თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2019, 14:04
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1415,
კომენტარები: 3
ოფიციალურად: რეშფორდი მანჩესტერში დაბრუნდა
კიდევ ერთი ტრავმირებული.
ოფიციალურად: რეშფორდი მანჩესტერში დაბრუნდა
ინგლისის მწრთვნელმა გარეთ საუთგეიტმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი მარკუს რეშფორდი ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

თავდაპირველად, საეჭვო იყო "წითლების" ფორვარდის ჩეხეთთან თამაში "უემბლიზე", თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის ვერც მონტენეგროსთან მატჩისთვის იქნება მზად.

მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდმა "ვულვზთან" ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა, ინგლისელს ტრავმა დიდი ხანია აწუხებს და სწორედ ამის გამო მანჩესტერში ბრუნდება.

"ის მთელი კვირა ინგლისის ნაკრების სამედიცინო ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ იყო. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ვარჯიშები გაეძლიერებინა და თან გუნდთან ერთად ერბინა, თუმცა, სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ის ჩვენი მატჩებისთვის მზად არ არის, ასე რომ კლუბში დავაბრუნეთ. ვერცერთი თამაშის ჩატარებას ვერ შეძლებს," - განაცხადა საუთგეიტმა.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2019 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
იმედია სერიოზული არაფერიაა ეს რა გვჭირს sad
0
№2
ავტორი: LASHQARA
22 მარტი 2019 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რა არი ჯადოს უკეთებს ბარსელონა ამათ lol თუ რამე ფანდი აქ ჩაფიქრებული სოლსკიაერს... love am
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 მარტი 2019 23:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაუშავს, მთავარია საკლუბო თამაშებისთვის იყოს მზად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top