმდებიან ახალ კონტრაქტზე და პსჟ-ს ალტერნატივის მოძებნა მოუწევს.

წყარო: espn
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
22 მარტი 2019 21:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
პფფფფ ეჭვიც არ მეპარება ამ კაცში
100%RED wink
0
№2
ავტორი: levionok
22 მარტი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ხო ყავთ მაგათ დი მარია რაღა უნდათ კაცი ლეგენდა კაცი შემოქმედება კაი მსმელი პურის მჭამელი?! ერერას რა უნდა იმ უმსგავსოებში მალე ბამპეც წავა და ნეიმარიც და დარჩება ნანტი! ლიგა არა შვიშტოკი ჯერ მაგათი მოსაგები თასი არ ჩამოუსხიათ კი არა ის ოქრო მოპოვებულიც არ არის სადღაც კაზრეთში მიწისქვეშეთში განისვენებს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 მარტი 2019 23:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არც გაუშვებენ და არც თვითონ წავა
0
№4
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2019 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Rogorc Es ar wava arsad:))baski dzma ❤️
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
23 მარტი 2019 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ჩვენი მოხოდოლი ტიპი მიდი ერერ ძმა ხარ აბა რა სად ემიუ და სად ეგეთი ცენზურა გუნდი როგირიც პესეჟეა მძორები
0
№6
ავტორი: onlyred
23 მარტი 2019 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ერთ ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი გუნდში ბოლო წლებია.
ვან გაალის დროსაც კი ყველა რომ ძალით აგდებდა თამაშს ეს მაინც დარბოდა მახსოვს.
მოუს დროსაც
რამდენჯერ ყველაზე მეტად რო ჭირდებოდა პერსონალურად გაუქრია მოედნიდან მოწინააღმდეგის შემტევები.
და ახლა კო ტრაქტზე ალბათ 15 ათას ფუნტზე ვერ მოუწყვნენ და სანჩესს აძლევენ მილიონებს
1
№7
ავტორი: stepno
23 მარტი 2019 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გამორიცხულია ამის წასვლა
0
№8
ავტორი: LASHQARA
23 მარტი 2019 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ლომების გამარჯვებას, თან რა გამარჯვებას, ერთი სტატია რომ მიუძღვნათ ურიგო არ იქნებოდა(თხოვნაა)...მაგ ბიჭებიდან რომელიმე დიდი შანსია გაწითლდეს, თან არ მგონია ცოტა გულშემატკივარი ყავდეს მანჩესტერის ქომაგებიდან. love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top