თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2019, 10:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1484,
კომენტარები: 6
პსჟ ერერას უფასოდ გადაბირებას გეგმავს
ბასკი ფეხბურთელით პარიზული გრანდი ინტერესდება.
პსჟ ერერას უფასოდ გადაბირებას გეგმავს
"პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ანდერ ერერას გადაბირებას ეცდება.

ესპანელის მოქმედი კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მას ახალი კონტრაქტი ჯერ არ შეუთანხმებია.

ამ სიტუაციას კი თვალს არ აშორებს პსჟ, რომელიც ზაფხულში ერერას უფასოდ გადაბირებას ეცდება და მას ხელფასის სახით კვირაში 150 ათას ფუნტს შესთავაზებს.

29 წლის ფეხბურთელი ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია, მაგრამ ახლა კლუბის დატოვების და პარიზში გადასვლის შანსი მიეცა.

"იუნაიტედმა" ფეხბურთელთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ, მაგრამ პსჟ-ს მხრიდან სამი წლის ვადით შეთავაზებული დიდი თანხა მას უარის თქმის საბაბს აძლევს.

სოლსკიაერს ჯერ კიდევ აქვს ანდერის შენარჩუნების იმედი და უახლოეს თვეებში ამის გაკეთებას ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ისახავს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
22 მარტი 2019 10:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამაზე ვაფშე არ ვღელავ ისეტი ტიპია ეს რო ფულის გამო არსად არ წავა თუ გუნდმა არ გაუშვა ისე არ მგონია დაგვტოვოს
2
№2
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2019 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: shotkin
ამაზე ვაფშე არ ვღელავ ისეტი ტიპია ეს რო ფულის გამო არსად არ წავა თუ გუნდმა არ გაუშვა ისე არ მგონია დაგვტოვოს

აი ზუსტად ძმა:))
0
№3
ავტორი: LASHQARA
22 მარტი 2019 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
lol lol lol
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
22 მარტი 2019 17:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: ikeoni
ციტატა: shotkin
ამაზე ვაფშე არ ვღელავ ისეტი ტიპია ეს რო ფულის გამო არსად არ წავა თუ გუნდმა არ გაუშვა ისე არ მგონია დაგვტოვოს

აი ზუსტად ძმა:))

100%
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
23 მარტი 2019 00:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერერას წასვლა ნაკლებად სავარაუდოა, თუ სავარაუდო შეიძლება საერთოდ დაარქვა.
0
№6
ავტორი: stepno
23 მარტი 2019 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
yvela sheidzleba wavides da ai es kacii tu ar gaagdes arsad ar wava
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top