თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2019, 14:44
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1855,
კომენტარები: 4
სმოლინგის პასუხი მესის შესახებ გავრცელებულ ფრაზაზე
კრის სმოლინგმა გამოწვეულ აჟიოტაჟს სოციალური მედიის საშუალებით უპასუხა.
სმოლინგის პასუხი მესის შესახებ გავრცელებულ ფრაზაზე
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე "ბარსელონა" დაუპირისპირდება. მატჩს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის.

ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის ეს მატჩი კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან ნორვეგიელი ზუსტად ოცი წლის შემდეგ ბრუნდება სტადიონზე, სადაც სასწაული ჩაიდინა.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისთანავე, "ტვიტერზე" უამრავი პოსტი დაიწერა. ერთ-ერთი მათგანში კრის სმოლინგის ფრაზაც იყო მოთავსებული:

"მესის აქვს რაღაც სისუსტეები, რომლებიც მხოლოდ ჩემთვისაა ცნობილი. არამგონია, რომ მსოფლიომ ამის შესახებ იცოდეს, ასე რომ საჯაროდ ამაზე საუბარს არ ვაპირებ."

რა თქმა უნდა, პოსტმა დიდი პოპულარობით ისარგებლა და წარწერა უამრავმა გვერდმა თუ ადამიანმა გააზიარა სოციალურ მედიაში.

ერთ-ერთ პოსტზე, რომლის ავტორიც 'Football Daily' გახლდათ, კრის სმოლინგმა თავისი ოფიციალური ანგარიშიდან კომენტარი დაუწერა: "#fakequote #fakenews" ("ცრუ ფრაზა", "ცრუ ინფორმაცია").

გარდა ამისა, ინგლისელმა სოციალურ მედიაში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ძალიან ბევრი იცინა ამ ცრუ ფრაზის გავრცელების შესახებ.


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2019 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მართლა მაგარ ჭორს გავდა wink
0
№2
ავტორი: SHOTAMESSI10
22 მარტი 2019 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
მოვა დრო სმოლინგ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 მარტი 2019 23:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კი აღადავდა ნახევარი მსოფლიო და wink
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
23 მარტი 2019 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ჩნენი მანჩე დაადუღებს წელს ბევრს ბარსა რო გოინიათ ბევრს ნახევარ ფინალში მიდით გიჟებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top