თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2019, 15:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2644,
კომენტარები: 10
სანჩოს პოსტი "ტვიტერზე" "იუნაიტედთან" დაკავშირებით
სანჩოს მინიშნება "იუნაიტედის" გულშემატკივრებს.
სანჩოს პოსტი
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ვინგერმა ჯეიდონ სანჩომ "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებულ ტრანსფერზე მინიშნება იყო, მაგრამ მალევე წაშალა.

ეს ყველაფერი რიო ფერდინანდის განცადების შემდეგ მოხდა. ინგლისელ ლეგენდას სანჩოს ნახვა "იუნაიტედში" ძალიან სურს. "Goal"-მა "ტვიტერზე" სანჩოს გოლი გაზიარა და თან ფერდინანდის ინტერვიუდან ამონარიდი მიაწერა:

"ფერდინანდს ძალიან უნდა სანჩოს ხილვა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურში."

სანჩომ, რომელიც ახლა ინგლისის ნაკრებში სანაკრებო მოვალეობას ასრულებს, პოსტი გააზიარა და შემდგომ ძალიან სწრაფად წაშალა.

"იუნაიტედს" ძალიან უნდოდა სანჩოს შეძენა "მანჩესტერ სიტიდან", თუმცა ინგლისელი 2017 წელს ბუნდესლიგაში გადაბარგდა. "იუნაიტედი" 18 წლის ფეხბურთელის შეძენას ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ ეცდება.

სანჩოს პოსტი "ტვიტერზე" "იუნაიტედთან" დაკავშირებით

თინეიჯერი "დორტმუნდში" საოცარ სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე სულ 35 მატჩია, სადაც ცხრა გოლი გაიტანა და 17 ასისტი გააკეთა.

თუ "იუნაიყედს" ინგლისელის შეძენა სურს, მათ თავიანთი რეკორდის მოხსნა მოუწევთ, რადგან სანჩოს ფასი 100 მილიონ ფუნტამდე იქნება.

ფერდინანდი, რომელიც სანჩოს ოჯახთან ახლობლობს, აცხადებს, რომ ეს შენაძენი ნებისმიერ ფასად ღირს.

"მას აუცილებლად ავიყვანდი "იუნაიტედში". ინგლისელი, რომელსაც გამარჯვება სწყურია, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, რომელიც ძალიან ნიჭიერია, ეს ყველაფერია, რისი ცოდნაც გჭირდებათ.

"მე ის ჩემი მეგობრებისგან გავიცანი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სულ პატარა იყო. მის ოჯახსაც იქამდე ვიცნობდი სანამ ის დაიბადებოდა."

"მას სულ სხვა მენტალიტეტი აქვს, სწორედ ისეთი როგორიც "იუნაიტედს" სჭირდება. მენტალიტეტი უპირველესია."

"ამ ბავშვმა "მანჩესტერ სიტი" დატოვა მიუხედავად იმისა, რომ "ქალაქელებს" მისი შენარჩუნება სურდათ. უბრალოდ უთხრა: "ჩემი შესაძლებლობები ამას იმსახურებს და ვფიქრობ, რომ ეს ახლავე უნდა გავაკეთო, თამაში მწყურია, დღესვე, არ გელოდებით." სწორედ ამ მენტალიტეტზე ვსაუბრობ."

"ის ადგა და წავიდა, გააკეთა, რაც უნდოდა და რასაც იმსახურებდა. ამას პატივი უნდა სცეთ."

"ასე რომ თუ ვინმე მეკითხებით ავიყვანდი თუ არა სანჩოს, მარტივ პასუხს გაგცემდით: დიახ, 100 პროცენტით."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2019 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია ვიყიდით ჯეისონს
0
№2
ავტორი: Malboro463
22 მარტი 2019 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
Mosayvania es kaci
0
№3
ავტორი: LASHQARA
22 მარტი 2019 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სანჩიკ შენ უნდა გაწითლდე love am
0
№4
ავტორი: england123
22 მარტი 2019 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
mGari bijiaaa dzzaan unda moiyvanon aucilblad sxva gzaa araa gvjirdeba marjvena shemtevi
0
№5
ავტორი: gaga1987
22 მარტი 2019 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი წითელ ფორმაში.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
22 მარტი 2019 18:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
აი ამას ქვია ტრანსფერი.ასეთი ახალგაზდდა და თან ინგლისელი იმენა დაკვაკვდება რასაც ქვია და ბოლობოლო მარჯვენა ვინგერი გვეყოლება
0
№7
ავტორი: PaLoMo
22 მარტი 2019 19:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
აუ მაგარი იქნება თან რა ახალგაზრდა კამანდას შევკრავთ და ოლეც გაყვება ბოლომდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: kashmara
22 მარტი 2019 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ra dawera anu maniushi mindao inglisuri ar vici da dzmurad targmnet
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
22 მარტი 2019 23:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა...
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
23 მარტი 2019 08:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: kashmara
ra dawera anu maniushi mindao inglisuri ar vici da dzmurad targmnet

რიომ დაწერა მინდა ვიხილო.ამან მიაწერა მანჩესტერის მაისურშიო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top