თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2019, 14:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1536,
კომენტარები: 4
ატკინსონი: "სტადიონი გუგუნებდა, ასეთი არასდროს არაფერი მინახავს"
როგორ დაეხმარა სასტუმრო "იუნაიტედს" "ბარსელონას" დამარცხებაში.
ატკინსონი:
რონ ატკინსონმა დაადასტურა, რომ 35 წლის წინ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ბარსელონას" დამარცხებაში ესპანელების სასტუმროს ადგილმდებარეობა დაეხმარა.

ესპანელებთან მატჩის წინ კი რონ ატკინსონს სჯერა, რომ "ბარსელონას" ქალაქის გულში დაბინავება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება.

"ერთხელ ვიღაცამ მკითხა, რა იყო მთავარი, რამაც ის მატჩი მოგვაგებინა. მე ვთქვი, რომ წინა ღამე, როცა ესპანელები ქალაქის გულში დავაბინავეთ, სადაც ჩვენი გულშემატკივრები უამრავი ხმაურით აწუხებდნენ (იცინის)."

"სიმართლე რომ გითხრათ, თამაშის ყველა მომენტი მახსოვს. ძალიან ბევრი მატჩი ჩამიტარებია, მაგრამ მსგავსი ატმოსფერო არცერთ თამაშზე ყოფილა. ეს უბრალოდ დაუჯერებელი იყო."

"მარტინ ედვარდსმა მითხრა მატჩის წინ: "ისეთ ხმაურს გაიგებ, რაც აქამდე ჯერ არ მოგისმენია." სტადიონი გუგუნებდა, ისე თითქოს ის 200 000 ადამიანი იმყოფებოდა."

ატკინსონმა 2019 წლის მატჩზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, ესპანელ გიგანტებს ინგლისში მარტივი მატჩი არ ელით.

"დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსასთვის" ურთულესი მატჩი იქნება. ეს რთული თამაშია "იუნაიტედისთვისაც". უნდა ვაღიარო, რომ პარიზში ჩვენი ბიჭების იმედი არ მქონდა, უფრო სწორად ვამბობდი, რომ უშანსოდ იყვნენ, რადგან პსჟ მანჩესტერში საოცარ ფორმაში იყო."

"ყველაფერი შესაძლებელია. "იუნაიტედმა" იმაზე უკეთ უნდა ითამაშოს ვიდრე ოდესმე უთამაშია. ბიჭებმა უმაღლესი კლასის ფეხბურთი უნდა გვაჩვენონ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეძლებენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2019 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მე დარწმუნებული ვარ რო შეძლებენ და მოუგებენ იმ თესლაკებს
0
№2
ავტორი: LASHQARA
22 მარტი 2019 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მთავარია გამოჯანმრთელდნენ და მალე დაუბრუნდნენ ვარჯიშებს, დანარჩენი ისე მოხდება როგორც ეკადრება ჩვენ გუნდს love am
0
№3
ავტორი: england123
22 მარტი 2019 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
არაა შეუძლებელი ბარსას დამარცხება ეს იუნაიტედიაა არაფრით არ ჩამოვუვარდებით ბარსას არც ისტორიით და არც დიდებით :)
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 მარტი 2019 23:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოპტიმალური შემადგენლობა იქნება მაგ დროისთვის იმედია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top