თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2019, 10:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1065,
კომენტარები: 0
უპირატესობა (ნაწილი II)
თავი V
უპირატესობა (ნაწილი II)
ფეხბურთელები პერიოდულად უფრო რთული გამოწვევების წინაშეც დგებიან. საბედნიეროდ, ცხოვრებისთვის სახიფათო სენი იშვიათი მოვლენაა ტოპ-კლასის ფეხბურთელისთვის, მაგრამ, როცა დარენ ფლეთჩერს წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზი დაუსვეს, „იუნაიტედს“ უსაზღვრო მხარდაჭერის გამოხატვის შანსი მიეცა, ვინაიდან დარენი ძალიან დიდი ხანი ვერ ახერხებდა თამაშს. დარენი ამ დაავადებასთან ბრძოლას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ რამდენიმე წელი სახლიდანაც კი ვერ გადიოდა და ქირურგიულ ჩარევას დასთანხმდა. დამთხვევა - ჩემი ცოლის და ამ დაავადებასთან დაკავშირებული გართულებების გამო გარდაიცვალა, ამიტომ შესანიშნავად ვიცოდი მთელი იმ ტანჯვის შესახებ, რასაც მდუმარედ იტანდა. კლუბს ადვილად შეეძლო მისი მიტოვება ბედის ანაბარა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, დარენს სცოდნოდა, რომ მის გამოჯანმრთელებას ველოდით, გუნდში დაბრუნების იმედი გვქონდა და ახალი კონტრაქტიც შევთავაზეთ. „იუნაიტედში“ მოზარდობის ასაკში მოვიდა და არასდროს დავუღალატებივართ. ვიდრე მკურნალობდა, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის პოსტი ჩავაბარეთ, რათა თავი მიტოვებულად არ ეგრძნო. ერთხელ ფეხბურთელებთან მისი საუბარი მოვისმინე და ის შესანიშნავი იყო. ფეხბურთელებს ტუქსავდა და მესმოდა, როგორ ეუბნებოდა მათ: „თუ გგონიათ, რომ ასეთი თამაშით პირველ გუნდში მოხვდებით, ალბათ ხუმრობთ, შანსი არ გაქვთ“. დარენი დროულად გამოჯანმრთელდა, დიდი შვება იგრძნო, როცა თავისი პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრა და ახლა ამაყად ატარებს „ვესტ ბრომვიჩის“ კაპიტნის სამკლაურს.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ პირველი გუნდის შემადგენლობის მიღმა დატოვებით ფეხბურთელებს ვიცავდი. ასე სხვადასხვა თაობის ფეხბურთელების შემთხვევაში მოვქცეულვარ. რაც შეეხება ახალგაზრდობას (როგორც უკვე ვთქვი), ვფიქრობდი, რომ საუკეთესო გზა პირველი გუნდის რთულ ცხოვრებასთან მათი ნაბიჯ-ნაბიჯ გაცნობა იყო. 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კი ხშირად ვასვენებდი, რათა ორგანიზმი არ გამოეფიტათ. როცა ერიკ კანტონა და გარი ნევილი მოვიდნენ ჩემთან კარიერის დასრულების სურვილით, ორივეს გადარწმუნება ვცადე. ერიკს ვურჩიე, მამას გასაუბრებოდა, მაგრამ ამან არ გაამართლა. გარი, ამაყი პროფესიონალი, ასევე ჯიუტად იდგა თავისაზე. ვთხოვე, 2010/11 წლების სეზონის დასრულებამდე მოეთმინა, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ მან უბრალოდ მითხრა: "არა, ბოსს, მე მოვრჩი. უბრალოდ თავს ვიტყუებ". არაერთხელ დამიტოვებია უეინ რუნი "ევერტონთან" გასვლითი მატჩის განაცხადს მიღმა, მაგრამ ამის მიზეზი იყო არა მის ფორმასთან დაკავშირებული პრობლემები, არამედ "ევერტონის" გულშემატკივრების უმოწყალობა მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ უეინს შეურაცხყოფათა უმრავლესობაზე თვალის დახუჭვა შეეძლო და ამას ასაკში შესვლის შემდეგ უკეთ ახერხებდა, ჩემი მხრიდან თანაგრძნობის გამოხატულება ნამდვილად არ იქნებოდა ამ შეურაცხყოფისთვის ხელშეწყობა. სიძულვილი იმდენად დიდი იყო, რომ უეინის მამაც კი, "ევერტონის" დიდი გულშემატკივარი, "გუდისონ პარკზე" "იუნაიტედის" მატჩებს არ ესწრებოდა.

ფეხბურთი მწვრთნელს მხარდაჭერის გამოვლენის უამრავ შესაძლებლობას აძლევს. არსებობს ბექჰემისა და ნისტელროის მსგავსი შემთხვევები, როცა ფეხბურთელებს რთული პერიოდის გადალახვა უწევთ. მაგრამ უფრო ხშირად ეს მცირე უსიამოვნებებია - ახალგაზრდების დახმარება ტექნიკური უნარების განვითარებაში, რჩევის მიცემა, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში იყო - შევთავაზე, ჩაწოდების წინ გამორბენის მანძილი შეემცირებინა, ფეხბურთელების მხარდაჭერა, როცა მათ ტრავმა აქვთ, მოზარდების შეჩვევა პირველი გუნდის ცხოვრებასთან - ეს ყველაფერი ერთგულების გრძნობის გაჩენას უწყობს ხელს. ასე იმიტომ არ ვიქცეოდი, რომ დედა ტერეზასთვის მიმებაძა, არამედ იმიტომ, რომ ფეხბურთელებს "იუნაიტედის" დახმარება შეეძლოთ და თანაც, ჩემს დახმარებას დამატებითი ეფექტი ჰქონდა - ფეხბურთელებს უჩვენებდა, რომ მისი გვჯეროდა. ამის საპასუხოდ შემდეგ დიდებული ერთგულებით ვჯილდოვდებოდით, ისინი კი თავიანთ თამაშს აუმჯობესებდნენ. მხარდაჭერისთვის ამაგის გადახდის საშუალება მატჩის დროს შესაძლებლობების ხუთი პროცენტით მომატებაა. აი ასე თანდათანობით მივედი ადამიანების შთაგონების საიდუმლოს ამოხსნამდე.

სხვებისგან მოსმენილი კრიტიკაც გეხმარება მეომრების გაერთიანებაში. ერთია, როცა ფეხბურთელს პრესა დამსახურებულად ესხმის თავს და სულ სხვაა, როცა მთელი გუნდი გამოჰყავთ საქიქებლად. როცა ასე ხდებოდა, ლამის ვზეიმობდი, რადგან ეს ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს. კრიტიკა ყველას აცოცხლებდა, ადამიანებს ერთმანეთთან დაახლოებაში ეხმარებოდა, მე კი - საბრძოლო სულიკსვეთების წამოწევაში. 1996 წელს ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ - "ნიუკასლთან" და "საუთჰემპტონთან". BBC-მ ეთერში ჩვენი ჩავარდნის შესახებ სიუჟეტი გაუშვა. იდეალური მოტივაცია იყო ჩვენთვის და დარმწმუნებული ვარ, რომ ეს პრემიერ ლიგის მოგებაში დაგვეხმარა. წარსულს რომ ვიხსენებ, ვხვდები, რატომ ჰქონდა ამას ასეთი მნიშვნელობა, ვინაიდან "იუნაიტედში" გატარებული ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ ორჯერ წავაწყდი ასეთ შემთხვევას.
---
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top