თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2019, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1628,
კომენტარები: 6
სოლსკიაერი კანდიდატებს პორტუგალიურ ბაზარზეც ეძებს
ოლე გუნარის ახალი სამიზნე.
სოლსკიაერი კანდიდატებს პორტუგალიურ ბაზარზეც ეძებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლისაბონის "სპორტინგის" კაპიტანის, ბრუნო ფერნანდეშის შეძენას განიხილავს.

24 წლის შემტევი ნახევარმცველი ოლე გუნარ სოლსკიაერის პოტენციური სატრანსფერო სამიზნე იქნება, თუ ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელის გრძელვადიან კონტრაქტს მიიღებს.

London Evening Standard-ის გამოცემით, სოლსკიაერი ნახევარდაცვაში მარუან ფელაინის წასვლით გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას გეგმავს ისეთი ფეხბურთელით, რომელიც გუნდს გოლების გატანაში დაემხარება.

ფერნანდეში კი, რომელსაც 11 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის ნაკრებში, მიმდინარე სეზონის მაჩვენებლებით ამ კომპონენტს აკმაყოფილებს, ვინაიდან 43 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, სოლსკიაერმა ედ ვუდვორდს უკვე აცნობა, თუ ვისთან განშორება სურს. ამ სიაში კი ალექსის სანჩესს პირველი ადგილი უჭირავს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
22 მარტი 2019 10:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სანჩესი გასაყიდია უდაოდ სანჩო მინდა რა აქ
0
№2
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2019 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
არაა ცუდი ვარიანტი ეს
0
№3
ავტორი: LASHQARA
22 მარტი 2019 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დაცვა: Milan Skriniar, Matthijs de Ligt, Jose Maria Gimenez, Kieran Trippier<< იანგის შემცვლელი, რომელიმე აქედან, რომ ვიცოდეთ საიმედო მცველი ვიყიდეთ, ნახევარმცველი: Christian Eriksen, Jadon Sancho, ჩამშლელი:N'Golo Kante, აი ეს იქნება ტრანსფერები რომელიც რეალურად გაგვაძლიერებს და სწორი სატრანსფერო პოლტიკის შემთხვევაში, შეუძლებელი არცერთის ყიდვა არ იქნება. love am
1
№4
ავტორი: Dato kutaisi
22 მარტი 2019 17:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
"London Evening Standard-ის გამოცემით, სოლსკიაერი ნახევარდაცვაში მარუან ფელაინის წასვლით გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას გეგმავს" - ამ ფრაზაზე მაგრად ვიხალისე.უდიდესი სიცარიელე გაგვიჩნდა და რა ამოავსებს არ ვიცი:)))
ჩემი კომენტარი არ ეხება RojoDiablo-ს. ამ ფრაზის ავტორი ის გამოცემაა რომელიც RojoDiablo-მ თარგმნა
0
№5
ავტორი: RojoDiablo
22 მარტი 2019 20:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Dato kutaisi
"London Evening Standard-ის გამოცემით, სოლსკიაერი ნახევარდაცვაში მარუან ფელაინის წასვლით გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას გეგმავს" - ამ ფრაზაზე მაგრად ვიხალისე.უდიდესი სიცარიელე გაგვიჩნდა და რა ამოავსებს არ ვიცი:)))
ჩემი კომენტარი არ ეხება RojoDiablo-ს. ამ ფრაზის ავტორი ის გამოცემაა რომელიც RojoDiablo-მ თარგმნა

სავარაუდოდ სათადარიგო სკამზე გაჩენილი სიცარიელე იგულისხმება ან ჰაერის ჟანგბადით გამდიდრების სიცარიელე. რას გაუგებ ფელაინის უნიკალურობას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 მარტი 2019 00:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი ფეხბურთელია ნამდვილად, ვნახოთ ვინ წავა და ვინ მოვა ზაფხულში...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top